“ვგმობთ მოქალაქეებზე ძალადობის გამოყენებას” – 3 ევროპარლამენტარის განცხადება

ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც საქართველოს საკითხზე მუშაობენ და მომხსენებლები არიან, ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ვრცელი განცხადებით ეხმაურება. ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, ნილს უშაკოვი და რასა იუკნევიჩიენე ერთობლივ განცხადებაში გმობენ მოქალაქეების მიმართ ძალადობის გამოყენებას და მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს შეწყვიტონ ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მშვიდობიანი შეკრების უფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც მკაცრად უნდა იქნას დაცული. […]

შს მინისტრის მოადგილე – ვრცელდება მოწოდებები შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებისას სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ბლოკირების შესახებ – ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად შსს გამოიყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს

სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოწოდებები შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებისას სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ბლოკირების შესახებ, ასევე, პროვოკაციული მოწოდებები შსს-ს კუთვნილი ავტომობილებისა და ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დაზიანების შესახებ – აქციის მონაწილეებს, მოვუწოდებთ, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან ,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დარახველიძემ აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, პოლიცია […]

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პარლამენტთან, აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით ქვებს, მძიმე საგნებს, საღებავებს, კვერცხებს ისროდნენ და „პიროტექნიკასაც აქტიურად იყენებდნენ“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით ქვებს, სხვადასხვა მძიმე საგნებს, საღებავებს, კვერცხებს ისროდნენ და პიროტექნიკასაც აქტიურად იყენებდნენ. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სამართალდამცველებს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აღენიშნებათ, რაც გამოწვეულია ნივთების სროლის შედეგად. „საზოგადოება გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ხედავდა იმ ქმედებებს, რასაც აქციის მონაწილეები პოლიციელების მიმართ […]

გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი – გერმანიის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს მოვლენებს საქართველოში – თუ ქვეყანა მოლაპარაკებების გზაზე დაბრუნებას გადაწყვეტს, ევროკავშირის კარი ღია რჩება

თბილისის პროტესტებიდან ჩანს, რომ ქვეყნის ბევრი მცხოვრები არ იზიარებს მთავრობის კურსს და მოსახლეობის დიდ ნაწილს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ვაგნერმა გამოცემა Deutsche Welle-სთან საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, თუ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გზაზე დაბრუნებას გადაწყვეტს, ევროკავშირის კარი ღია რჩება. “გერმანიის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს მოვლენებს საქართველოში. და […]

ბათუმში აქციის მონაწილეები საპროტესტო აქცია-მსვლელობას აწყობენ

ბათუმში აქციის მონაწილეები საპროტესტო აქცია-მსვლელობას აწყობენ. აქციის მონაწილეები ევროპის მოედნიდან დაიძრნენ და ბარათაშვილის ქუჩისკენ მიემართებიან. ისინი პროტესტის ნიშნად ბათუმის შესასვლელის, კერძოდ, საბაგიროსთან არსებული ქუჩის გადაკეტვას გეგმავენ. აქციაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მონაწილეობენ. „აქ არიან სტუდენტები ხელოვნების უნივერსიტეტიდან, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საზღვაო აკადემიიდან… ჩვენ ყველას ერთი მთავარი მოთხოვნა გვაქვს, აღარ გვინდა რუსული ხელისუფლება, […]

მამუკა მდინარაძე – ყველას სჭირდება, რომ გლობალურ ბრძოლებში და ომში გამოიყენოს საქართველო როგორც პაიკი – ჩვენ ამას არ ვთმობთ

მოლაპარაკებას მოლდოვას უხსნიან, დსთ-ს ქვეყანას, რომლის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთში უნდა ჩავიდნენ და მოლაპარაკებები უნდა გამართონ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით. საქართველოს, რომელიც ბევრად წინ არის მოლდოვასთან შედარებით, მოლაპარაკებას არ უხსნიან და უხსნიან მოლდოვას, რომელიც დსთ-შია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძის განცხადებით, ყველას სჭირდება, რომ გლობალურ ბრძოლებში და ომში გამოიყენოს […]

შს მინისტრის მოადგილე – ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ის საშუალება, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს ძალადობრივი ქმედებების დროს

მოთხოვნა, რომ ოპერაციისა თუ სხვადასხვა მოქმედების დროს, პოლიციას ჰქონდეს მაიდენტიფიცირებელი მონაცემი, მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს, შესაბამისად, [აქციაზე] პოლიციელებს არ ჰქონიათ მსგავსი [ნიშნები],- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. დარახველიძემ, ასევე, ისაუბრა საკანონმდებლო ორგანოსთან გუშინ გამართულ აქციაზე სამართალდამცავების მხრიდან გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებზეც. როგორც მან აღნიშნა, მათ გამოიყენეს კანონით გათვალისწინებული ყველა […]

ჰელსინკის კომისია – ქართველ ხალხს მშვიდობიან დემონსტრაციაზე მხოლოდ ძალადობა და რეპრესია დახვდა, ისინი უარს ამბობენ რუსულ კოლონიად გახდომაზე – გვერდში დაუდექით ქართველ ხალხს!

ქართველ ხალხს მშვიდობიან დემონსტრაციაზე მხოლოდ ძალადობა და რეპრესია დახვდა, ისინი უარს ამბობენ რუსულ კოლონიად გახდომაზე. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისია X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. „ქართველი ხალხი ქუჩაში გავიდა მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის მათი სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისთვისა და ევროპული მომავლისთვის და მათ მხოლოდ ძალადობა და რეპრესია დახვდა. ისინი უარს ამბობენ რუსულ კოლონიად გახდომაზე. გვერდში დაუდექით ქართველ ხალხს!” […]

შს მინისტრის მოადგილე – ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები დაზიანდნენ – მიზანმიმართულ მოქმედებას არავინ არ აპირებდა

ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ჟურნალისტების დაზიანება. რა თქმა უნდა, ამის სურვილი[არ ყოფილა] და მიზანმიმართულ მოქმედებას არავინ არ აპირებდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შსს-ს კომპეტენციაში არ შედის თავისივე თანამშრომლის ჩადენილი ქმედების გამოძიება. „რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ჟურნალისტების დაზიანება. რა თქმა უნდა, […]

მდინარაძე ამბობს რომ 2028 წლამდე ევროინტეგრაციის გაჩერებით გაზაფხულის და შემოდგომის არეულობები აირიდეს თავიდან

“ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში მედიასთან საუბრისას განმარტა ხელისუფლების მოტივაცია ევროინტეგრაციის 2028 წლამდე შეწყვეტის შესახებ. მდინარაძის ვერსიით, ევროკომისია საქართველოსთვის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმას 16 დეკემბერს გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში არეულობის მოწყობა იყო დაგეგმილი და ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით სწორედ ეს არეულობა აირიდა თავიდან. მეტიც, მდინარაძის თქმით, ყოველწელს გაზაფხულის და შემოდგომის […]