კახა კალაძე – არანაირი ფასი არ აქვს ჰელსინკის თუ რაღაც კომისიის განცხადებებს, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე – არჩევნები ღიად, გამჭვირვალედ ჩატარდა

არანაირი ფასი არ აქვს ჰელსინკის თუ რაღაც კომისიის განცხადებებს – განცხადებებს, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, ფასი არ აქვს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოს ხელისუფლებისა და არჩევნების მიმართ ჰელსინკის კომისიის კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა. კალაძის თქმით, მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდა. „არჩევნების პერიოდშიც და […]
დიმიტრი ხუნდაძე – თუ არ დავფიქრდით, ასეთი ქცევით უკრაინის „ბილეთი“, მისამართით „მაედანი” შეგვრჩება ხელში და მისი ბოლო გაჩერება ფრონტის ხაზი იქნება

რთული საყურებელია, როდესაც რუსთაველის პროსპექტი თავის თავს არ ჰგავს და იქ ქართველები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ორმაგად რთული საყურებელია, როდესაც ეს უცხო ძალის ჩარევით ხდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე წერს. მისივე თქმით, ნურავინ იფიქრებს, რომ წუხანდელი ღამე ვინმეს არ აწუხებს, თუმცა ქვეყნის ბედი, ბრმად არავის უნდა ვანდოთ. „რთული საყურებელია, როდესაც რუსთაველის პროსპექტი […]
დიმიტრი ხუნდაძე – დესტრუქციული ძალების გააქტიურების მიუხედავად, რომ საქართველოში „მაიდანი“ შედგეს, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს, ყველა უკანონო ქმედება უმკაცრესად დაისჯება – მორჩილ საქართველოს ვერავინ იხილავს!

მიუხედავად დესტრუქციული ძალების გააქტიურებისა, რომ საქართველოში „მაიდანი“ შედგეს, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს! – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ყველა უკანონო ქმედება უმკაცრესად დაისჯება, ვინაიდან, ქაოსი ქვეყნის ინტერესებში არ შედის. ასევე, ხუნდაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს სიძლიერე კანონის უზენაესობასა და საზოგადოების პასუხისმგებლობაზე გადის, რისი გარანტი იქნება […]
ზაჰესის დასახლებაში N50 საბავშვო ბაღის აშენება 5.5 მლნ ლარი ჯდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან, კახა გულედანთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად, კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებარე შენობა დაათვალიერა. N50 საბავშვო ბაღი გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში შენდება. კახა კალაძის თქმით, ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი გასულ წლებში მისი მძიმე ავარიული მდგომარეობის გამო განხორციელდა. „უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოგვიწია ბავშვების სხვაგან გადაყვანა. განხორციელდა ძველი შენობის დემონტაჟი და ახლა ახალი პროექტი […]
ეთნიკური საბჭო: დაუშვებელია, სახელმწიფო ძალის ენით ელაპარაკებოდეს მოქალაქეებს!

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს განცხადებით, ისინი აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ ძალადობას გმობენ, და აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია, სახელმწიფო ძალის ენით მოქალაქეებს ელაპარაკებოდეს. ასევე, ეთნიკური საბჭოს ცნობით, წევრები საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში საფრთხეს ხედავენ. “სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური საბჭო (საბჭოს წევრები), უპირველეს ყოვლისა, ვგმობთ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას, – დაუშვებელია, სახელმწიფო ძალის ენით ელაპარაკებოდეს […]
„თავისუფლება“ – ანგელა მერკელმა მემუარები გამოაქვეყნა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა მემუარები გამოაქვეყნა. პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყანას სათავეში 16 წლის განმავლობაში ედგა და პირველი ქალი, რომელმაც გერმანიის კანცლერის პოსტი დაიკავა, ბავშვობასა და თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს იხსენებს. ანგელა მერკელის მმართველობას სტაბილურობით გამოარჩევენ, თუმცა ამავდროულად, გერმანიის რუსულ გაზზე დამოკიდებულებასა და ინოვაციების ნაკლებობაში ადანაშაულებენ. გერმანიის ყოფილი კანცლერი მსოფლიოს ლიდერებთან შეხვედრებზე, საინტერესო საუბრებსა და მისი კანცლერობის […]
„ხილული დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ მიღებული,” – ომბუდსმენმა დაკავებული აქციის მონაწილეები მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა დიღომში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული აქციის მონაწილეები მოინახულა. სახალხო დამცველის განცხადებით 15-მდე დაკავებულიდან 2-ის გარდა, ყველა აცხადებს, რომ დაკავებისას საშინელ ფიზიკურ ზეწოლას დაექვემდებარა. „ხილული დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ მიღებული, თუმცა, ზოგიერთის თქმით, სხეულის სხვა ადგილებიც აქვთ დაშავებული. ერთ-ერთ დაკავებულს მთელი სახე სისხლნაჟღენთებით ჰქონდა სავსე. რაც ვნახე, არის სიმხეცე, რომელსაც გამართლება […]
ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა, საქართველოს მოლაპარაკებები გაუხსნან, თუ ეს დღის წესრიგში დგას – არავინ ამბობს უარს ამაზე – კალაძე

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები სიცრუეა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა, საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაუხსნას. „ჩვენ ორი დღის განმავლობაში, ვისმენდით ცრუ განცხადებებს, თითქოს, საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ […]
თუ არ იქნება ინიცირებული ძალადობა, არავითარ ძალადობას არ ექნება ადგილი – პრემიერი კობახიძე

როცა საქმე ეხება ძალადობას, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, პარალელურ რეჟიმში, მათ შორის დროში წარიმართება გამოძიებები ორივე მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ მოხდება რეაგირება ჟურნალისტების ცემის კადრებთან დაკავშირებით. „აქაც არის საჯარო ყველაფრის გამოვლენა და კიდევ ერთხელ, ერთი რამ არის მთავარი, მთავარია […]
საია – აქციის მონაწილეებს სამოქალაქო პოზიციის გამო უსწორდებიან

ორი ღამის განმავლობაში თბილისში პოლიციისა და განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებიან. ძალოვანი უწყებების მხრიდან, გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენების თაობაზე საუბრობენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ შსს-ს წარმომადგენლები ლეგიტიმური პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ერთმანეთის პარალელურად და სიცოცხლისთვის საშიში პრაქტიკით, იყენებენ აქტიურ სპეციალურ საშუალებებს, როგორიც არის წყლის ჭავლი, […]