საია: მოვითხოვთ, შეწყდეს ძალადობა, მოქალაქეების ცემა, გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებულები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები განცხადებას ავრცელებენ და “კატეგორიულად გმობენ იმ სისასტიკეს, რომელსაც არალეგიტიმური ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ახორციელებს”. საია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, დაუყოვნებლივ გამოუშვან უკანონოდ დაკავებულები, ჩატარდეს აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება. “საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, ქართველი ხალხის ურყევი ნებაა, რომ საქართველო გახდეს არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფო, არამედ […]

იოსელიანი: ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებული მოქალაქეები იზოლატორში მოინახულა და ამის შემდეგ განაცხადა, რომ “ეს არის სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს”. მან ამის შესახებ მედიასთან ისაუბრა. “13-ზე მეტი ადამიანი არის ამ წუთში იზოლატორში. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, ორის გარდა, უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანებმა […]

„ამ ფოტოს მერე მაინც, დუმილი რანაირად გამოგდით?“ – ნინი შერმადინი აქციაზე დაშავებული ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის კადრებს ავრცელებს

„მე ვიცნობ მარიამს, მე მადლიერი ვარ მისი… ნამდვილად გმირი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი… ჟურნალისტებს რომ არ გაეშუქებინათ თითოეული ჩვენი წარმატებული თუ წარუმატებელი ნაბიჯი ხომ არ გეცოდინებოდათ ჩვენი არსებობა? “ – ამის შესახებ მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში წერს და რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული, „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მარიამ გაფრინდაშვილის ფოტოს ავრცელებს. მისი თქმით […]

„გურამ როგავაზე თავდასხმის ვიდეოს ვერც ვაზიარებ, ისეთი საშინელებაა…“ – თიკა ფაცაცია

ტელეწამყვანი და მომღერალი, თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ადგილი ევროპაშია. მომღერალი სოციალურ ქსელში აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმასაც გამოეხმაურა: „საქართველოს ადგილი ევროპაშია. გურამ როგავაზე თავდასხმის ვიდეოს ვერც ვაზიარებ, ისეთი საშინელებაა. ასე გამეტებით და თან თავში დარტყმა რაში წერია” – წერს ფაცაცია.

საია – მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, მოქალაქეთა და მედიის წარმომადგენელთა მიზანმიმართული ცემა და დევნა – გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი და ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 33-ე საერთო კრების რეზოლუციას ასაჯაროებს და შსს მხრიდან დემონსტრანტების მიმართ გადადგმულ ნაბიჯებს სისასტიკედ აფასებს და დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც სამართლის უზენაესობის დაცვას უნდა ემსახურებოდნენ, სცემენ, სასტიკად უსწორდებიან და დევნიან მოქალაქეებს. „ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები, კატეგორიულად ვგმობთ იმ სისასტიკეს, რომელსაც არალეგიტიმური ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ […]

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური – საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი” ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი” ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას. მათი თქმით, აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს. „შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ,,ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებული იყო ყველა სახის […]

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან საპროტესტო აქცია დასრულდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან საპროტესტო აქცია დასრულდა. მოქალაქეების განცხადებით, ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მოაწყობენ და 18:00 საათზე ევროპის მოედანზე საპროტესტო აქციას განაახლებენ. მათივე შეფასებით, „ხელისუფლებაში “რუსული ოცნებაა”.

ეკა სეფაშვილი – ის ფაქტი, რომ საქართველო იქნება შუა დერეფანი ნიშნავს, რომ ევროკავშირს საქართველო არანაკლებ სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი

მსოფლიო წესრიგის დამყარების პროცესში, საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, ჩაერთოს გლობალურ თამაშში, როგორც სრულფასოვანი მოთამაშე, – ამის შესახებ მედიასთან საუბრისას პარლამენტის წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ „დერეფანი, რომელიც ევროკავშირს აკავშირებს ჩინეთთან, გადის საქართველოზე და სწორედ ამ გეოგრაფიული ტერიტორიის კონტროლი ყველა გლობალურ ძალას სურს“. მისივე თქმით, შუა დერეფანს, როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ ციფრულ, ენერგეტიკულ, […]

კახა კალაძე – აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია – გინდათ? – ჩვენ მზად ვართ! – გახსენით მოლაპარაკეები, მაგრამ შანტაჟი კატეგორიულად მიუღებელია

აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია,- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შეფასებებს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპული მომავალია და „საქართველოს ხელისუფლება არის ზუსტად ის, ვინც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე“. „აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში. რა თქმა […]

ადვოკატი – ნაცემი ადამიანების ნაწილი დროებითი მოთავსების იზოლატორებში ამ დრომდე არ შეუსახლებიათ – მათზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა და სამედიცინო დახმარება სჭირდებათ

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, ნაცემი ადამიანების ნაწილი დროებითი მოთავსების იზოლატორებში ამ დრომდე არ შეუსახლებიათ. როგორც ტყეშელაძე განმარტავს, იზოლატორებში სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შესაძლებელია, თუმცა, დაკავებულების ნაწილმა იქამდე ვერ მიაღწია. „ნაცემი ადამიანების ნაწილი იზოლატორებში ამ დრომდე შესახლებული არ არის, მათ სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, ვინაიდან მათზე ფიზიკურად იძალადეს. მათ სისხლის კვალი ტანის მიდამოებში, ასევე ტანსაცმელზე აღენიშნებათ. მე ვინც […]