შედგა ეროვნული თანხმობა. მეამაყება საქართველო – პრეზიდენტი

“შედგა ეროვნული თანხმობა ყველგან, სადაც შეიძლებოდა და ყოველ წუთს ჩანს, რომ ეს ეროვნული თანხმობა უფრო და უფრო ძლიერდება” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეროვნული თანხმობა შედგა მთავარზე, რომ არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა და ვინმემ დააბრუნოს საქართველო რუსეთში. „ძალიან მეამაყებით, მეამაყება საქართველო. შედგა ეროვნული თანხმობა მთავარზე – […]

4 პოლიტიკური ძალა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

თანამშრომლობის რეჟიმში ვთანხმდებით, რომ ქმედით დახმარებას აღმოვუჩენთ დემონსტრანტებს, მათ შორის სამართლებრივი, საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერით – ყველა დაკავებული დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს,- ამის შესახებ ბარიერგადალახული ოთხი პოლიტიკური პარტიის/კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ისინი აცხადებენ, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ჩართულობით ახალი არჩევნების ჩატარებაა. პარტიები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისტემური ძალადობა, „გააკეთონ მკაფიო განცხადებები მიტაცებული არჩევნების […]

სალომე ზურაბიშვილი – არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს, მაშასადამე, ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი – მე ვრჩები, როგორც თქვენი პრეზიდენტი!

იმისთვის, რომ გემსახუროთ, ხვალ საზოგადოება და ასევე, პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებიან და ერთად ვმართავთ პროცესის პოლიტიკურ ნაწილს – ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მოვიწვიე და რომლებთან ერთადაც ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვისას აღნიშნა. მისივე თქმით, არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს, შესაბამისად, ის რჩება საქართველოს პრეზიდენტად! „იმისთვის, […]

საპატრიარქო – გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს ქმედებები, რომელიც გაცდა კანონიერებისა და ზნეობის ფარგლებს – შექნილი ვითარება იწვევს დაპირისპირებას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მშვიდობიან თანაცხოვრებას

დიდად ვწუხვართ, რომ მიუხედავად ეკლესიის მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაცია 30 ნოემბერსაც სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა – შექნილი ვითარება იწვევს დაპირისპირებას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მშვიდობიან თანაცხოვრებას, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, მასმედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს ქმედებები, რომელიც გაცდა კანონიერებისა და ზნეობის ფარგლებს. „დიდად ვწუხვართ, რომ მიუხედავად ეკლესიის […]

„არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ!“ – სილქნეტი

„სილქნეტი“ საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. „სილქნეტი და სილქ როუდ ჯგუფის კომპანიები მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას. არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ!“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციური კოალიციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ოთხი ოპოზიციური გაერთიანება [„ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“] ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ისინი გმობენ ძალოვნების ძალადობას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, ასევე აღნიშნავენ ახალი არჩევნების ჩატარების საჭიროებას. „ქართველი ხალხის ლეგიტიმური მანდატის მქონე კოალიციები/პარტიები ერთად ვუპირისპირდებით ქართული ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმს და მის მიერ ორგანიზებულ სისტემურ ძალადობას მშვიდობიანი მანიფესტანტების და […]

იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა

იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ვეკუამ თანამდებობა დატოვა და ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. “როგორ ეწერა სენიორ პესოას? – არიდებულ ბრძოლათა ნაიარევებზე… ყველას გვაქვს ასეთი. მე – ძალიან ბევრი. რაღაც დროს ნამდვილის ჯერიც დგება და ადამიანები ერთმანეთის ძებნას ვიწყებთ, ერთმანეთს ვამხნევებთ. ახლაც ის დროა და მეც ჩემს ფიქრებს გიზიარებთ, მეგობრებს, კოლეგებს, ვინც […]

„ფერმერთა სათათბიროს“ წევრი დარგობრივი ასოციაციები მთავრობის გადაწყვეტილებას გმობენ

„ფერმერთა სათათბიროს“ წევრი დარგობრივი ასოციაციები მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ჩახსნან ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები, გმობენ. ისინი ავრცელებენ საერთო განცხადებას, რომელსაც ხელს 10 ბიზნესგაერთიანება აწერს. „ჩვენ, „ფერმერთა სათათბიროს“ წევრი დარგობრივი ასოციაციები ვგმობთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაცია. ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება არის შესაძლებლობა, რომელიც გეოპოლიტიკური რეალობიდან დადგა დღის წესრიგში. ამდენად, მისი გამოყენება არის […]

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია – აქციის მე-3 დღე

დედაქალაქში საპროტესტო აქცია რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს: „საქართველოს პირველ არხთან“ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან. დედაქალაქის გარდა, პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებშიც: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში. დაგეგმილია აქცია ყვარელსა და გურჯაანშიც.

პირველმა არხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებისთვის პირდაპირი ეთერის დათმობის გადაწყვეტილება მიიღო

პირველმა არხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გამართული აქციის მონაწილე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის პირდაპირი ეთერის დათმობის გადაწყვეტილება მიიღო. სპეციალური გადაცემა პირველი არხის პირდაპირ ეთერში უკვე გადის. მას თავად არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი უძღვება. როგორც ბერძენიშვილმა სპეცეთერის დაწყებისას განაცხადა, 4-4 პირს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ნახევარ საათიანი დრო მიეცემათ. პირველ ბლოკში პირველი სტუმრები ნინია კაკაბაძე, ირაკლი […]