ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

ქუთაისის მერიასთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე შეაჩეროს, სხვადასხვა თაობის და პროფესიის ადამიანები აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, „საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია და ქვეყნის გარუსებას არავინ შეეგუება“. ამ დროისთვის ქუთაისის მერიასთან, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება

თბილისის მერიის 130-მდე თანამშრომელი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ისინი განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან. „ჩვენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს. ჩვენი მოსაზრებით, […]
ლევან იოსელიანი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 30 ნოემბერს ომბუდსმენი ლევან იოსელიანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, იოსელიანმა პრეზიდენტს აქციაზე დაკავებულების ფიზიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აპარატის მიერ ბოლო დღეებში გაწეული საქმიანობა გააცნო.
პირდაპირი ეთერის მოთხოვნით პირველ არხთან აქცია იმართება

პროევროპული პროტესტის მონაწილეების ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან პირდაპირი ეთერი მოთხოვნით აქციას მართავს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პროტესტის არაობიექტურ გაშუქებას და ითხოვენ პირდაპირ ეთერს ნინო ზაუტაშვილის წამყვანობით. აქციის მონაწილეებთან გამოვიდნენ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე და არხის გენერალური დირექტორი თინა ბერძენიშვილი. ბერძენიშვილი ამბობს, რომ განიხილავს მათ მოთხოვნებს და დაგეგმავს ეთერს. „ვასილ ვასილ მაღლაფერიძე ჩემი მასწავლებელი […]
ევროინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს – მაგთიკომი ხელისუფლების განაცხადს ემიჯნება

მაგთიკომი კატეგორიულად გმობს საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად შეკრებილი ხალხის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და რჩება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგული. “ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს მომავალი ევროპაშია!” – წერს მაგთოკომი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან […]
„ევროპელი ინვესტორები ადგებიან და უკან წაიღებენ ინვესტიციებს, ისედაც ბოლო წვეთამდე იყვნენ მისული“ – ირაკლი როსტომაშვილი

„ევროპელი ინვესტორები ადგებიან და უკან წაიღებენ ინვესტიციებს, ისედაც ბოლო წვეთამდე იყვნენ მისული“, – ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „არსის“ დამფუძნებელმა ირაკლი როსტომაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების შეახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, ევროკავშირზე პირდაპირ უარის თქმას ნიშნავს. „მთავრობის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ძალიან ბევრი ჩემი გეგმა ყირაზე დადგა […]
“საზოგადოებრივი მატყუარა“, „ამხილე რეჟიმი“ – “პირველი არხის” შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მატყუარა“, „ამხილე რეჟიმი“ – ამ მოწოდებებით საქართველოს პირველი არხის შენობასთან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, აიღონ პასუხისმგებლობა და დატოვონ თანამდებობები იმ სარედაქციო პოლიტიკის გამო, რომელსაც ეწევიან. ადგილზე იმყოფებიან თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძეც. მათი თქმით, მაუწყებელს, რომელიც გადასახადის გადამხდელთა ფულით ფინანსდება, ხელისუფლება პროპაგანდის ერთ-ერთ მექანიზმად […]
არაკაცობას გამართლება არ აქვს! – ბიზნესმენი აქციის დარბევაზე

“არაკაცობას გამართლება არ აქვს! წაქცეულის ცემა, ვინც არ უნდა იყოს, არცერთ კანონში არ ჯდება! საქართველო ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყო, არის და იქნება” – ასე აფასებს ბიზნესმენი, კომპანია “ჯი პი სის” გენერალური დირექტორი, დავით კილაძე 29-30 ნოემბრის აქციებს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლებს. აღნიშნულ თემაზე საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა ბიზნესმენმა ირაკლი როსტომაშვილმაც. “ევროპელი ინვესტორი აქ შემოსვლას რომ ფიქრობს, […]
საზმაუსთან შეკრებილები პირდაპირ ეთერსა და დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება ხალხის ინტერესებს და სათანადოდ არ აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის კიბეებზე გამოვიდნენ. გადადგომის მოთხოვნა მათ ხმის გამაძლიერებლით გააცნო ჟურნალისტმა […]
გორში გაიმართა მედიის მხარდასაჭერი აქცია

მათ ხელში ეკავათ თბილისში საპროტესტო აქციების დროს დაშავებული ჟურნალისტების ფოტოები. ისინი გმობენ ძალადობას, რომელიც კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ ხორციელდება ამ დღეებში. “მივმართე პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლებს, ისინი ახლა სპეცრაზმელებზე უფრო სასტიკად უსწორდებიან კოლეგებს, რადგან სწორედ ისინი აძლიერებენ ახლა ამ ჯგუფებს. მათი დუმილია ახლა საგანგაშო და რეჟიმის გაძლიერება”, – ამბობს “ფორმულის” ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი. “შემთხვევითი არ არის […]