პირველმა არხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებისთვის პირდაპირი ეთერის დათმობის გადაწყვეტილება მიიღო

პირველმა არხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გამართული აქციის მონაწილე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის პირდაპირი ეთერის დათმობის გადაწყვეტილება მიიღო. სპეციალური გადაცემა პირველი არხის პირდაპირ ეთერში უკვე გადის. მას თავად არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი უძღვება. როგორც ბერძენიშვილმა სპეცეთერის დაწყებისას განაცხადა, 4-4 პირს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ნახევარ საათიანი დრო მიეცემათ. პირველ ბლოკში პირველი სტუმრები ნინია კაკაბაძე, ირაკლი […]

“შედგა ეროვნული თანხმობა” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი: ძალიან მეამაყებით, მეამაყება საქართველო. შედგა ეროვნული თანხმობა მთავარზე, რომ არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა, ვინმემ დააბრუნოს საქართველო რუსეთში, ვინმემ წაართვას საქართველოს ნება და ევროპული მომავალი. შედგა ეროვნული თანხმობა, ყველგან სადაც შეიძლებოდა და ძლიერდება ეს ეროვნული თანხობა. თუნდაც დღეს დილომატიურ კორპუსში, ბიზნესში, ფოთის პორტში და სად და სად. ეს არის ჩვენი […]

“რა გგონიათ უსისხლო, უსახელო ნაბი@ვრებო?! შემეშინდა და ვეტყვი აღარ წახვიდე-მეთქი?!” – რატი მუჯირი

ჟურნალისტი, რატი მუჯირი: ერთი ათმა კაცმა ხომ მირტყა, მაგრამ მაგრა დავღალე. ცემას რომ მორჩნენ ხუთი კაცი მეჯაჯგურებოდა, ზოგს ფეხი უცურავდა, ზოგს მუხლი ეკეცებოდა და თავი დამანებეს, აღარ დამიჭირეს, – მათე, ჩემი შვილი მიყვება. მშვიდად და შიშის გარეშე მიყვება. შენ არ ინერვიულო, ვაჩე უფრო მწარედ მირტყამს ხოლმე, – მერე ასე დამამშვიდა. დილის ალყისას, მოიმწყვდიეს რუსთაველის თეატრთან, […]

“მკრა ხელი და მოხვდა ჩემგან სილა სახეში”– ნინია კაკაბაძე

ჟურნალისტი, ნინია კაკაბაძე, რომელიც დღეს, მომიტინგეებთან ერთად, საზოგადოებრივ მაუწყებელში იმყოფებოდა, ამბობს, რომ გიორგი გვიმრაძესთან ფიზიკური დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი: გიორგი გვიმრაძეს, რომელიც არის პოლიტიკური განყოფილების უფროსი, ვაჩვენებდი კონრეტულ ფაქტებს, სადაც ჩანს მისი უსინდისო და უნამუსო ოპერატორი როგორ დასდევს ერთ ადამიანს, რათა მოახდინოს მთელი საპროტესტო აქციების დისკრიმინაცია, დისკრედიტაცია. ამაზე ვთხოვდი პასუხის და არ მპასუხობდა და ჩახვეული ტექსტით […]

,,ყველაზე მეტად მაშინ გადაფსიხდება, როდესაც…” – რას ამბობს ოქრუაშვილი ივანიშვილზე

,,ყველაზე მეტად მაშინ გადაფსიხდება, როდესაც…” – რას ამბობს ოქრუაშვილი ივანიშვილზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი: ,,ყველაზე მეტად მაშინ გადაფსიხდება, როდესაც მისი ძუძუთი წლების მანძილზე ნაკვები “ინწელიგენციაც” დაიწყებს ძალადობის დაგმობას. ჩვეულებრივი ჩარჩია და ფულის თემას გამოყავს ეგ მდგომარეობიდან.”

თუკი ჩვენ ვემსახურებით განათლებას, ბრძოლის წინა ხაზზეც ჩვენ უნდა ვიყოთ! სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება შეუძლებელია – მასწავლებლების მანიფესტი

თუკი ჩვენ ვემსახურებით განათლებას, ბრძოლის წინა ხაზზეც ჩვენ უნდა ვიყოთ! სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება შეუძლებელია – მასწავლებლების მანიფესტი მასწავლებლების ნაწილი “ქართული ოცნების” ანტიდასავლურ, პრორუსულ და ძალადობრივ ქმედებებს გმობს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანიფესტით მიმართავს. “ჩვენ, საქართველოში არსებული საჯარო და კერძო სკოლების და არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების მასწავლებლები ვგმობთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, მათზე ფიზიკურ […]

ოთხი პოლიტიკური კოალიცია/პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

შექმნილი უმძიმესი ვითარებიდან გამოსავალია ახალი არჩევნების ჩატარება საერთაშორისო ჩართულობით, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის და პოლიტიკურად ნეიტრალური სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო უწყებების პირობებში – ნათქვამია ოთხი პოლიტიკური კოალიციის ერთობლივ განცხადებაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: “ქართველი ხალხის ლეგიტიმური მანდატის მქონე კოალიციები/პარტიები ერთად ვუპირისპირდებით ქართული ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმს და მის მიერ ორგანიზებულ სისტემურ ძალადობას მშვიდობიანი მანიფესტანტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ყველა […]

“ჩემი მანდატი გრძელდება… არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს”– ზურაბიშვილი

“ჩემი მანდატი გრძელდება… არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს”– ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი: არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს, მაშასადამე, ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება, მანამ სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს ვინც უნდა შემცვალოს მე. მე ვიქნები თქვენთან ერთად. აბა, ჰე.

“არა რუსულ რეჟიმს” – ზუგდიდი – მესტიის საავტომობილო გზა გადაკეტილია

ზუგდიდი – მესტიის საავტომობილო გზა გადაკეტილია. ფოტოებს “ჯვარის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს. აქციის მონაწილეები “ოცნების” თვითგამოცხადებული ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებენ. აქციაზე ისმის შეძახილები ” არა რუსეთს” ;”არა რუსულ რეჟიმს ” ; “საქართველოს მომავალი ევროკავშირია”.

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სუს-ი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ,,ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, რის შესახებაც წინმსწრებად არაერთხელ ვაცნობეთ საზოგადოებას. ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის დანაშაულებრივი სცენარის და მისი განხორციელების თაობაზე, ჩვენ არაერთხელ გავუზიარეთ საზოგადოებას საქმეზე დართული მტკიცებულებების ნაწილი, […]