დამიმიზნეს და ტყვია მომარტყეს – საბა ბრაჭველი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იურისტი საბა ბრაჭველი დაშავდა – როგორც საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში წერს, სპეცდანიშნულების რაზმმა თვალის მიდამოში რეზინის ტყვია ესროლა: ,,ჩიტაძეზე გადამიღო რამდენიმე პოლიციელმა ფოტო/ვიდეო, ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა, მოვშორდით აქაურობას, ჭიჭინაძე/ინგოროყვაზე ავედით და იქ ჩვეულებრივად დგომის დროს, სპეცრაზმიდან მიმიმუმ 100 მეტრის დაშორებით, დამიმიზნეს და ტყვია მომარტყეს. მადლობა რეფლექსებს, რომ თვალზე ყველაფერი წესრიგშია, […]

“კეთილი ადამიანები ქაშვეთის ეზოში ბანერით “თბილი ტანსაცმელი” – ბუწაშვილი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი: ძალიან კარგი ინიციატივით არიან კეთილი ადამიანები ქაშვეთის ეზოში ბანერით “თბილი ტანსაცმელი”. რაც უცებ მოვახერხე, მივიტანე. ჯერ ძალიან ცოტა აქვთ შეგროვებული. არადა, კარგია, რომ რუსთაველზე მყოფ ადამიანებს ეგულებოდეთ ადგილი, სადაც საჭიროების შემთხვევაში (იმედია არ დაჭირდებათ) შეეძლებათ მშრალი და თბილი ტანსაცმლის აღება.

მეამაყებით, მადლობა სწორი და ღირსეული პოზიციისთვის!!! – ამირან გამყრელიძე

დაავადების ეროვნული ცენტრის ყოფილი უფროსი, ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,მეამაყებით, მადლობა სწორი და ღირსეული პოზიციისთვის!!!“

NCDC-ის 100-ზე მეტი თანამშრომელი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემიჯნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 100-ზე მეტი თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნის შეჩერების შესახებ ოცნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ემიჯნება. “სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა განცხადება: ჩვენ, როგორც ცენტრის წარმომადგენლები, გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. თითოეული ჩვენთაგანი ძალისხმევას არ იშურებს […]

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს საპატრიარქო ეხმიანება განცხადებით: “ამა წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები ჩვენს გულისტკივილსა და შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად მთავრობის წარმომადგენლების განმარტებებისა, როგორც გუშინ, ასევე დღეს, რომ საქართველო არ უხვევს ევროპული კურსიდან და უარს არ ამბობს ევროპულ ფასეულობებზე, საზოგადოების ნაწილისათვის ეს განმარტებები საკმარისი და დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. შედეგად, მშვიდობიანი დემონსტრაცია ნელ-ნელა […]

საქართველო რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, ჯერ სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუციებთან და სამართალთან სრულ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, ამას კი დრო და რესურსები სჭირდება

საქართველო რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, ჯერ სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუციებთან და სამართალთან სრულ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, ამას კი დრო და რესურსები სჭირდება „მიზეზი, რის გამოც პროტესტი დაიწყო და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აქციაზე გამოვიდა, იყო ის, რომ თითქოს საქართველომ შეწყვიტა ევროინტეგრაციის პროცესი. ამ დროს კი, [პრემიერის] განცხადებაში სრულიად გარკვევით წერია, რომ ევროინტეგრაციის პროცესი კი არ შეწყდა, უბრალოდ, […]

პოლიციამ პარლამენტთან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

საპოლიციო ძალების გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ იშლებიან. აქციის მონაწილეები შეკრებილი არიან პარლამენტის შენობის კიდევ ერთ მხარეს – ჭიჭინაძისა და ძმები ზუბალაშვილების კვეთაზე. პოლიციამ წყლის ჭავლი იმ ადგილზეც გამოიყენა. საპოლიციო ძალების გამოყენებამდე იყო დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. ისროდნენ ბოთლებსა და საღებავებს. მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის […]

კადიროვთან დაახლოებული სპორტსმენი, ხაბიბ ნურმაგომედოვი სავარაუდოდ თბილისშია

ხაბიბ ნურმაგომედოვი, რამზან კადიროვთან დაახლოებული დაღესტნელი სპორტსმენი სავარაუდოდ თბილისშია. MMA მებრძოლთან გადაღებულ ფოტოს Citrus რესტორანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. აღნიშნული რესტორანი პარლამენტის შენობასთან ახლოს მდებარეობს „ჩვენი რესტორნის სტუმარი, UFC ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი“ – წერია ფოტოს აღწერაში, რომელიც დღეს 29 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე გამოაქვეყნადდა. რამდენიმე თვის წინ, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ირაკლი კობახიძესთან, კახა კალაძესთან და ბიძინა ივანიშვილის […]

წყლის ჭავლი, გაზი, გინება და ხალხის პასუხი

სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს. წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა რამდენჯერმე, სხვადასხვა ქუჩაზე. მათ შორის მაშინაც, როცა სპეცრაზმის წინ არავინ იდგა. ზოგ შემთხვევაში გააფრთხილეს მოქალაქეები, ზოგ შემთხვევაში – არა. გაუშვეს გაზიც. ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ჰყვებიან რომ სპეცრაზმელები აგინებენ მოქალაქეებს. პასუხად მოქალაქეებმა ფოიერფერკები გაუშვეს. პარლამენტის უკან ვითარება ერთი საათის წინ დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს […]

ზურაბიშვილი: მინდა მივმართო სამართალდამცავებს – არ აწიოთ ხელი ახალგაზრდა მოქალაქეებზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა გაავრცელა და პოლიციელებს მოუწოდა, არ აწიონ ხელი ახალგაზრდა მოქალაქეებზე, თავი შეიკავონ აგრესიისგან და საკუთარი მოვალეობა შეასრულონ. “მინდა მივმართო, პირველ რიგში, სამართალდამცავებს, ვიცი, საპატრულო პოლიცია ყველაფერს აკეთებს და მინდა ამისთვის მადლობა ვუთხრა. დანარჩენებს მინდა მოგმართოთ – არ აწიოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებსა და არც სხვებზე! თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით! […]