დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს

თბილისის გარდა, საპროტესტო აქციები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში იმართება – დაგეგმილია აქცია ყვარელსა და გურჯაანში. მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ. ქუთაისში მოქალაქეები მერიასთან არიან შეკრებილები, გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი. ზუგდიდში კი, საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. საპროტესტო აქცია ბათუმში რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. გუშინ მოქალაქეები აჭარის უმაღლეს საბჭოსთან […]

ევროპარლამენტარი – ევროკავშირმა გაბედულად უნდა იმოქმედოს – სანქციები ახლავე “ქართული ოცნების” ოფიციალური პირების წინააღმდეგ, არავითარი წყალობა ტირანებს!

ევროკავშირმა გაბედულად უნდა იმოქმედოს – სანქციები ახლავე “ქართული ოცნების” ოფიციალური პირების წინააღმდეგ, არავითარი წყალობა ტირანებს! – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “საქართველო მაიდანის თავის მომენტში ცხოვრობს: დემონსტრანტები ნაცემები არიან, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლები მიშვებულია მაშინ, როდესაც რეჟიმი ერს რუსეთისკენ მიათრევს. ევროკავშირმა გაბედულად უნდა იმოქმედოს – სანქციები ახლავე “ქართული ოცნების” ოფიციალური […]

„დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ – 28-29 ნოემბერს, რუსთაველზე გამართულ აქციებზე ფიზიკურად 33 ჟურნალისტს გაუსწორდნენ

„დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ 29-30 ნოემბრის აქციაზე, გვიან ღამით, განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მიაჩნია, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ნორმად აქცია მრავალათასიანი მშვიდობიანი მომიტინგეების მისამართით არაპროპორციული ძალის გამოყენება, თავდასხმისა და განსაკუთრებული სისასტიკით დაკავების ფაქტები. ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ხელისუფლების ქმედებებს „მწვავე რეპრესიულ პოლიტიკას“ უწოდებს და „ქართულ ოცნებას“ შეკრებისა და გამოხატვის უფლების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. მათივე ცნობით, აქციის მონაწილეების გარდა, […]

შეთანხმება შედგა, – საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქალაქეებს ეთერს დღეს, 20:00 საათზე დაუთმობს

შეთანხმება შედგა, – საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქალაქეებს ეთერს დღეს, 20:00 საათზე დაუთმობს. ამ მოთხოვნით საზოგადოებრივ მაუწყებელთან დღეს აქცია გაიმართა. გადაწყდა, რომ “საზმაუ” მოქალაქეებისთვის საეთერო დროს გამოყოფს. ეს იქნება ნინო ზაუტაშვილის გადაცემა ”რეალურ სივრცეში” 20 საათზე.

საშინელი სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა, ამას გამართლება ვერ ექნება – მდინარაძე

არ შეიძლება არ დავგმო ის ძალადობა, რომელიც სხვადასხვა მხრიდან მომდინარეობს. მართლაც საშინელი სანახავია, ძალიან მძიმე სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა ძირს წაქცეული ადამიანისთვის და ამას გამართლება ვერაფრით და ვერანაირ სიტუაციაში ვერ ექნება, მაგრამ ამავე დროს, ოდნავ ობიექტურობა თუ ვინმე გვინდა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ძალადობის ინიციატორი არის არა ერთი, ორი, ხუთი ან ათი, არამედ რამდენიმე ასეული […]

დაპირისპირება ხელოვნურად ღვივდებოდა სამი წლის განმავლობაში და არის მთლიანად გარედან თავსმოხვეული, უცხოეთიდან დაფინანსებული – პრემიერი

ეს ძალადობა, რაც ვიხილეთ გუშინ და გუშინწინ, არ მოხდებოდა, რომ არა გარე ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ქართველი ხალხი ხედავს, რომ გარედან ვიღაცას სურს, ხელოვნურად გახლიჩოს საზოგადოება. “გაყალბებასთან დაკავშირებით არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად, რასაც ვხედავთ, გუშინდელი და გუშინწინდელი აქციები არის ამის გაგრძელება. […]

“პოლიციის დატროლვა ვისწავლეთ” – ბათუმის ქუჩებში 4 საათზე მეტია მიტინგებია

ეს არ არის პროტესტი, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. არავის ეგონოს, რომ ჩვენ ვაპროტესტებთ რაღაცას, არა, მეგობრებო, ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი საქართველოსთვის. მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე. გუშინ როგორც გავაკეთეთ, ჩვენც ვისწავლეთ პოლიციელების დატროლვა, ვეუბნებით, მივდივართ აქ, მაგრამ მივდივართ სხვაგან. გუშინ15 წუთში მოაბილიზეს მთელი აჭარის რობოკოპები და დარჩათ მობილიზებულები. დღესაც მოაბილიზებენ და დარჩებათ დაყუდებული. კითხვა რად უნდა, […]

“თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს” – ოზურგეთში აქცია მიმდინარეობს

ქალაქ ოზურგეთის პოლიციის შენობის წინ მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ გუშინ, ბათუმის აქციაზე დაკავებულების გაათავისუფლებას. როგორც ცნობილია, დაკავებულებებიდან რამდენიმე ადამიანი ოზურგეთში გადმოიყვანეს.

ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისის მერიასთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე შეაჩეროს, სხვადასხვა თაობის და პროფესიის ადამიანები აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, „საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია და ქვეყნის გარუსებას არავინ შეეგუება“.

ლევან იოსელიანი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 30 ნოემბერს ომბუდსმენი ლევან იოსელიანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, იოსელიანმა პრეზიდენტს აქციაზე დაკავებულების ფიზიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აპარატის მიერ ბოლო დღეებში გაწეული საქმიანობა გააცნო.