თავდაცვისა და განათლების სამინისტროს თანამშრომლები მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შემდეგ, საქართველოს დასავლური კურსის დასაცავად საკუთარ პოზიციას ღიად, ერთობლივი განცხადებით აფიქსირებენ თავდაცვის და განათლების სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები. ისინი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან. გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბრის საღამოს, 6 საათზე გააცნო საზოგადოებას. მისი განცხადებიდან მალევე, […]

ფრანკფურტში, საქართველოს საკონსულოსთან აქცია იმართება

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გერმანიაში მცხოვრები ქართველები სოლიდარობას უცხადებენ. ფრანკფურტში, საქართველოს საკონსულოსთან მთელი დღეა აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო პროტესტის დასაფიქსირებლად მიდიან. მათ ადგილზე გამოფენილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. „არა რუსულ რეჟიმს“, „პუტინის მონები“, „საქართველოს მთავრობა არის კრიმინალი“, „ჩვენ გვინდა ევროპა“ – ამ ლოზუნგებით მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე აქციის […]

მამუკა მდინარაძე – ნუ წვალობთ, არც ბოდიშების შემოთვლაა საჭირო, თავისუფლად დაპოსტეთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია! საქართველო ევროპაა, ქრისტიანული და ღირსეული ევროპა და ვერავინ გადაუხვევს ამ გზიდან!

ეს პოსტი იმ ადამიანებს ეხება, ვინც ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს და შესაბამის ბულინგს ვერ უძლებს: ნუ წვალობთ, არც ბოდიშების შემოთვლაა საჭირო (მართლა ჩელიაბინსკში ნუ გგონიათ თავი), თავისუფლად დაპოსტეთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია! თუ გნებავთ, ამ პოსტს მოვაყოლებ რამდენიმესიტყვიან ახალ პოსტს და კომპლექსებიც მოიხსნება ავტომატურად! ჩვენ მანდ ვართ, მაგ პოზიციაზე და ვინც გაბულინგებთ, ისინი სად არიან რეალურად, ეგ […]

რასა იუკნევიჩიენე – ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ სწრაფად უნდა დაუწესოს სანქციები საქართველოს ოფიციალურ პირებს, მათ შორის კობახიძეს, კალაძეს, პაპუაშვილს, ღარიბაშვილსა და ივანიშვილს

ევროკავშირმა სწრაფად უნდა დაუწესოს სანქციები კობახიძეს, კალაძეს, პაპუაშვილს, ღარიბაშვილსა და ივანიშვილს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ სწრაფად უნდა დაუწესოს სანქციები საქართველოს ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული უკუსვლისთვის, მათ შორის კობახიძეს, კალაძეს, პაპუაშვილს, ღარიბაშვილსა და ივანიშვილს. ეს დაყოვნების გარეშე უნდა მოხდეს, როგორც ამას ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია მოითხოვს”, […]

ანა დოლიძე – სრულიად ამაყი ვარ, რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის ახალი ეროვნული მოძრაობა

სრულიად ამაყი ვარ, რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის ახალი ეროვნული მოძრაობა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს. ანა დოლიძის განცხადებით, მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს და საქართველოს დამოუკიდებლობა დაიცვას. „იღვიძებს საქართველო. მადლობა გმირულად მებრძოლებს, განსაკუთრებული მადლობა პატრიოტ ჟურნალისტებს. ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი: ყველა ქალაქი უნდა დადგეს ფეხზე. ჩვენები ვიქნებით […]

შს მინისტრის მოადგილე: აქციისთვის ხელკეტებს, საღებავებსა და სხვა ნივთებს აორგანიზებენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ სოციალური ქსელების დახურულ ჯგუფებში ვრცელდება პროვოკაციული მოწოდებები სამინისტროს კუთვნილი ავტომობილებისა და კამერების დაზიანების შესახებ. დარახველიძემ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პოლიციას ექნება შესაბამისი რეაგირება. „ამავე ჯგუფების წევრები შეკრება-მანიფესტაციისთვის ხელკეტებით, რკინის მილების, ჯაჭვების, საღებავების, სხვადასხვა სახის რკინის ნივთებისა და ხელსაწყოების მობილიზებას აორგანიზებენ და თანამოაზრეებს მოუწოდებენ აქციაზე სამართალდამცველთა წინააღმდეგ […]

დადონ მაგიდაზე დოკუმენტი, რომლითაც იხსნება მოლაპარაკება და არც კი დავფიქრდებით, იმავე წამს მოვაწერთ ხელს – მამუკა მდინარაძე

16 დეკემბერს, მაგალითად, დადონ მაგიდაზე დოკუმენტი, რომლითაც იხსნება მოლაპარაკება და არც კი დავფიქრდებით, ხელს მოვაწერთ მას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის განმარტებით, მთავრობა უარს კი არ ამბობს რაიმე პროცესზე, არამედ ინიციატივის დაყენებას არ აპირებს. „როგორც იტყვიან, მათ მოედანზე გადავალ და მივმართავ ყველა ადამიანს, რომელიც ოდნავ მაინც […]

„ნისანი“ 14 თვეში გაკოტრდება, თუ შესაბამის ინვესტორს ვერ იპოვის – Financial Times

Financial Times Financial Times-ის ინფორმაციით, „რენოს“ მიერ იაპონიაში წარმოების შემცირების შემდეგ, ნისანი“ იძულებულია, ახალი ინვესტორი მოიძიოს, რათა კრიტიკულ პერიოდს სრული გაკოტრების გარეშე გადაურჩეს. გამოცემა ასევე იტყობინება, რომ „ნისანი“ „ჰონდასთან“ კოლაბორაციით ელექტრომობილების გამოშვებას აპირებს. იაპონურ ავტომწარმოებელ კომპანიაში ამბობენ, რომ არსებული ბალანსით, მხოლოდ 14 თვის განმავლობაში შეუძლიათ თავის გატანა. კომპანია ამ ეტაპზე გრძელვადიანი და სტაბილური აქციონერით არის […]

ვგმობთ ყველა ნაბიჯს, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას – Geocase

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გმობს ყველა ნაბიჯს, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას. “დაფუძნების დღიდან, ანალიტიკური ცენტრის – “ჯეოქეისის” ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ეს არის ქვეყნის ისტორიული არჩევანი და ეროვნული ინტერესი, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით და ქართველი ხალხის ურყევი ნებით. ჩვენ ვგმობთ ყველა […]

“შეიძლება, დამატებითი სპეციალური საშუალებები გამოვიყენოთ… ვესაუბრე გომელაურს” – ხელისუფლების მუქარა ხალხს

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, აცხადებს, რომ ძალა, რომელიც გუშინ სპეცრაზმმა გამოიყენა ადეკვატური იყო, იგი საუბრობს შურდულებზე და წყლის, პლასტმასის ბოთლებზე. მეტიც, ის თვლის, რომ ჩიტაძეზე მშვიდობიან მოქალაქეს არაფერი ესაქმება საერთოდაც. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ უკვე ესაუბრა შს მინისტრ ვახტან გომელაურს და თქვა, რომ შეიძლება, დამატებითი სპეციალური საშუალებები გამოიყენონ. წყლის ჭავლი, სპრეი, დარბევა, ცემა, […]