„თუ ისე დავზარალდებით და დავსახიჩრდებით, რომ გადაადგილება ვერ მოვახერხოთ, ალბათ ესენი უფრო ბედნიერები იქნებიან…“ – ინგა გრიგოლია

„რა თქმა უნდა, ეს არის სადამსჯელო ოპერაცია ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მათ უნდათ რომ ჩვენ გავქრეთ, უბრალოდ აღარ ვარსებობდეთ და სადაც წაიწევიან, ყველა ჟურნალისტს და ოპერატორს როგორ მდგომარეობაში აგდებენ ხომ ხედავთ,“ – ამის შესახებ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. გრიგოლია აქციაზე მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აქციის გაშუქების დროს დაშავებულ […]
“შეიძლება, რაღაც არ ვიცით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქარიშხალი გველოდება ეკონომიკაში” – ინტერვიუ (bm.ge)

გზების მშენებლობის სფეროში ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის – „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელის და გენერალური დირექტორის, ბიზნესმენ პაატა ტრაპაიძის აზრით, მმართველი პარტიის იძულება, დააბრუნოს საქართველო ევროპულ გზაზე, მხოლოდ ქართველი ხალხის ძალისხმევით უკვე შეუძლებელია. ასე უპასუხა მან BMG-ის კითხვას, რომელიც შეეხებოდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის საკითხი […]
ლევან იოსელიანის ინფორმაციით, თანამშრომლები, რომლებიც პარლამენტის პირველ სხდომაზე მის დასწრებას არ ეთანხმებიან, ომბუდსმენის აპარატში მუშაობას აგრძელებენ და მათთან კომუნიკაცია „კორექტული პოლემიკის ფარგლებს“ არ გასცდენია

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ომბუდსმენის აპარატის იმ თანამშრომელთა განცხადებას გამოეხმაურა, რომლებიც პარლამენტის პირველ სხდომაზე სახალხო დამცველის დასწრებას გაემიჯნნენ. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მას ჰქონდა აღნიშნულ თანამშრომლებთან კომუნიკაცია, ისინი აგრძელებენ თავის საქმიანობას და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ომბუდსმენსა და აპარატის თანამშრომელთა შორის კომუნიკაცია არ გასცდენია „კორექტული პოლემიკისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის ფარგლებს“. „ეს არის ჩვენი შიდა საკითხი, რა თქმა […]
კახა კალაძე – გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ ძალადობრივი მიტინგი, რაც გარე ძალებიდან მართული პროცესია – არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოში „ნაცმაიდანი“ მოაწყოს

დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 28-30 ნოემბერს გამართულ აქციებს „გარე ძალებიდან მართულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო თავისი ინსტიტუციებით ძალიან ძლიერია და არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოში „ნაცმაიდანი“ მოაწყოს. როგორც კალაძემ აღნიშნა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მიტინგით, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა იყოს. „ცხადია, საიდან იმართება ის, რაც […]
“იმათ უნდა გაძვრეთ სიქა და მოეტ&ნათ უჯიშო დედები… იმ ყ@ეთა ჯოგმა ეს უნდა დაინახოს” – ჯაფარიძე

მადლობა ყველას ვინც იბრძვით! ვიცი, რომ ბევრი რამე გვაკლია რაღაცეებს გზადაგზა ვისწავლით, მოვიფიქრებთ, გავაკეთებთ მაგრამ ახლა, ამ წუთას, ამ დღეებში, ჩვენი მთავარი ამოცანა – სიმტკიცის ჩვენებაა იმ ყ@ეთა ჯოგმა უნდა დაინახოს და დაიჯეროს, რომ ჩვენი გაჩერება შეუძლებელია, რაც არ უნდა გააკეთონ ახლა მათი მიზანია: ‘ქუჩაში გავდივარ და მერე რა?’ შეგვიცვალონ: ‘გავდივარ, მცემენ და მერე რა?’-თი […]
ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას აქვს პრაქტიკულად აღიარებული, რომ არავითარი გაყალბება არ მომხდარა – არცერთ დასკვნაში მტკიცებულებები არ დევს

თვითონ ოპოზიციას აქვს პრაქტიკულად აღიარებული, რომ არავითარი გაყალბება არ მომხდარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „გახარიას წარმომადგენელს აქვს ნათქვამი, რომ მათ მიიღეს 161 500 ხმა, „ლელოს” ლიდერს აქვს ნათქვამი, რომ მათ მიიღეს დაახლოებით 200 000 ხმა, ანუ რაც დაფიქსირდა ცესკოს შედეგებში“. „არცერთ დასკვნაში არავითარი მტკიცებულებები […]
მამუკა ხაზარაძე – რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი სამოქალაქო დაპირისპირებამდე და 90-იან წლებში დაბრუნებამდე! – ამის დაშვება არ შეიძლება, რადგან ქვეყანას დავკარგავთ

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე იმ ნაბიჯებს ასახელებს, რომელიც ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ოპოზიციამ უნდა გადადგას და აცხადებს, რომ „უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფოდ რეაგირებას და მყისიერ მოქმედებას საჭიროებს“. როგორც ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს, სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს არჩევნებში გამარჯვებული ოთხივე ოპოზიციური კოალიციის ყველა დეპუტატი და დააფუძნოს სახალხო პარლამენტი, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. „ქვეყანაში შექმნილი […]
Reuters – სირიის შეიარაღებული ძალები ამბოხებულების ალეპოში შესვლას ადასტურებს

სირიის შეიარაღებული ძალები ამბოხებულების ალეპოში შესვლას ადასტურებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სირიის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ტერორისტების დიდმა რაოდენობამ და საბრძოლო ფრონტების სიმრავლემ ჩვენ შეიარაღებულ ძალებს ხელახალი გადაჯგუფების ოპერაციის ჩატარება აიძულა, რომელიც მიზნად თავდაცვის ხაზების გაძლიერებასა და კონტრშეტევისთვის მომზადებას ისახავს“, – აცხადებს სირიის შეიარაღებული ძალები. სირიის შეიარაღებული ძალების ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ალეპოსა […]
ომბუდსმენი – დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია – ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას არ აქვს გამართლება და ეს არის დანაშაული – რეაგირება უნდა იყოს ინდივიდუალური. ადამიანების მიმართ, რომლებიც ინდივიდუალურად ახორციელებენ კანონდარღვევას, პოლიციამ ინდივიდუალურად უნდა იმოქმედოს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, აქცია რომც გასცდეს მშვიდობიან ფარგლებს, არანაირი გამართლება არ აქვს დაკავების დროს ძალადობას. […]
ირაკლი კობახიძე – სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩის განცხადებაში ვერ ვიხილე იმ სისტემური ძალადობის დაგმობა, რომელიც ჩვენ გუშინ და გუშინწინ ვნახეთ – მომხდარის დაგმობა ხელს შეუწყობდა სამომავლოდ ძალადობის პრევენციას

სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩის განცხადებაში ვერ ვიხილე იმ სისტემური ძალადობის დაგმობა, რომელიც გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მომხდარის დაგმობა ხელს შეუწყობდა სამომავლოდ ძალადობის პრევენციას. „რაც შეეხება ელჩის განცხადებას, სამწუხაროდ, ამ განცხადებაში ვერ ვიხილე იმ სისტემური ძალადობის დაგმობა, რომელიც ჩვენ გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ. ძალიან კარგი […]