პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიცია წყლის ჭავლს იყენებს

პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიცია წყლის ჭავლს იყენებს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები პოლიციის მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგანს ისვრიან. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ. წყლის ჭავლის გამოყენებამდე რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები შსს-მ სპეციალური ხმოვანი სიგნალით გააფრთხილა და დაშლისკენ მოუწოდა. 1tv.ge
სამომავლოდ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები იკვეთება „შუა დერეფნის“, „სარტყელის და გზის“ ინიციატივის სინერგიით, საქართველო გააძლიერებს პოზიციებს, როგორც გზაჯვარედინი რეგიონში – ჩინეთის ელჩი

სამომავლოდ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები იკვეთება „შუა დერეფნის“, „სარტყელის და გზის“ ინიციატივის სინერგიით, საქართველო გააძლიერებს პოზიციებს, როგორც გზაჯვარედინი რეგიონში – ჩინეთის ელჩი საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივმა ურთიერთობებმა უმაღლეს დონეს მიაღწია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოვაყალიბეთ, სამომავლოდ კი ორმხრივი ურთიერთობები იკვეთება „შუა დერეფნის“, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის სინერგიით, საქართველო გააძლიერებს თავის პოზიციებს, როგორც გზაჯვარედინი რეგიონში, – ამის შესახებ […]
პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა

ძალიან მაგარია საქართველო და მაგარია მისი საზოგადოება, ეს ჩანს ყველანაირად, რომ არავინ არ არის მზად შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუცია წართმეულ საქართველოს, არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. “თქვენ ხართ ძალიან ბევრნი გამოსული დღეს. გიყურებთ, გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ საქართველოს სხვადასხვა ქალებში, ბათუმი , ქუთაისი, ზუგდიდ, ახმეტა, […]
„ოცნება კოშმარად იქცა“ – კონგრესმენი კოენი

საქართველოში გამართულ საპროტესტო გამოსვლას და პოლიციის მხრიდან მის ძალისმიერ დაშლას გამოეხმაურა ამერიკის ჰელსინკის კომისიაც. შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატისა და ორივე პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია ამბობს, რომ ქართველ ხალხს არ სურს, “რუსეთის პროვინციად” იქცეს. “ქართველი ხალხი გავიდა ქუჩებში მშვიდობიანი პროტესტისთვის, თავისი სუვერენიტეტის, დემოკრატიის, ევროპული მომავლისთვის. და მას პასუხად დაუპირისპირდა ძალადობა და რეპრესია. ისინი უარს […]
„არ აწიოთ ხელი მოქალაქეებზე“ – პრეზიდენტი ძალოვნებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მიმართვას აქვეყნებს. იხილეთ სრული ტექსტი: ძალიან მაგარი არის საქართველო და მისი საზოგადოება. ჩანს – არავინაა მზად, შეეგუოს გარუსებულ, კონსიტუცია წართმეულ საქართველოს, არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოში. ამიტომ ხართ ბევრნი გამოსულნი. გიყურებთ. გიყურებთ რუსთაველზე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში – ბათუმი, ქუთაისი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი. ეს არნახულია, რომ ერთდროულად და სპონტანურად გამოდიოდენ […]
ჩიტაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს

სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. სპეცტექნიკის გამოყენება ამჟამად ჩიტაძის ქუჩაზე ხდება. ფოტო: ნეტგაზეთის არქივიდან
ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს – მეამაყებით, მადლობა სწორი და ღირსეული პოზიციისთვის

მეამაყებით, მადლობა სწორი და ღირსეული პოზიციისთვის!!! – ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე NCDC-ს 114 თანამშრომლის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააზიანებს ქვეყნის წინსვლას. აღნიშნული განცხადების შესახებ ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული […]
ფოთში აქციის მონაწილეები მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს

საპროტესტო აქცია გაიმართა ფოთშიც. სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღმაშენებლის ქუჩაზე, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს, მოგვიანებით კი, ცენტრალურ ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეების განაცხადებით, ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი ქვეყნის ევროპულ კურსზე, საქართველოს ევროპული არჩევანი გადასარჩენია და ხალხს მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. „კობახიძის განცხადება იყო ბოლო წვეთი, ისინი უკვე დიდი […]
ევროპარლამენტარი გი ვერჰოფსტადტი – ხალხის უზარმაზარი რაოდენობა გამოვიდა საქართველოს ქუჩებში, რათა არალეგიტიმური მთავრობის ქმედებები გააპროტესტოს – ისინი ევროპულ მომავალს იმსახურებენ

ჟურნალისტები ნაცემები, დემონსტრანტებს ძალადობრივად შლიან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი გი ვერჰოფსტადტი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ქართველები იმსახურებენ ევროპულ მომავალს. „[ხალხის] უზარმაზარი რაოდენობა გამოვიდა საქართველოს ქუჩებში, რათა მათი არალეგიტიმური მთავრობის ქმედებები გააპროტესტოს. ქართველების 80%-ს ევროპული მომავალი სურს. ისინი ამას იმსახურებენ!” , – წერს ევროპარლამენტარი გი ვერჰოფსტადტი.
პარლამენტის შენობის უკანა პერიმეტრზე ვითარება დაიძაბა – სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, დაიცვან წესრიგი

პარლამენტის უკან ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის თავდაპირველად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას, რის შემდეგად მოქალაქეებმა პოლიციის მისამართით დაიწყეს პლასტმასის ბოთლების სროლა, რაც პოლიციამ უკან დაუბრუნა სროლით. ამასთან, დემონსტრანტებმა სპეცრაზმის მიმართულებით ისროლეს კვერცხები. პარლამენტის უკან, ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სპეციალურ საშუალებებს. მიუხედავად გამაფრთხილებელი მოწოდებისა […]