“გაისროლეს ტყვია და თვალთან მომარტყეს”, – იურისტი საბა ბრაჭველი აქციაზე დაშავდა

„ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმისგან გასროლილი რეზინის ტყვიით დაშავდა. ბრაჭველს დაზიანება აქვს თვალთან და სახის არეში. “ტვ პირველთან” საუბარში იგი იხსენებს, რომ სპეცრაზმთან 100 მეტრის მოშორებით იდგა, რა დროსაც რეზინის ტყვია გაისროლეს და მას მოხვდა. “სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დახმარება გამიწია. ჩიტაძეზე დაიწყეს ფოტოების და ვიდეოების გადაღება. […]
ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავებულია – მას თავის არეში აქვს დაზიანება

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი და მის ოპერატორი აქციის გაშუქებისას დაშავდნენ. კონკრეტულად რა მოხდა, უცნობია. კადრებში ჩანს, რომ მარიამ გაფრინდაშვილი დაეცა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მანქანაში გადაიყვანეს. კადრებში ჩანს, რომ მას თავის არეში აქვს დაზიანება. „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ტქმით, გაფრინდაშვილს უჭირდა სუნთქვა, მას ასევე აქვს თავი გატეხილი. ექიმის ცნობით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ტომოგრაფიით არ […]
ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილსა და მის ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მარიამს თავი აქვს გატეხილი და ის ,,სასწრაფომ” კლინიკაში გადაიყვანა.
საპატრიარქო – რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები ჩვენს გულისტკივილსა და შეშფოთებას იწვევს

მოვუწოდებთ როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე საზოგადოების ყველა სხვა წევრს, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პერიოდულად ვითარდება მძიმე […]
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაშლა პარლამენტის უკანა ტერიტორიაზეც დაიწყეს

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაშლა პარლამენტის უკანა ტერიტორიაზეც დაიწყეს. მათ მოქალაქეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს, მანამდე კი არაერთხელ გაისმა მოქალაქეების მისამართით გამაფრთხილებელი ხმა რომ დაშლილიყვნენ. მოწოდებების მიუხედავად მოქალაქეები არ დაიშალნენ. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი.
რასა იუკნევიჩიენე – დაუყოვნებლივი ქმედებაა საჭირო საქართველოს დემოკრატიის დასაცავად

დაუყოვნებლივი ქმედებაა საჭირო საქართველოს დემოკრატიის დასაცავად, – ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს. ევროპარლამენტარის თქმით, უკვე დააინფიცირა წერილი, რომელშიც ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს სთხოვს სანქციების შემოღებას საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ. „ევროპარლამენტში კოლეგა დეპუტატებთან ერთად დავაინფიცირე წერილი, რომელიც მიუწოდებს [უმაღლეს წარმომადგენელს] კაია კალასს და ევროკავშირს სანქციები შემოიღონ საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ, […]
სალომე ზურაბიშვილი – მოძრაობაა დაწყებული საჯარო სექტორში, რომელიც ნელ-ნელა მთლიანად საქართველოს მოიცავს – ეს იმას ნიშნავს, რომ პროტესტი გაჩნდა და აღარ გაჩერდება

მოძრაობაა დაწყებული საჯარო სექტორში, რომელიც ნელ-ნელა მთლიანად საქართველოს მოიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ, სადაც ყველაზე მეტად ემსახურებიან სახელმწიფოს, საქართველოს მომავალსა და ინტერესებს, პროტესტი გაჩნდა და აღარ გაჩერდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა. მისივე თქმით, საჯარო სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა თანამდებობები არ უნდა დატოვონ, თუმცა ეს პროტესტი უნდა გააგრძელონ. „მინდა მივმართო […]
სალომე ზურაბიშვილი – დღეს შემიძლია ვთქვა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია

მე შემიძლია დღეს ვთქვა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მთლიანად სოლიდარულია „მშვიდობიანი, კონსტიტუციური წინააღმდეგობის მოძრაობის“ მიმართ და მათ გვერდით იქნება, სანამ არ იქნება მიღწეული მთავარი მიზანი: საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. „მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან დიდი აქცია, ძალიან დიდი პროტესტი, რომელიც მოიცავს […]
იუსტიციის სახლის 300-ზე მეტი თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სახლის 300-ზე მეტი თანამშრომელი ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნება. ერთობლივი განცხადების თანახმად, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება სცდება პოლიტიკური გემოვნების საკითხს. „იგი ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზანს. იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შეტანილი ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში. შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერება ჩვენთვის მეტად მტკივნეულია. გვჯერა, რომ სწორედ ევროპული და […]
საბა ბრაჭველის თქმით, რეზინის ტყვია თვალის არეში ესროლეს

იურისტი საბა ბრაჭველი ამბობს, რომ სპეცრაზმმა მას რეზინის ტყვია თვალის არეში ესროლა. „ჩიტაძეზე გადამიღო რამდენიმე პოლიციელმა ფოტო/ვიდეო, ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა, მოვშორდით აქაურობას, ჭიჭინაძე/ინგოროყვაზე ავედით და იქ ჩვეულებრივად დგომის დროს, სპეცრაზმიდან მიმიმუმ 100 მეტრის დაშორებით, დამიმიზნეს და ტყვია მომარტყეს. მადლობა რეფლექსებს, რომ თვალზე ყველაფერი წესრიგშია, წარბს და ლოყას რა უშავს. მადლობა მოკითხვისთვის ყველას. ავალ ახლა […]