ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას გმობს

ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას გმობს “მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავების ქმედება ღრმა შეშფოთებას იწვევს და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას სერიოზულად არღვევს,” – ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენა. ორგანიზაცია განმარტავს, რომ მშვიდობიანი შეკრების […]
მერიის თანამშრომლები: ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას

თბილისის მერიის 150-ზე მეტი თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ემიჯნება საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას. „ჩვენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს. ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის […]
საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად მძიმედ დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 42 თანამშრომელი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ყველა შეკრება-მანიფესტაციის დროს არიან მობილიზებულნი და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. „გვსურს საზოგადოებას, კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია, ბოლო დღეებში, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ. როგორც საზოგადოებამ ნათლად […]
იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ვეკუა თანამდებობას ტოვებს – მედია

იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ვეკუა თანამდებობას ტოვებს – მედია იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ვეკუა თანამდებობას ტოვებს: “როგორ ეწერა სენიორ პესოას? – არიდებულ ბრძოლათა ნაიარევებზე… ყველას გვაქვს ასეთი. მე – ძალიან ბევრი. რაღაც დროს ნამდვილის ჯერიც დგება და ადამიანები ერთმანეთის ძებნას ვიწყებთ, ერთმანეთს ვამხნევებთ. ახლაც ის დროა და მეც ჩემს ფიქრებს გიზიარებთ, […]
2012 წლიდან არ ამაყობდით იმით, რომ სწორედ თქვენ მიაღებინეთ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი და ევროპული მომავლის პერსპექტივა? – ნინო ზამბახიძე ხელისუფლებას

2012 წლიდან არ ამაყობდით იმით, რომ სწორედ თქვენ მიაღებინეთ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი და ევროპული მომავლის პერსპექტივა? – ნინო ზამბახიძე ხელისუფლებას “ახლა შეხვდებით ამ ბავშვების გაბრაზებულ მშობლებს, ჟურნალისტების გაბრაზებულ მშობლებს, იმ გაბრაზებულ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რითიც თქვენ ამაყობდით. ან წარსული გახსოვთ და სხვის შეცდომებზე სწავლობთ, ან — ვერა!” – ფერმერთა […]
მიღწეულია შეთანხმება – აქციის მონაწილეებს 20 საათზე საზმაუს პირდაპირი ეთერი დაეთმობა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციასა და საზმაუსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა. დღეს, 30 ნოემბერს, 20 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი დაეთმობა საპროტესტო აქციის 12-მდე მონაწილეს. პირდაპირ ეთერს გაუძღვება „რეალური სივრცის“ ავტორი და წამყვანი ნინო ზაუტაშვილი. სწორედ ეს მოთხოვნა ჰქონდათ დემონსტრანტებს. თავდაპირველად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი მათ სთავაზობდა პირდაპირი ეთერის სხვა ფორმატსა და სხვა წამყვანს, რაზეც […]
“საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი” – ქუთაისში საპროტესტო აქცია იმართება

ქუთაისში მესამე დღეა იმართება საპროტესტო აქცია-მსვლელობა, სადაც სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ქვეყნის კურსის ცვლილებას აპროტესტებენ. ისინი ქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ. აქციაზე მივიდა მასწავლებელი და აქტივისტი მიხეილ მუმლაძე, რომელიც 28 ნოემბერს დააკავა პოლიციამ “ქართული ოცნების” ოფისთან გზის გადაკეტვის მცდელობისას. მიხეილ მუმლაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა, სასამართლო პროცესი 20 დეკემბრისთვის გადაიდო. მას პოლიციისადმი […]
პროევროპულ აქციებზე სამართალდამცველები, ჯამში, 33 ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად – DRI

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ ინფორმაციით, 28-29 ნოემბერს სამართალდამცველები, ჯამში, 33 ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად. „დაკვირვება ცხადყოფს, რომ საპოლიციო ძალები მიზანმიმართულად ესხმიან თავს მედიის წარმომადგენლებს, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს და ფიზიკურად უსწორდებიან“, – ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნორმად აქცია მრავალათასიანი მშვიდობიანი მომიტინგეების მისამართით არაპროპორციული ძალის გამოყენება, თავდასხმისა და განსაკუთრებული სისასტიკით დაკავების ფაქტები. „მიუხედავად […]
პოლიციელებს სახეში ესროდნენ პიროტექნიკას, ფოიერვერკებს, ქვებს, ეს იყო სისტემური ხასიათის ძალადობა… – მამუკა მდინარაძე

“პოლიციელებს სახეში ესროდნენ პიროტექნიკას, სხვადასხვა ფოიერვერკებს, ქვებს, კენჭებით სავსე ბოთლებს, სამშენებლო მასალებს და ა.შ. ეს იყო წარმოუდგენელი ძალადობა, რომელიც იყო სისტემური ხასიათის და ახორციელებდა რამდენიმე ასეული ადამიანი”, – ამის შესახებ განცხადება “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. ამასთან, უმრავლესობის ლიდერმა, სამართალდამცველის მხრიდან ძალადობის რამდენიმე ფაქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მძიმე იყო სახეში წიხლის […]
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთისა და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებს ესაუბრა

სალომე ზურაბიშვილი პოლონეთისა და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ანდჟეი დუდასთან და ალარ კარისთან საუბრის თემა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები იყო.