საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე – აქ ვდგავართ იმისთვის, რომ დავიცვათ მოქალაქეების უფლებები და მათ შორის პარლამენტის შენობა, ვიღაც რომ არ შეიჭრას და დააზიანოს ინფრასტრუქტურა

აქ ვდგავართ იმისთვის, რომ დავიცვათ მოქალაქეების უფლებები და მათ შორის პარლამენტის შენობა, რომელიც ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს, ვიღაც რომ არ შეიჭრას და დააზიანოს ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
როგორც სერგი ბზიშვილმა აღნიშნა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კონსტიტუციის ფარგლებში.
„ყველას აქვს [უფლება] გამოხატოს თავისი აზრი და გამოხატოს კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ, როცა სცდება კონსტიტუციურ ფარგლებს, მაგალითად, პოლიციელების მიმართ, როცა ხდება ქვების სროლა, ხელკეტების დარტყმა, ვერ ნახეთ ეს? უყურეთ იმ ფაქტს, აქციის მონაწილე რომ ჯოხს ურტყამდა თავში პოლიციელს?“, – განაცხადა სერგი ბზიშვილმა.
კითხვაზე, მოხდა თუ არა გურამ როგავაზე მოძალადის იდენტიფიცირება, სერგი ბზიშვილი აცხადებს, რომ „მსგავსი საკითხი მისი კომპეტენცია არ არის“.
„მსგავსი საკითხის გამოძიება ჩვენი კომპეტენცია არ არის. ამას იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. მე სხვა სამსახურის კომპეტენციაში ვერ შევიჭრები. მე ვმუშაობ საპატრულო პოლიციაში, მე წარმოვადგენ საპატრულო პოლიციას“, – განაცხადა სერგი ბზიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს