დაპატიმრებულია მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, ფიზიკურად გაუსწორდნენ დასის სხვა წევრებს – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი

„დაპატიმრებულია ჩვენი თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი,” – ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი იუწყება. თეატრის მენეჯმენტის განმარტებით, ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ დასის სხვა წევრებს და უამრავ ახალგაზრდას, რომელიც ასევე ჩვენი უცვლელი მაყურებელია. “თეატრის უმთავრესი დანიშნულებაა, ზუსტად გრძნობდეს საკუთარი ქვეყნის პულსაციას და იდგეს თავისი მაყურებლის გვერდით, თეატრის კედლებში და მის გარეთ. ვისთვისაც ჩვენ ვშრომობთ, ის ხალხი […]
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა – მედია

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა, დავით სოლომონიამ თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა – ამის შესახებ “tv პირველი” იუწყება. მედიასაშუალება თავის მოპოვებულ წერილზე დაყრდნობით წერს, რომ , ყოფილი ელჩი გმობს ნებისმიერ ძალადობას და ტოვება ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას. “საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას. დიდი ბედნიერებაა, […]
სირიისა და რუსეთის საავიაციო ძალებმა მეამბოხეთა პოზიციები დაბომბეს ალეპოში

30 ნოემბერს რუსეთისა და სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა ალეპოს რაიონში დარტყმები განახორციელეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმთან მებრძოლი ანტისამთავრობო ძალების პოზიციებზე. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება სირიის ორ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობაში აღნიშნულია, რომ დაბომბვა ასევე შეეხო სხვა ქალაქებსა და პატარა დასახლებებს, რომელთა დაკავება მოახერხეს ასადის მოწინააღმდეგეებმა 27 ნოემბრის შემდეგ მოულოდნელი შეტევის დროს. გარდა ამისა, Reuters-ი […]
„რაც ვნახე, სიმხეცეა“ — იოსელიანის თქმით, მომიტინგეებს დაზიანებები აღენიშნებათ

სახალხო დამცველმა დიღომში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული აქციის მონაწილეები მოინახულა. ლევან იოსელიანის განცხადებით, დიღმის იზოლატორში მყოფი 15-მდე დაკავებულიდან ყველა, ორის გარდა, აცხადებს, რომ დაკავებისას საშინელ ფიზიკურ ზეწოლას დაექვემდებარა. „ხილული დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ მიღებული, თუმცა, ზოგიერთის თქმით, სხეულის სხვა ადგილებიც აქვთ დაშავებული. ერთ-ერთ დაკავებულს მთელი სახე სისხლნაჟღენთებით ჰქონდა სავსე. რაც ვნახე, არის სიმხეცე, […]
ალექსანდრე დალაქიშვილი – ხარობენ რადიკალური ჯგუფები და ქვეყნის მტერი ე.წ. ოპოზიცია – მათი სცენარი უფრო რადიკალურია ვიდრე ახლა ჩანს

დღეს, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად ხარობენ რადიკალური ჯგუფები და ქვეყნის მტერი ე.წ. ოპოზიცია, რომლებიც ქართული სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე მდგომი ქართული პოლიციის (მათი ოჯახის – დედის, დის, მეუღლის და შვილების) შეურაცხყოფის და გინების ხარჯზე – პროვოცირებით ცდილობენ მიიღონ ემოციური სურათი, რითაც ჩვენი საზოგადოების სენსიტიურ ქართულ, ღირსეულ ბუნებაზე იმოქმედონ. მათი სცენარი კიდევ უფრო რადიკალურია ვიდრე ახლა ჩანს, – […]
თელავში საპროტესტო აქცია იმართება

თელავში, მერიის მიმდებარედ მესამეა დღეა აქცია იმართება. ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეჩერებას და დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება არალეგიტიმურია და არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს. მათივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსულ წესებით მოქმედებს, ძალადობს საკუთარ მოქალაქეებს და უარს ამბობს ევროპულ მომავალზე. აქციის მონაწილეები შეძახილებით პერიოდულად მსვლელობას აწყობენ […]
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა მოსამართლის სახლთან სიმბოლურად შეჩერდნენ და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა უმოქმედობაში დაადანაშაულეს. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სარჩელთან დაკავშირებით. მოქალაქეების თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და საპარლამენტო არჩევნები არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. მოსამართლის სახლთან სამართალდამცავები რჩებიან, რაც […]
საქართველოს ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება

საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება. აღნიშნულის შესახებ ისინი საჯარო განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ხელს ამ ეტაპზე 176 თანამშრომელი აწერს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღება არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას – გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. „საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ევროკავშირთან ასოცირების […]
„სოლიდარობა კოლეგებს, არა ძალადობას“ – ამ მოწოდებით ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

„სოლიდარობა კოლეგებს, არა ძალადობას“ – ამ მოწოდებით ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებს ხელში ეჭირათ სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ნაცემი ჟურნალისტის ფოტოები. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ყველა მოძალადე და ჯალათი სათანადოდ დაისჯება. „სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაშავდნენ ამ ძალადობრივი რეჟიმის ე.წ. სამართალდამცავების მხრიდან. ასევე, სოლიდარობას ვუცხადებ თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც […]
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი – საქართველოში საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ვგმობთ

ოდირი საქართველოში საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას გმობს, – ამის შესახებ განცხადებას ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ოდირი) ავრცელებს. „საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავების ქმედებები ღრმად შემაშფოთებელია და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში. ოდირი აღნიშნავს, რომ თბილისში საპროტესტო აქციების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი, წიწაკის […]