ხათუნა ლაგაზიძე – პირველი არხი არის რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი იარაღი – ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ამ შენობამ დაიბრუნოს თავისი ფუნქცია, გამოვაცალოთ რუსეთს პროპაგანდის იარაღი

ეს შენობა არის რუსული პროპაგანდის, რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი იარაღი – ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ამ შენობამ დაიბრუნოს თავისი ფუნქცია, დაუბრუნდეს ქართველ ხალხს და საქართველოს, რომლის გზაც არის ევროპული მომავალი – გამოვაცალოთ რუსეთს პროპაგანდის, საინფორმაციო ომის მთავარი იარაღი, – ამის შესახებ „აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ ტელეკომპანია “პირველი არხის” შენობასთან განაცხადა და აქციის მონაწილეებს […]
პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს, რის გამოც რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა. მომიტინგეები პარლამენტის შენობასთან განთავსებულ რკინის ჯებირებზე აბრახუნებენ, რითაც პროტესტს გამოხატავენ. ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ. დედაქალაქში საპროტესტო აქცია რამდენიმე ლოკაციაზეა დაგეგმილი, მათ შორის, „საქართველოს პირველ არხთან“ ამ წუთებშიც მიმდინარეობს. თბილისის გარდა, […]
„ძირს რუსული რეჟიმი”, „გამოდით, საქართველოს გვართმევენ” – ამ შეძახილებით ბათუმში საპროტესტო მსვლელობა იმართება

„ძირს რუსული რეჟიმი”, „გამოდით, საქართველოს გვართმევენ” – ამ შეძახილებით ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები ბარათაშვილის ქუჩაზე მსვლელობას მართავენ. „დროა ბრძოლის, ევროპული მომავლის დასაცავად, ათასობით ბათუმელი ქუჩაშია გამოსული. ხედავთ ყოველ დღე იზრდება მათი რაოდენობა, ანუ პასუხია ის, რომ ქართველების უმრავლესობის არჩევანი ევროპაა და არა რუსეთი”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები. ცნობისთვის, დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ […]
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთისა და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებს ესაუბრა

სალომე ზურაბიშვილი პოლონეთისა და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ანდჟეი დუდასთან და ალარ კარისთან საუბრის თემა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები იყო.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტთა და ლექტორთა ნაწილი – კატეგორიულად არ ვეთანხმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან ურთიერთობის შეჩერების შესახებ

კატეგორიულად არ ვეთანხმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან ურთიერთობის შეჩერების შესახებ,- ეს განცხადება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ლექტორთა ნაწილმა გააკეთა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ. „კი ევროპას, არა რუსეთს! ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებს და სტუდენტებს გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ვაცხადებთ, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმებით საქართველოს […]
პრეზიდენტი DW-ს ეთერში – ეს არის მასიური ეროვნული პროტესტი ძალაუფლების უზურპაციისა და საქართველოს რუსეთისკენ მითრევის მცდელობის წინააღმდეგ – რუსული სისტემა ფეხს იდგამს საქართველოში და მოსახლეობა ამას მასობრივად აპროტესტებს

ეს არის მასიური ეროვნული პროტესტი ძალაუფლების უზურპაციისა და საქართველოს რუსეთისკენ ან რუსეთში მითრევის მცდელობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. “ეს მხოლოდ წყლის ჭავლი და დაკავებები არ არის. არსებობს სისტემური ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ, არის სისტემური ძალადობა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებსაც მათი ხმა წაართვეს არჩევნებზე. მათი ეტაპობრივად ქვეყანაში არსებული ყველა […]
საქართველოს ევროპულ გზას ვერავინ შეაჩერებს – გიორგი ჩერქეზიშვილი

“ქართველი ხალხის არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა! ამ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს” – ამბობს საქართველოს ინვესტორთა საბჭოს მდივანი გიორგი ჩერქეზიშვილი, რითაც ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში […]
ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ესაუბრა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტ, ანდჟეი დუდას ესაუბრა. ადმინისტრაციის თქმით, საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრეს. **
თბილისის მერიის 100-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება მთავრობის გადაწყვეტილებას

იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლების ნაწილის მსგავსად, თბილისის მერიის 100-ზე მეტი მუშაკი გაემიჯნა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. 30 ნოემბერს განცხადებას ხელს 130-ზე მეტი თანამშრომელი აწერს. მათი რიცხვი მზარდია. განცხადებაზე ხელმომწერები თბილისის მერიის სხვადასხვა დეპარტამენტში მუშაობენ. განცხადება ამბობს: „ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ […]
“ჰელსინკის კომისია” დეფაქტო მთავრობას “არალეგიტიმურს” უწოდებს და მხარდაჭერას ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ უცხადებს

შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა და წარმომადგენელთა პალატის რანგის მქონე დემოკრატმა წევრმა, სტივ კოენმა 29 ნოემბერს ქართველი ხალხის მხარდამჭერი კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნეს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ქართველებს, მათ ვინც “მთავრობის ძალადობრივი რეპრესიების პირისპირ”, მაინც აგრძელებს მშვიდობიან საპროტესტო აქციას ქვეყნის “დემოკრატიისა და ევროპული მომავლის გადასარჩენად”. კონგრესმენები განცხადებაში ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, […]