NCDC-ის 100-ზე მეტი თანამშრომელი აკრიტიკებს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე “ოცნების” გადაწყვეტილებას – Netgazeti • ამირან გამყრელიძე • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი • ქართული ოცნება • Netgazeti.ge

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] თანამშრომელთა ნაწილი აკრიტიკებს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ. ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც უწყების 114 თანამშრომელი აწერს ხელს, ვკითხულობთ, რომ ცენტრის ჩამოყალიბება, განვითარება და ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება სწორედ დასავლური დაფინანსებით გახდა შესაძლებელი. “ჩვენ, როგორც ცენტრის წარმომადგენლები, გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ […]
იტალიაში, ღვინის ტურიზმში დასაქმების საიტი ამოქმედდება

იტალიური ორგანიზაცია Wine Tourism Hub შექმნის სპეციალიზებულ ვებსაიტს ღვინის ტურიზმის ინდუსტრიაში თანამშრომლების მოსაზიდად. ამის შესახებ Wine News წერს. გამოცემის ცნობით, ახალ პორტალს Wine Tourism Hub Talent დაერქმევა. ის 2025 წელს დაიწყებს ოპერირებას და შეძლებს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება ღვინის ტურიზმთან დაკავშირებულ პროფესიებზე. Wine News-ის ცნობით, იტალიაში ღვინის ტურიზმის სექტორი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში წელიწადში 12,9%-ით გაიზრდება. ამასთან, […]
შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

შსს განცხადებას ავრცელებს: ,,რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მათი პროტესტი არ გასცდეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, შეკრებილთა ნაწილი, სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, დააზიანეს განათების ფანრები და […]
,,კი მოგაბეზრეთ თავი,მაგრამ გაოცებას მაინც უთქვენოდ ვერ ვაფინალებ“ – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი: ,,კი მოგაბეზრეთ თავი,მაგრამ გაოცებას მაინც უთქვენოდ ვერ ვაფინალებ.ახლაც კი მიტინგზე,ივანიშვილის მიერ გადაგდებული ოპოზიცის კუთვნილი ტელევიზიები (ხაზარაძის ტვ-პირველი.გვარამიას–მთავარი არხი და სააკაშვილი ფორმულა) კვლავ არ მომეკარა,მაშინ როდესაც ევრონიუსიდან დაწყებული ყველა უცხოურმა ტელეარხმა სცადა ინტერვიუს აღება. რა გაჭამათ ასეთი ოლიგარქმა? სასწაულია პირდაპირ. გააგრძელეთ,გააგრძელეთ ასე და შედეგებს ნახავთ,სამწუხაროდ ჩვენც ვნახავთ.”
გიორგი ვაშაძე შსს-ს მაღალჩინოსანს – რა მშიშარა ვარ? მოდი, თუ მაგარი ხარ – თავ-პირი დაამტვრიეთ ხალხს, ომში არ დაურტყამთ ჟურნალისტისთვის, არ გრცხვენიათ?

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძესა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სერგი ბზიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. „თავპირი დაამტვრიეთ ხალხს, ომში არ დაურტყამთ ჟურნალისტისთვის. დაწყნარდი, რაა, გელაპარაკები. კამერების წინ უნდა გამოაჩინო შენი სახე. არ გრცხვენიათ?“, – მიმართა ბზიშვილს ვაშაძემ, რასაც პოლიციის მაღალჩინოსანმა ასე უპასუხა: „გესმის, შენ? […]
სახალხო დამცველი – 29 პირიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ 23-მა პირმა მიუთითა, 7 პირს არ სურს რეაგირება – უმრავლესობის თქმით, პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა უშუალოდ დაკავების პროცესში განიცადა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 29 ნოემბერს, სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი დღის განმავლობაში აგრძელებდნენ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეების მონახულებას, კერძოდ აპარატმა სულ 40 პირი მოინახულა და მათგან 11 პირის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია უკვე მიაწოდა. მათივე ინფორმაციით, დღის მანძილზე, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დამატებით 29 პირი მოინახულეს, რომელთაგან დაკავებული იყო 28. ამასთან, განმარტავენ, რომ მონახულებული 29 პირიდან არასათანადო […]
მამუკა ხაზარაძე – სამარცხვინო ღალატით ქვეყნის კონსტიტუციური გადატრიალება მოხდა, პროტესტი არ გაჩერდება, ვიდრე ქვეყანას არ გავათავისუფლებთ – სასწრაფოდ უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაცია

ეს არის სპეციალურად დაგეგმილი ოპერაცია, სადაც მთავარი სამიზნე ჟურნალისტები და აქტივისტები არიან, რათა ჩააგდონ მუხტი, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება. როგორც ხაზარაძემ განმარტა, თითქმის ყველა ოპოზიციურ ძალასთან არსებობს გარკვეული შეთანხმებები, თუმცა, რაღაც ხელისშემშლელი ფაქტორებიც არსებობს. “ეს პროტესტი გაგრძელდება. ეს არის სპეციალურად დაგეგმილი ოპერაცია, […]
მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან მორიგი ხალხმრავალი აქცია დაიწყო. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის გაცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ. ეს განცხადება მოქალაქეების დიდმა ნაწილმა საგარეო კურსის რუსეთისკენ ცვლილების მტკიცებულებად მიიჩნია. რუსთაველზეა მობილიზებული სპეციალური ტექნიკა, რობოკოპები დგანან თავისუფლების მოედანზე. ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩის ჩამოსასვლელები კი პოლიციას აქვს […]
პარლამენტთან შეკრებილ ხალხს ყელში წვის შეგრძნება აქვთ და თვალები უცრემლიანდებათ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ხალხს ყელში წვის შეგრძნება აქვთ და თვალები უცრემლიანდებათ. გამოწვეულ დისკომფორტს ისინი სპეციალურ საპოლიციო საშუალებებს უკავშირებენ, რომელიც პოლიციამ გუშინ ღამით გამოიყენა. ამ ადგილზე გუშინ, 28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ წიწაკის სპრეი გაუშვა და წყლის ჭავლით დაშალა მოქალაქეები. „როგორც კი ქაშვეთის ეკლესიასთან მოვედი, სურდოს მსგავსი შეგრძნება ვიგრძენი – ცხვირში სიმშრალე და […]
„მე ვერ ვხედავ, ბიზნესის ნაწილი სწორ შეფასებას აკეთებდეს, ყველას თავის მიზეზი აქვს – რეალობა სახეზეა და შეფერადება აღარ სჭირდება“ – კახა ხაზარაძე

„მე ვერ ვხედავ, ბიზნესის ნაწილი სწორ შეფასებას აკეთებდეს, ყველას თავის მიზეზი აქვს – რეალობა სახეზეა და შეფერადება აღარ სჭირდება“ – კახა ხაზარაძე „მე ვერ ვხედავ, ბიზნესის ნაწილი სწორ შეფასებას აკეთებდეს, ყველას თავის მიზეზი აქვს – რეალობა სახეზეა და შეფერადება აღარ სჭირდება“ – ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი […]