„ევროპა ცეცხლის რკალში” – ჯოზეფ ბორელის წერილი

„ევროკავშირი არ შექმნილა როგორც თავდაცვითი ალიანსი, მაგრამ მას შეუძლია და უნდა გახდეს გლობალური უსაფრთხოების პარტნიორი“, – საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ეს სიტყვები ნათქვამია მისსავე ვრცელ წერილში, სადაც კომისარი განვლილი წლის გამოწვევებზე საუბრობს. რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში, საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში, მზარდი ესკალაცია აზიასა და პოლიტიკური დესტაბილიზაცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში […]

“საზოგადოება აპროტესტებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა. ეს არის ტყუილი” – ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის ელჩი მანამდე აცხადებდა, რომ შეჩერებული იყო ევროინტეგრაცია და მერე თქვა, რომ თურმე ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაცია, ეს არის ტყუილი, სიცრუე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოება აპროტესტებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, ვინაიდან ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა და ეს არის ტყუილი. „ჩვენ არ გვითქვამს, რომ აღარ ვაგრძელებთ […]

საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა – ანალინა ბერბოკი ხელისუფლებას მოსახლეობის მოსმენისკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა. ბერბოკი წერს, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყნისთვის ისტორიული შესაძლებლობაა და საქართველოს ხელისუფლებას მოსახლეობის მოსმენისკენ მოუწოდებს. “ათობით ათასი ადამიანი საქართველოში ევროპის გულს ქუჩებში დაატარებს და წყლის ჭავლის წინააღმდეგ ევროკავშირის დროშა აქვთ აღმართული. საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. მთავრობაზეა დამოკიდებული, მოუსმინოს საკუთარი ქვეყნის ხმას”, – […]

„საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია გმობს და ემიჯნება კონსულტაციის 78-ე მუხლის დარღვევას

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც ბიზნესგაერთიანების პოსტში ვკითხულობთ, ეს არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. „საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია გმობს და ემიჯნება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაშია კონსულტაციის 78-ე მუხლთან. ასევე გმობს ძალადობას, რომელიც არღვევს გამოხატვის და შეკრების ფუნდამენტურ უფლებებს“, – აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, […]

ის ადამიანები ვინც რუსთაველზე დგახართ რისთვის იბრძვით? თუ დამოუკიდებლობისთვის, მაშინ მთავრობის და თქვენი პოზიცია თანხვედრაშია, თუ მონობისთვის მაშინ სწორ ადგილზე დგახართ

ის ადამიანები ვინც რუსთაველზე დგახართ რისთვის იბრძვით? თუ დამოუკიდებლობისთვის, მაშინ მთავრობის და თქვენი პოზიცია თანხვედრაშია, თუ მონობისთვის მაშინ სწორ ადგილზე დგახართ ის ადამიანები ვინც რუსთაველზე დგახართ, რას ითხოვთ? რისთვის იბრძვით? დამოუკიდებლობისთვის თუ მონობისთვის? თუ დამოუკიდებლობისთვის მაშინ მთავრობის და თქვენი პოზიცია თანხვედრაშია, თუ მონობისთვის მაშინ სწორ ადგილზე დგახართ, უბრალოდ მიკვირს მონობის უღლის დადგმას ასეთი გულმოდგინებით რატომ […]

“გამოვიდა ეს სოციოპატი, პოლიტიკური ქილერი და თათარიახნი ტყუილი დაახეთქა”– ხუხაშვილი

მართალია კადრები არ უჩვენებია, მაგრამ შსს-მ ხომ თქვა, რომ 10 პოლიციელი დაშავდა და ერთი ამ დრომდე კლინიკაშიაო (ისიც არ უჩვენებია) მერე გამოვიდა ეს პრემიერად წოდებული სოციოპატი, პოლიტიკური ქილერი და თათარიახნი ტყუილი დაახეთქა – 50 პოლიციელია დაშავებული და ბევრს ქირურგიული ჩარევა დასჭირდაო. აი ამ ცრუპენტელა, ნამუსგარეცხილ პერსონაჟს ვინც რამედ აღიარებთ, არც ღირსება გაქვთ, არც კაცობა, არც […]

უფლებამოსილების გადაჭარბებას პოლიციელების მხრიდან სისტემური სახე არ ჰქონია – პრემიერი

არის სამწუხარო ინციდენტები, მაგრამ ხედავთ, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას, შეეძლოთ მისულიყვნენ პარლამენტის შენობის წინ, გაემართათ ჩვეულებრივი აქცია, დაეყენებინათ ტრიბუნა, მიკროფონი და გამოეხატათ საკუთარი აზრი, ამ შემთხვევაში არაფერი მოხდებოდა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უფლებამოსილების გადაჭარბებას პოლიციელების მხრიდან სისტემური სახე არ ჰქონია. […]

2008 წლამდე სამართლიანობა იყო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ხელწერის შტრიხი, დღეს განსხვავებული ვითარებაა – ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის სტრუქტურებში არის სერიოზული პრობლემები, ამ სამი წლის განმავლობაში მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ სტრუქტურებში, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 1949 წლიდან 2008 წლამდე სამართლიანობა იყო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ხელწერის შტრიხი, დღეს განსხვავებული ვითარებაა. „ჩვენთვის მთავარია ობიექტური შეფასებები, თუ […]

პრემიერი: ვნახეთ პოლიციის “ცალკეული ინციდენტები” და მომიტინგეების “სისტემური ძალადობა”

ირაკლი კობახიძე 29-30 ნოემბრის ღამის დარბევისას სამართალდამცველების “ცალკეულ ინციდენტებზე” საუბრობს და “სისტემურ ძალადობაში” ადანაშაულებს პროევროპული აქციის მონაწილეებს. მისი თქმით, “გამოძიება ორივე მიმართულებით წარიმართება”. 30 ნოემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა 29-30 ნოემბრის ღამის დემონსტრაციას, რომელიც პოლიციამ დაარბია. ირაკლი კობახიძემ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება “ცალკეულ” და “სამწუხარო” ინციდენტებად შეაფასა, დემონსტრაციის მონაწილეები კი “ბრუტალურ […]

“ყველა პოლიციელი, ვინც წყნარად წავა სამსახურში ნაბი@ვარია – ვინც ისევ ქოცებად რჩებით, იგივე ხართ თქვენც”– საბა ბრაჭველი

ერთი დეტალიც, რაც ახლა მითხრეს: როცა მესროლეს და მე თვალები დამეხუჭა და ჩავიკეცე, ამ დროს გდდ-ს სპეცრაზმიდან გამოვარდნილა ერთი რობოკოპი ჩემს გასათრევად. ანუ მარტო ტყვიის სროლა და დაზიანება კი არა, წაყვანაც უნდოდათ. ჩემს გვერდით ერთი ადამიანის გარდა არავის ვიცნობდი, მაგრამ ამ უცნობ ხალხს დავუცვივარ რობოკოპისგან, როგორც მანამდე, ჩიტაძეზე ვიცავდით სხვებს. ჰოდა ეს სოლიდარობა და ერთმანეთის […]