28 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისას დაკავებული ორი პირი მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ერთს 4-დღიანი, მეორეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

28 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული 2 პირი მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ჩაგუნავას გადაწყვეტილებით დაკავებულ გიორგი წაქაძეს 5-დღიანი პატიმრობა, ზურაბ წიკლაურს კი 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, 28-29 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში, 150 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით […]
ბერბოკი: საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მოუსმენს თუ არა თავისი ქვეყნის ხმას

საქართველოში ათიათასობით ადამიანი ევროპის გულს თბილისის ქუჩებში ატარებს და წყლის ჭავლის წინააღმდეგ ევროკავშირის დროშა უჭირავს. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მოუსმენს თუ არა თავისი ქვეყნის ხმას.
სამედიცინო ასოციაციები: მიუღებელია მშვიდობიან დემონსტრანტებზე ფიზიკური ძალადობა

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრების განცხადებით, მათთვის მშვიდობიან დემონსტრანტებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა მიუღებელია. ასოციაციის წევრები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი ევროინტეგრაციაა, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლშია ასახული. ასევე, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრების ცნობით, ქართულმა ოცნებამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა შეაჩეროს. “სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში […]
“ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს” – “მაგთიკომი”

კომპანია “მაგთიკომი” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და პროდასავლურ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხზე ძალადობას გმობს. “მაგთიკომი კატეგორიულად გმობს საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად შეკრებილი ხალხის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და რჩება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგული. ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს მომავალი ევროპაშია!” – წერს “მაგთიკომი”.
აქციების დროს სამართალდამცავების ქმედება სერიოზულად არღვევს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას – ეუთო/ოდირი

“საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავების ქმედება ღრმა შეშფოთებას იწვევს და სერიოზულად არღვევს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას” – ამის შესახებ განცხადებას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) ავრცელებს., რითაც 28-30 ნოემბრის აქციების დროს, აქტივისტების წინააღმდეგ, პოლიციის მიერ წიწაკის სპრეისა და ხელკეტების გამოყენებას ეხმიანება. ორგანიზაცია განმარტავს, რომ წევრი სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს […]
ევროპარლამენტი საქართველოს განმეორებითი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი საქართველოს განმეორებითი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. შესაბამის განცხადებას ევროპული საკანონმდებლო ორგანო ავრცელებს. “მნიშვნელოვანი დარღვევების გამო, ევროპარლამენტარები არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მოუწოდებს საქართველოს, ხელახალი კენჭის ყრა ერთი წლის ვადაში ჩაატაროს. ევროპარლამენტარები გმობენ არაერთ სერიოზულ ელექტორალურ დარღვევას, მათ შორის ამომრჩეველთა დაშინების, შედეგების მანიპულაციის, საერთაშორისო დამკვირვებელთა საქმიანობაში ჩარევისა და საარჩევნო მოწყობილობების მანიპულაციების დადასტურებულ ფაქტებს”, – ვკითხულობთ […]
ლევან კოჭლოშვილი – საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ამ ორი დღის განმავლობაში გამართულ აქციას შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ ერთი სიტყვა – ვანდალიზმი

წარმოუდგენელი ძალადობაა მართლწესრიგის დამცველ პოლიციელს ესროდე პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს,“ ქვებს, ბოთლებს. უსაზღვრო უტიფრობაა ოკუპანტთან მებრძოლ პოლიციელს მოღალატეს და რუსს ეძახოდნენ პოლიტიკურად ის გაკოტრებული პოლიტიკოსები, რომლებსაც არა თუ არ უბრძოლიათ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ, ერთი საათიც კი არ ჩასულან ომში დაზარალებულ მოსახლეობასთან და ქვეყნიდან გაქცევაში ერთმანეთს ასწრებდნენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი […]
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – პროტესტის გამომხატველთა ქმედებები, არაერთხელ გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში – ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ მათ, პროტესტი კანონით დასაშვებ ფარგლებში გამოხატონ

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აქციის მონაწილეთა დესტრუქციული ქმედებები, საფრთხეს უქმნიდა როგორც პროტესტის მონაწილეთა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, პროტესტის გამომხატველთა ქმედებები, არაერთხელ გასცდა შეკრება-მანიფესტაციის კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში. „გვსურს საზოგადოებას, კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია, ბოლო დღეებში, […]
დავით სოლომონია – ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდებში დავით სოლომონიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიპლომატის და, ნინო სოლომონია, ავრცელებს და დიპლომატის მიერ ხელმოწერილ გადადგომის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. დავით სოლომონიას მიერ ხელმოწერილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის გმობს ძალადობას და ტოვებს თანამდებობას. „საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხზე მუშაობას. […]
ჰელსინკის კომისიის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს – კახა კალაძე

ჰელსინკის კომისიის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს – კახა კალაძე „არც ერთ განცხადებას, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი ფასი არ აქვს“, – განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად. „ჰელსინკის კომისიის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ არჩევნების წინ მოვისმინეთ, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ. არც ერთ განცხადებას, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი ფასი […]