“ზედმეტ იმედებს ნუ დაამყარებთ სპორტსმენებსა და სატელევიზიო ვარსკვლავებზე”– ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე: მეგობრებო, ზედმეტ იმედებს ნუ დაამყარებთ სპორტსმენებსა და სატელევიზიო ვარსკვლავებზე. აკეთონ თავიანთი საქმე, არც მათი ყალბი სოლიდარობა გვჭირდება, არც მათი დეპუტატობა … თავი დაანებონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმეებს. არ შეუძლიათ! ვერ გრძნობენ! ვერ აცნობიერებენ! ხან ფარისევლობა გამოსდით, ხან მათი გულწრფელობის დაჯერებაა ძნელი… მიხედეთ საქმეს, აკეთეთ თქვენი საქმე პატიოსნად! ვინც ტელევიზორში გამოჩნდება, ყველამ ყველაფერზე ენა არ […]

“ვემშვიდობები საგარეოს” – იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობას ტოვებს

იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ვეკუა თანამდებობას ტოვებს: “როგორ ეწერა სენიორ პესოას? – არიდებულ ბრძოლათა ნაიარევებზე… ყველას გვაქვს ასეთი. მე – ძალიან ბევრი. რაღაც დროს ნამდვილის ჯერიც დგება და ადამიანები ერთმანეთის ძებნას ვიწყებთ, ერთმანეთს ვამხნევებთ. ახლაც ის დროა და მეც ჩემს ფიქრებს გიზიარებთ, მეგობრებს, კოლეგებს, ვინც თვლით, რომ მართალი ვარ და ვინც თვლით, რომ […]

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ოცნების პოლიტიკას ემიჯნებიან

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ქართული ოცნების პოლიტიკას ემიჯნებიან. განცხადებას, რომელსაც 60-მდე თანამშრომელი აწერს, პირდაპირ წერია, რომ: “2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შეჩერება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან” სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც მრავალი წელი ვემსახურებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებას და ჩვენი ყოველდღიური შრომა […]

ეუთო/ოდირი: ვგმობთ საქართველოში საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების დროს სამართალდამცავების ქმედების გამო და მიაჩნია, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ხელკეტების გამოყენება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას არღვევს“. განცხადებაში წერია, რომ სამართალდამცველები არაპროპორციულ ძალას იყენებენ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, მშვიდობიანი შეკრების უფლება კი არის თავისუფლება, რომელიც ყველა დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია […]

ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და “უოტფორდის” ფრე “ქუინზ პარკთან” [VIDEO]

ჩემპიონშიფის მეთვრამეტე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „ქუინზ პარკს“ დაუზავდა – 0:0. თამაში თვალსასეირი გამოვიდა, გარდამავალი უპირატესობით და ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, პირველ ტაიმში უფრო სახიფათო მომენტები სტუმრებმა შექმნეს, რომლებიც ვერ გამოიყენეს. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე თავისი ოსტატობით ორივე გუნდიდან გამორჩეული გახლდათ, 64-ე წუთზე კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ პირისპირ გასულს მეკარე პოლ ნარდიმ არ […]

კეზერაშვილის ტელევიზიის თანამშრომლები რომ მედია თავისუფლებაზე საუბრობენ, ეს არის ძალიან დიდი ფარისევლობა, პროვოკაცია და სირცხვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ეხმიანება რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიის თანამშრომლების განცხადებებს მედია თავისუფლებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კეზერაშვილის ტელევიზიის თანამშრომლები რომ მედია თავისუფლებაზე საუბრობენ, ეს არის ძალიან დიდი ფარისევლობა, პროვოკაცია და სირცხვილი. „კეზერაშვილის ტელევიზიის თანამშრომლები რომ მედია თავისუფლებაზე საუბრობენ, ეს არის ძალიან დიდი ფარისევლობა, პროვოკაცია და სირცხვილი“,- წერს რატი იონათამიშვილი.

შექმენით 5 კაციანი დივერსიული ჯგუფები მათი ტრანსპორტის გასანადგურებლად – უკრაინაში მებრძოლი ვანო ნაიდრაძე იოპოზიციას მითითებებს აძლევს

ომია და ნუ მოერიდებით ბარიკადების ასაგებად ყველა საშუალების გამოყენებას ,მათ შორის ახლომდებარე შენობების ინვენტარს და საბურავები ყველაზე მთავარია, – წერს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე, რომელიც რადიკალ აქტივისტებს საღამოს დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის მითითებებს აძლევს. მისი განცხადებით, უნდა შეიცვალოს ლოკაცია, თავისუფლების მოედანი კი იდეალური ადგილია. ასევე, ნადირაძე აქციის მონაწილეებს პიროტექნიკის გარდა, სხვა საშუალებების გამოყენებისკენაც მოუწოდებს და დივერსიული […]

გორის მერიის მაღალჩინოსანი ხელისუფლების ბრძანებით ჩადენილ სისასტიკეს ემიჯნება

პროტესტი საჯარო მოხელეებში – გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი სპეცდანიშნულების რაზმის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკი მეთოდით ანგარიშსწორებას საჯაროდ აპროტესტებს. გიორგი ბატონისაშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა: საქართველოს მომავალი ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრულ ინტეგრაციაშია და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. ძალადობა კი დანაშაულია და უნდა დაისაჯოს. თავისი ბუნებით სასტიკი, არაადამიანული […]

მიხაილ როთი – პუტინის დამქაშები მაბრალებენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და „მაიდანი 2“-ის პროვოცირებას, ეს სიცრუეა – ქუჩაში გამოსული ქართველები საკუთარი ნებით მოქმედებენ

პუტინის დამქაშები მუდმივად მაბრალებენ საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევას, ქუჩაში გამოსული ქართველები საკუთარი თავისუფალი და სუვერენული ნებით მოქმედებენ, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „პუტინის დამქაშები მუდმივად მაბრალებენ საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევას და „მაიდანი 2“-ის პროვოცირებას. ეს სიცრუეა და სამართლიანი არაა საქართველოსა და უკრაინის […]

ანა დოლიძე აშშ-ს საზოგადოებრივ მაუწყებელზე – ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარში უნდა დაუდგეს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ამერიკის შეერთებულ შტატების საზოგდოებრივ­ მაუწყებლის ეთერში, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცლეებს. მათივე ცნობით, „საუბარი მათ შორის გაყალბებული არჩევნების საკითხს შეეხო“. როგორც ანა დოლიძემ ეთერში განაცხადა, მთავარი არის ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდგომ პოზიცია არ შეიცვალოს საქართველოსთან მიმართებაში. „საქართველო არის ამერიკისა და ევროპის მოკავშირე, საქართველოზე […]