“მკრა ხელი და მოხვდა ჩემგან სილა სახეში”– ნინია კაკაბაძე

ჟურნალისტი, ნინია კაკაბაძე, რომელიც დღეს, მომიტინგეებთან ერთად, საზოგადოებრივ მაუწყებელში იმყოფებოდა, ამბობს, რომ გიორგი გვიმრაძესთან ფიზიკური დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი: გიორგი გვიმრაძეს, რომელიც არის პოლიტიკური განყოფილების უფროსი, ვაჩვენებდი კონრეტულ ფაქტებს, სადაც ჩანს მისი უსინდისო და უნამუსო ოპერატორი როგორ დასდევს ერთ ადამიანს, რათა მოახდინოს მთელი საპროტესტო აქციების დისკრიმინაცია, დისკრედიტაცია. ამაზე ვთხოვდი პასუხის და არ მპასუხობდა და ჩახვეული ტექსტით […]

ტრამპმა ორბანს აზრი ჰკითხა უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტის თაობაზე

წყაროების თანახმად, რომლებსაც ესაუბრა რადიო თავისუფლების უნგრული რედაქცია, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართა მას შემდეგ, რაც 5 ნოემბერს გაიმარჯვა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. წყაროებმა უნგრეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ტრამპს სურდა ორბანის აზრი გაეგო უკრაინაში ომის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც დღემდე გრძელდება 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. საარჩევნო […]

კახეთის სამ ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

„საქართველო არ იქნება რუსეთი, ჩვენ გვინდა ევროპა“ – ამ ტრანსპარანტებით ხელში ათობით თელაველი შეიკრიბა იმ შენობასთან, სადაც მერია, საკრებულო და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაა განთავსებული. “საჭიროა ამ პოლიტიკის ძირეული შეცვლა, ამიტომ ჩვენი ძირითადი გზავნილია, ჩატარდეს ახალი არჩევნები. ახლა ის დროა, ყველამ უნდა დაიცვას ქვეყნის ინტერესები და ჩვენთან ერთად დადგეს“, – უთხრა ჟურნალისტებს აქციის მონაწილე თამარ მიქელაძემ. […]

ვგმობ ნებისმიერ ძალადობას – ნიდერლანდში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, დავით სოლომონიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ინფორმაციას, განცხადების ფოტოსთან ერთად ფეისბუქზე დავით სოლომონიას და, ნინო სოლომონია ავრცელებს ტექსტით: ეს ჩემი ძმის, საქართველოს ელჩის ნიდერლანდებში დავით სოლომონიას გადადგომის წერილია! განცხადებაში დავით სოლომონია წერს: „მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. […]

სუს: დესტრუქციულ ქმედებებს განვიხილავთ ხელისუფლების დამხობაზე მიმდინარე საქმის ფარგლებში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა “ცხადყო, რომ დაგეგმილი დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად”. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, “გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, […]

რევოლუციამდე ესკალაციაზე არაფერი მიუთითებს – სალომე ზურაბიშვილი

რევოლუციამდე ესკალაციაზე არაფერი მიუთითებს, დემონსტრანტები ძალიან მშვიდობიანები არიან, ისინი მოითხოვენ ევროპულ გზაზე დაბრუნებას და ახალ არჩევნებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე: ფიქრობს თუ არა ის, რომ არსებულმა ვითარებამ შესაძლოა რევოლუციამდე მოახდინოს ესკალაცია, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ “ამაზე არაფერი მიუთითებს”. “ამაზე არაფერი მიუთითებს, ვინაიდან ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები ძალიან მშვიდობიანები არიან. […]

სუს-ი – გარკვეული ჯგუფები ცდილობენ აქციებზე მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს ძალადობრივი სცენარების განვითარებას – დესტრუქციული ქმედებები განხილული იქნება ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის ფარგლებში

პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. სუს-ი მოუწოდებს საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებს, „გამოიჩინონ სიფრთხილე […]

მამუკა მდინარაძე – საშინელი, ძალიან მძიმე სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა წაქცეული ადამიანისათვის. ამას გამართლება ვერაფრით და ვერანაირ სიტუაციაში ვერ ექნება!

არ შეიძლება არ დავგმო ის ძალადობა, რომელიც სხვადასხვა მხრიდან მომდინარეობს. მართლაც საშინელი სანახავია, ძალიან მძიმე სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა ძირს წაქცეული ადამიანისთვის და ამას გამართლება ვერაფრით და ვერანაირ სიტუაციაში ვერ ექნება, მაგრამ ამავე დროს, ოდნავ ობიექტურობა თუ ვინმე გვინდა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ძალადობის ინიციატორი არის არა ერთი, ორი, ხუთი ან ათი, არამედ რამდენიმე ასეული […]

აჭარის ტელევიზიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები- აჭარის ტელევიზიასთან ნიღბიანები დაგვახვედრეს, სირცხვილი ხელისუფლებას

აჭარის ტელევიზიასთან ნიღბიანები დაგვახვედრეს, სირცხვილი ხელისუფლებას, – ეს განცხადება ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან გააკეთეს, რომლებიც მაუწყებელს პირდაპირ ეთერს სთხოვენ. “ველოდებით პირდაპირ ეთერს, ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა”, – აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მანამდე ბათუმის მერიის შენობასთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ ქვეყანაში „რუსულ რეჟიმს“ აპროტესტებენ. ცნობისთვის, მოქალაქეების […]

“დაგდებულ ადამიანს, რომ ქუსლით ცინიკურად ურტყამ და მერე მთელი ძალით.. რატომ შე ფარისეველო სადისტო ღორო რატოოომ?“ – დავით ხარაბაძე

ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში დინამოს ექიმი, დავით ხარებაძე ეხმაურება და გმობს ძალადობას. “უმწეო ადამიანი, დაგდებული, აბსოლუტურად უმწეო და ჯერ ქუსლით ცინიკურად ურტყამ და მერე მეორე, მთელი ძალით, პირდაპირ სასწაულადაა გადარჩენილი რომ ადგილზევე არ გარდაიცვალა კისრის ტრავმით… რატომ შე სადისტო ღორო რატოოომ? ხვალ წაეთრევი და სამებაში სანთლებს დაანთებ, ოჯახის სიწმინდის დღეს სადღეგრძელოს […]