აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს და სპეცრაზმელების წინ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს

აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე, სპეცრაზმელების წინ რამდენიმე რიგად ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ახალგაზრდებმა ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს და საპოლიციო ძალების პირისპირ სწორედ ასე დგანან. სპეცდანიშნულების რაზმი პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე. ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირის მიმართულებით უკვე თავისუფლების მოედანზე განთავსებული სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა დაიძრა. ამავდროულად ისმის გაფრთხილება აქციის მონაწილეების დაშლის […]
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლისას რამდენიმე პირი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლისას რამდენიმე პირი დაშავდა. მათ სასწრაფო დახმარების მანქანებში სამედიცინო დახმარებას უწევენ. დაშავებულებს შორის არის “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რომელსაც სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ჯერ პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს და შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, უცნობია, თუ რამდენი პირია საერთო ჯამში დაშავებული.
სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიძრა – მომიტინგეების მიმართ ისმის გაფრთხილება, დაიშალონ

სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს მიმდებარედ იდგა, რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა. მათ უკან მოჰყვება წყლის ჭავლის და სახანძრო-სამაშველო მანქანა. ასევე, სპეცდანიშნულების რაზმი პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე. პარალელურად, საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირსა და 9 აპრილის ქუჩის კვეთაზე კორდონი გააკეთეს. ისმის გაფრთხილება აქციის დაშლის შესახებ.
აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. სამართალდამცველებმა დაპირისპირების დროს რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ფოტოგრაფი. დაპირისპირების დროს ერთი პირი შეუძლოდ გახდა. აქციის მონაწილეები ამ წუთებში რუსთაველის ქუჩისკენ მიემართებიან, რომელიც ნაწილობრივ გადაკეტილია.
“არ მიმართოთ დაშლის ძალადობრივ ხერხს!” – მოროშკინა

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა: ხომ ხედავთ, რომ ბავშვებს ურიგებენ აირწინაღებს??? ხომ იცით, რომ საკრალური მსხვერპლი ჭირდებათ? არ მიმართოთ დაშლის ძალადობრივ ხერხს!!!! გათენდეს და კანონით იმოქმედეთ. გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა!!!! ის ვიგინდარა, რომელიც ბავშვებს ურიგებს აირწინაღებს, ცალკე თემაა – ახლა ამის დრო არაა!!!! არასრულწლოვნების გადარჩენის დროა! ცნობისთვის, აირწინაღებს იმიტომ იყენებენ მოქალაქეები, რომ სპეცრაზმის გაშვებული გაზით არ დაიწამლონ და […]
ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის ელექტროენერგეტიკულ ქსელს 2025 წლის 8 თებერვალს დატოვებენ

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთის ელექტროენერგეტიკული ქსელიდან გათიშვისა და ევროპულ ქსელში გაწევრიანების თარიღი დაადგინეს. „2025 წლის 8 თებერვალს ბალტიისპირეთის ქვეყნების ენერგოსისტემები გათიშავენ კავშირს IPS/UPS სისტემასთან და დაიწყებენ თავიანთი ენერგოსისტემების მუშაობის ერთობლივ ტესტირებას ენერგეტიკული კუნძულის რეჟიმში. კონტინენტური ევროპის სიხშირესთან სინქრონიზაცია 9 თებერვალს მოხდება,“ – განაცხადა ესტონურმა ენერგოკომპანია Elering-მა. „ამჟამად ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ენერგოსისტემები მუშაობს IPS/UPS სისტემით, რომელშიც […]
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. პარალელურად, სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებს. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. თავის მხრივ, აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრიან.
პრეზიდენტი – გუშინდელი აქციის შემდეგ 43 ადამიანია დაკავებული, ჩვენ ისინი არ გვავიწყდება, მათი ბედი არის მნიშვნელოვანი – ვგრძნობ პირადად პასუხისმგებლობას

გუშინდელი აქციის შემდეგ 43 ადამიანი არის დაკავებული, ჩვენ ისინი არ გვავიწყდება, მათი ბედი არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აქციების დროს დაკავებული ადამიანების მდგომარეობა მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაა. „მინდა ვახსენო და ეს ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა, ჩემთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ 43 […]
აქციაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა – ის საავადმყოფოში გადაჰყავთ

აქციაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა. ტელეკომპანიის ცნობით, მას ფიზიკურად სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გაუსწორდნენ. არხის ცნობით, მარიამ გაფრინდაშვილს თავი აქვს გატეხილი, უჭირს სუნთქვა. ასევე, აღენიშნებოდა გონების დაკარგვის ეპიზოდი. მარიამ გაფრინდაშვილი რამდენიმე წუთის წინ, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბრიტანელი პროკურორი: რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებული ბულგარელი განიხილავდა ჟურნალისტ გროზევის მკვლელობას

ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ბულგარელი კაცი ტექსტური შეტყობინებებით განიხილავდა გამომძიებელი ჟურნალისტის, ხრისტო გროზევის მოტაცებას, ან მკვლელობას – განაცხადეს ბრიტანელმა პროკურორებმა ჯაშუშობაში ბრალდებულთა სასამართლო სხდომაზე. პროკურორ ელისონ მორგანის თქმით, გროზევს უთვალთვალებდა ბულგარელების ჯგუფი, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი, ჯგუფის ერთ-ერთი წევრს, ორლინ რუსევს კი ქსელის ხელმძღვანელად მიჩნეულ პირთან, ავსტრიელ იან მარსალეკთან ჰქონდა მიმოწერა გროზევის […]