“ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის” – “პინეო”

ჩვენ, ექიმები და სამედიცინო პერსონალი წლებია ვდგავართ ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ჩვენს მიერ გადარჩენილია უამრავი სიცოცხლე, რაშიც გვეხმარება ევროპული განათლება და გამოცდილების გაზიარება. ჩვენი გზა მიდის ევროპისკენ. ეს გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ გამოცდილებას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს პაციენტების დახმარებას უახლესი მეთოდებით და მათ საბოლოო გამოჯანმრთელებას. ვთვლით, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების […]

გიორგი გახარია – ჩვენი გუნდის ათეულობით წარმომადგენელია უკანონოდ დაკავებული, ზოგს ჯერაც ვერ ვპოულობთ – სახალხო დამცველი არაფერს აკეთებს

დღეს საქართველოს სამარცხვინო სახალხო დამცველი ჰყავს, რამდენიმე საათი გავიდა და ოჯახები ეძებენ ასობით დაკარგულს, დაკავებულს და სხვადასხვა სამედიცინო უწყებაში მოხვედრილ ადამიანებს და სახალხო დამცველი სადარის არავინ არ ვიცით, – ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. გიორგი გახარია საპროტესტო აქციაზე დაზარალებულ ადამიანებს თანადგომას უცხადებს და საზოგადოებას მოუწოდებს გვერდში დაუდგნენ იმ ადამიანებს, რომლებიც […]

ირაკლი კობახიძე – 5 000 ადამიანი აპროტესტებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს – ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა, ეს არის ტყუილი!

5 000 ადამიანი აპროტესტებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს – ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა, ეს არის ტყუილი, რაც ევროკავშირის ელჩმა გაიმეორა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ განსაკუთრებული ძალისხმევით აგრძელებს ყველა ვალდებულების შესრულებას და „ზუსტად ეს არის ევროინტეგრაცია“. „ევროკავშირის ელჩი მანამდე აცხადებდა, რომ შეჩერებული იყო ევროინტეგრაცია […]

“საქართველოს მომავალი არის ევროპა” – გიორგი ჩაკვეტაძე

საქართველოს ნაკრებისა და “უოტფორდის” ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით “ინსტაგრამზე” განცხადება გაავრცელა. “ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან. უნდა შეწყდეს ძალადობა! საქართველოს მომავალი არის ევროპა! ეს გზა მოითხოვს ერთიანობასა და მშვიდობისადმი ერთგულებას! ქართველებო თქვენს გვერდით ვართ”, – წერს ჩაკვეტაძე “ინსტაგრამზე”.

ლევან იოსელიანი – ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ

მინდა, მოვუწოდო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რომ ეფექტურად გამოიძიოს ასეთი საქმეები – ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, სწორედ გამოძიების დაყოვნებამ გამოიწვია ის, რომ წინა აქციების და წინა წელს გამართული […]

ირაკლი კობახიძე – მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით ევროკავშირის სტრუქტურებში, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა – ეს არ შეშვენის ევროკავშირს

ევროკავშირის სტრუქტურებში არის სერიოზული პრობლემები, ამ სამი წლის განმავლობაში მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ სტრუქტურებში, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 1949 წლიდან – 2008 წლამდე სამართლიანობა იყო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ხელწერის შტრიხი, დღეს კი განსხვავებული ვითარებაა. „ჩვენთვის მთავარია ობიექტური შეფასებები, […]

ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს ალტერნატივა არ გააჩნია – საქართველოს ეჩი არგენტინაში

საქართველოს ელჩი არგენტინაში გურამ ხანდამიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც ევროინტეგრაციაში სწრაფი პროგრესის მნიშვნელობას განმარტავს, რაც, მისი აზრით, დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს. „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და კონსტიტუციის 78-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულება. ქართველ დიპლომატებს ნამდვილად დიდი წვლილი მიუძღვით ამ საკვანძო მიმართულებით წინსვლაში. ნათელია, რომ ჩვენთვის აღნიშნულ კურსს ალტერნატივა […]

“ჩაკვე” საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

“ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან,” – წერს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში. ძალადობა დაგმეს და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებმაც, გიორგი მამარდაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ბუდუ ზივზივაძემ. შეგახსენებთ, მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან […]

“საზოგადოება აპროტესტებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, ვინაიდან ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა და ეს არის ტყუილი” – ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის ელჩი მანამდე აცხადებდა, რომ შეჩერებული იყო ევროინტეგრაცია და მერე თქვა, რომ თურმე ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაცია, ეს არის ტყუილი, სიცრუე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოება აპროტესტებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, ვინაიდან ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა და ეს არის ტყუილი. „ჩვენ არ გვითქვამს, რომ აღარ ვაგრძელებთ […]

დმიტრო კულება: ბიძინა ივანიშვილი ვიქტორ იანუკოვიჩის სქემით თამაშობს

უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საქართველოში მიმდინარე მოვლენები უკრაინის უახლეს ისტორიას შეადარა. მისი სიტყვები „ევროპეისკა პრავდას“ მოჰყავს. „სამწუხაროდ ის, რასაც დღეს ვხედავთ საქართველოში, არის სწორედ უკრაინული სცენარი, მაგრამ სხვა ხალხისა“. მან დასძინა, რომ ამჟამად საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ თავის მცოცავ დათმობებს ნიღბავს დაპირებებით, რომ არ განმეორდება „უკრაინის სცენარი“ და ის გულისხმობს უკრაინაში რუსეთის […]