“მოდი რა გაჩუმდი! ცოტა ხანი გაჩუმდი!”- ნათია მეზვრიშვილი მიხეილ სააკაშვილს

გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზირიშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს “მოდი რა გაჩუმდი ! ცოტა ხანი გ ა ჩ უ მ დ ი! და ახლა აქ არ გაბედოთ “რა დროს სააკაშვილია-თი” შემოვარდნა.”- წერს ნათია მეზრიშვილი. ნახეთ:
ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ „წყლის ჭავლში, შესაძლოა, რაღაც იყო გარეული“

შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე არ უარყოფს, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, წყლის გარდა, იყო კიდევ გარეული სხვა ნივთიერებაც. რადიო თავისუფლების კითხვაზე, კონკრეტულად რა სპეციალური საშუალებები გამოიყენა პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ და რა იყო გარეული წყლის ჭავლში, ალექსანდრე დარახველიძის პასუხი იყო, რომ: „საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში იყოს გარეული […]
აქციის მონაწილეები „საქართველოს პირველი არხის“ მენეჯმენტის გადადგომას ითხოვენ

“საქართველოს პირველ არხთან” მიმდინარე აქციის მონაწილეები ტელეკომპანიის მენეჯმენტის გადადგომას ითხოვენ. მათ აქციის მონაწილეებთან მისულ გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილსა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ვასილ მაღლაფერიძეს პირადად მიმართეს და დაუსვეს კითხვა, რომელ მხარეს დგანან და ვის ემსახურებიან. მომიტინგეების თქმით, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი აკეთებს, მონობაა. მათი მოთხოვნაა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, მათ შორის აქციები, “პირველი არხის” პირდაპირ […]
სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა პრეზიდენტს აქციაზე დაკავებულთა ფიზიკური მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აპარატის მიერ ბოლო დღეებში გაწეული საქმიანობა გააცნო.
“გადადექით დღესვე” – “შეურაცხყოფის მსხვერპლი ვარ” – რა ხდება პირველ არხთან

საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან – ადამიანები, რომლებიც ე.წ. ხელისუფლების მხრიდან საგარეო კურსის შეცვლას აპროტესტებენ ამ წუთებში კოსტავას 68-სთან არიან შეკრებილები და მაუწყებლის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, აიღონ პასუხისმგებლობა და დატოვონ თანამდებობები იმ სარედაქციო პოლიტიკის გამო, რომელსაც ეწევიან. ადგილზე იმყოფებიან თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძეც, რომლებიც მათი კოლეგების, ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლების კრიტიკასა და მოთხოვნას ისმენენ. აქციის მონაწილეები […]
“თქვენი უსისხლო დედას შევე@ი არაადამიანებო” – გიორგი კოხრეიძე

ფეხბურთელი, გიორგი კოხრეიძე: თქვენი უსისხლო დედას შევე@ი არაადამიანებო. ქართველ ხალხს უფრო ამზარებთ ესე და არავინ შეგარჩენთ ამ დღეებს. საქართველო მაინც გაიმარჯვებს, ქართველებო, თქვენ გენაცვალეთ.
“ვგმობ ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდებში საქართველოს ელჩის თანამდებობას” – დავით სოლომონია

ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა, დავით სოლომონიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას და განცხადებას ელჩის და, ნინო სოლომონია სოციალურ ქსელში ავრცელებს “საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას. დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი პროფესიული ვალდებულებები შენს ცხოვრებისეულ არჩევანს ემთხვევა. მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს, ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო […]
“დაპატიმრებულია ჩვენი თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი” – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი სპექტაკლებს აჩერებს

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი სპექტაკლებს აჩერებს. ინფორმაცია ამის შესახებ თეატრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. – დაპატიმრებულია ჩვენი თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ დასის სხვა წევრებს და უამრავ ახალგაზრდას, რომელიც ასევე ჩვენი უცვლელი მაყურებელია. თეატრის უმთავრესი დანიშნულებაა, ზუსტად გრძნობდეს საკუთარი ქვეყნის პულსაციას და იდგეს თავისი მაყურებლის გვერდით, თეატრის კედლებში და მის გარეთ ვისთვისაც ჩვენ […]
28 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისას დაკავებული ორი პირი მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ერთს 4-დღიანი, მეორეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

28 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული 2 პირი მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ჩაგუნავას გადაწყვეტილებით დაკავებულ გიორგი წაქაძეს 5-დღიანი პატიმრობა, ზურაბ წიკლაურს კი 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, 28-29 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში, 150 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით […]
„საზოგადოებრივი მატყუარა“, „ამხილე რეჟიმი“ – ამ მოწოდებებით საქართველოს პირველი არხის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„საზოგადოებრივი მატყუარა“, „ამხილე რეჟიმი“ – ამ მოწოდებებით საქართველოს პირველი არხის შენობასთან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა თქმით, მაუწყებელს, რომელიც გადასახადის გადამხდელთა ფულით ფინანსდება, ხელისუფლება პროპაგანდის ერთ-ერთ მექანიზმად იყენებს. მათივე შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ბოლო დღეებში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს არასრულად აშუქებს. „ჩვენ ვხედავთ თუ რა პროპაგანდით ებრძვის მედია საზოგადოებას და ამის სათავეში […]