მედიაომბუდსმენი გმობს მომიტინგეებისა და მედიის ძალადობრივ დარბევას თბილისში

მედიის უფლებადამცველმა ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენმა” განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმო თბილისში პოლიციის მიერ ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართული სისასტიკე საპროტესტო აქციის ძალადობრივი ჩახშობის და დარბევის დროს 28-29 ნოემბერს. მან მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყონებლივ დაიწყონ გამოძიება. “მედიაომბუდსმენის” მტკიცებით, საქმეებს უნდა მიენიჭოს საქმიანობაში ხელშეშლისა და დევნის კვალიფიკაცია. მედიის უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს ჟურნალისტთა […]
პუტინი ამბობს, რომ შეიძლება ახალი რაკეტით კიევში “გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს” დაარტყას

28 ნოემბერს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ დასავლური წარმოების რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის პასუხად, რუსეთმა შეიძლება თავისი ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა „ორეშნიკი”, კიევში „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“ თავდასხმისთვის გამოიყენოს. ამ დრომდე, ომის 33 თვის განმავლობაში, რუსეთს უკრაინის მთავრობის სამინისტროებზე, პარლამენტზე ან პრეზიდენტის ოფისზე დარტყმა არ მიუყენებია. კიევი კარგად არის დაცული ანტისაჰაერო საშუალებებით, მაგრამ პუტინი ამბობს, რომ […]
მოსამართლეები: ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს

ქართველი მოსამართლეები, სხვა საჯარო უწყებების თანამშრომლების მსგავსად, კრიტიკით ეხმაურებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროინტეგრაცია 2028 წლამდე. „ჩვენ, საქართველოს მოსამართლეებს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაა, დღეს, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა და არაორაზროვნად დაფიქსირება კანონის უზენაესობის ჭრილში, ადამიანის უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. პროფესიული ეთიკის ფარგლებში, ვიცავთ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, ამავდროულად, ვგმობთ ძალადობას, […]
ნატალი ლუაზო – ქართველები თბილისში პარლამენტის წინ პროტესტს აგრძელებენ, მათ მთავრობამ უღალატა

ქართველებს მთავრობამ უღალატა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ევროპარლამენტმა გზა აჩვენა: დაუჭერს ევროკავშირი მათ მხარს? “ქართველები აგრძელებენ საღამოს თბილისში პარლამენტის წინ პროტესტს. მათ მთავრობამ უღალატა. დაუჭერს ევროკავშირი მათ მხარს? ევროპარლამენტმა გზა აჩვენა”, – წერს ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო.
პარლამენტის შენობის უკანა პერიმეტრზე ვითარება დაიძაბა – სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, დაიცვან წესრიგი

პარლამენტის უკან ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის თავდაპირველად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას, რის შემდეგად მოქალაქეებმა პოლიციის მისამართით დაიწყეს პლასტმასის ბოთლების სროლა, რაც პოლიციამ უკან დაუბრუნა სროლით. ამასთან, დემონსტრანტებმა სპეცრაზმის მიმართულებით ისროლეს კვერცხები. პარლამენტის უკან, ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სპეციალურ საშუალებებს. მიუხედავად გამაფრთხილებელი მოწოდებისა […]
შსს – აქციაზე შეკრებილთა ნაწილი, სამართალდამცველებს უპირისპირდება, დააზიანეს განათების ფანრები და ინვენტარი, ცეცხლი წაუკიდეს ელექტრო გაყვანილობას, პოლიციელების მისამართით ისვრიან გაურკვეველ საგნებს, დაშავებულია ერთი პოლიციელი

პარლამენტთან შეკრებილთა ნაწილი, სამართალდამცველებს უპირისპირდება, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, დააზიანეს განათების ფანრები და სხვა ინვენტარი, ცეცხლი წაუკიდეს ელექტრო გაყვანილობას, პოლიციელების მისამართით ისვრიან გაურკვეველ საგნებს, დაშავებულია ერთი პოლიციელი, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში. […]
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 114 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს – 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 114 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააზიანებს ქვეყნის წინსვლას. მათივე თქმით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია უნდა დარჩეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. „ჩვენ, როგორც ცენტრის წარმომადგენლები, […]
9 აპრილის ქუჩაზე ვითარება პერიოდულად იძაბება – აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ადგილი აქვს სიტყვიერ დაპირისპირებას

9 აპრილის ქუჩაზე, სადაც სპეცდანიშნულების რაზმია განლაგებული, პერიოდულად ინციდენტებს აქვს ადგილი. აქციის მონაწილეები სხვადასხვა სახის ნივთებს ესვრიან სამართალდამცავებს, რასაც რამდენჯერმე მოჰყვა მათი მხრიდან გაფრთხილება. ასევე, ადგილი აქვს სიტყვიერ დაპირისპირებებსაც. ამ დროისთვის, სპეცდანიშნულების კორდონის უკან დგას წყლის ჭავლისა და სახანძრო მანქანები. აღსანიშნავია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი განლაგებულია ასევე პარლამენტის მიმდებარე სხვა ქუჩებზეც, კერძოდ, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის. სპეცდანიშნულების […]
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე – აქ ვდგავართ იმისთვის, რომ დავიცვათ მოქალაქეების უფლებები და მათ შორის პარლამენტის შენობა, ვიღაც რომ არ შეიჭრას და დააზიანოს ინფრასტრუქტურა

აქ ვდგავართ იმისთვის, რომ დავიცვათ მოქალაქეების უფლებები და მათ შორის პარლამენტის შენობა, რომელიც ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს, ვიღაც რომ არ შეიჭრას და დააზიანოს ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. როგორც სერგი ბზიშვილმა აღნიშნა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კონსტიტუციის ფარგლებში. „ყველას აქვს [უფლება] […]
23 დაკავებული აცხადებს, რომ პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 29 ნოემბერს, გვიან ღამით და ადრეული დილით, მიტინგზე დაკავებულ პირებთან შეხვედრის შედეგებს აქვეყნებს. ომბუდსმენის განცხადებით, მისმა რწმუნებულმა 40 დაკავებული მოინახულა. „დღის მანძილზე, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დამატებით 29 პირი მოინახულეს, რომელთაგან დაკავებული იყო 28. ერთ-ერთი დაკავებული მოთავსებულია სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სხვები კი- თბილისის იზოლატორებში. მონახულებული 29 პირიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ 23-მა […]