“თიბისი” იყო და რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი – განცხადება

“თიბისი” საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “თიბისი” წერს, რომ მტკიცედ ჯერათ, რომევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას. “თიბისი”, როგორც საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია, თავისი არსებობის 32-წლიანი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის იდგა და იდგება საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ჩვენი ქვეყნის […]

ნიკა მელია – ჩვენ უნდა ვაქციოთ საკუთარ სახლებად და ოჯახებად რუსთაველის გამზირი

არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, შესაბამისად, ყაველაშვილი ვერ უნდა გახდეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ის არის ამ სახელმწიფოს პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალიც, რა თქმა უნდა, დამატებითი მოტივაციაა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება ძალიან მისასალმებელია. „მისი ძალისხმევით […]

ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლიდან რუსთაველის ქუჩაზე მსვლელობას აწყობენ

ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლიდან რუსთაველის ქუჩაზე მსვლელობას აწყობენ. აღნიშნული ქუჩის ორივე მონაკვეთი პარალიზებულია. აქციის მონაწილეების თქმით, საპროტესტო მსვლელობით აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობისკენ მიემართებიან. ისინი აცხადებენ, რომ “რუსულ ოცნებას” დისკომფორტს ყველგან შეუქმნიან. ისმის შეძახილები “საქართველო გამოდი”. „არა რუსულ მთავრობას, გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს. დიახ, დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყანა, ბრძოლა მიმდინარეობს დღეს ახლა […]

ნიკა მელია პოლიციელებს – დაგდებულ ადამიანებს ლეწავთ მესამე დღეა და ის გიკვირთ, რომ გაბრაზებული, მწყობრიდან გამოსული პატრიოტი ადამიანი რაღაცას მოგაძახებს? – მოგაძახებს! არ უნდა მოგაძახონ?!

დაგდებულ ადამიანებს ლეწავთ მესამე დღეა და ის გიკვირთ, რომ გაბრაზებული, მწყობრიდან გამოსული პატრიოტი ადამიანი რაღაცას მოგაძახებს. მოგაძახებს! არ უნდა მოგაძახონ?! – ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მყოფ სამართალდამცველებს მედიასთან საუბრისას. მისი თქმით, სინამდვილეში ის ადამიანები, ვინ აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან, არა სამართალდამცველები, არამედ კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომლები არიან, რომლებსაც შავ […]

მეუფე მელქისედეკი – მტკივა ქართველი ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქნეული ხელი, მეწვის ცრემლსადენი გაზის გამო დახუჭული თვალები და მცივა სუსხიან ღამით გაყინულ სხეულზე – საქართველო და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!

დღეს, ეს თავისუფალი, ლაღი, გულღია და ბედნიერი ახალგაზრდობა, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, უშიშრად აცხადებს, რომ სურს საქართველო, თავისი დიდებული წარსულით, კულტურითა და მემკვიდრეობით ქრისტიანული ევროპის სრულფასოვანი წევრი იყოს. არ გვაქვს ამ არაჩვეულებრივი ხალხისა და მათი თავისუფალი არჩევანის დაზიანების უფლება. ჩვენ არ გვაქვს კონსტიტუციით დადგენილი პოლიტიკური კურსის ცვლილების უფლება, – ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ […]

სუსი პროევროპულ აქციებს უკავშირებს ხელისუფლების დამხობის საქმეს, რომელსაც წელიწადზე მეტია იძიებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალური განცხადებით ეხმაურება საქართველოს მასშტაბით მიმდინარე პროევროპულ აქციებს, რომლებიც მესამე დღეა გრძელდება და წერს, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენები ცხადყოფს, რომ დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად. „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, […]

დუმილის დრო არაა. მოგიწოდებთ “ელმავალმშენებელის” თანამშრომლებს, ჩაერთოთ საქართველოს გადარჩენის საქმეში – ირაკლი ჭითანავა

სს “ელმავალმშენებლის” დამფუძნებელი, ირაკლი ჭითანავა კომპანიის თანამშრომლებს მოუწოდებს, საქართველოს გადარჩენის საქმეში ჩაერთონ. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლა დუმილის დრო არ არის. “ასე მოქცევა არ შეიძლება, საქართველო არ გაიცვლება ბიძინა ივანიშვილის ფულში. ჩვენი შვილების სიცოცხლის გაწირვა არ შეიძლება ერთი ადამიანის ინტერესებში. დღეს გვართმევენ სამშობლოს, სახლში ჯდომის დრო არ არის. როგორც დამფუძნებელი, მოგიწოდებთ სს “ელმავალმშენებელი”-ის თანამშრომლებს […]

შოთა არველაძე აქციაზეა – “შოკი იყო, რაც ვნახე… საშინელებაა რაც ხდება” –

რუსთველზე, აქციაზე, შოთა არველაძეა. იგი ტვ პირველთან ამბობს: ყველას თავისებური პროტესტი აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ზოგი წერს, ზოგი, მოდის და აქ აპროტესტებს. გუშინდელმა ღამემ ვერ გამაძლებინა, დღეს არ მოვსულიყავი აქ და არ შევერთებოდი მონაწილეებს. ძაან რთული საყურებელი იყო, აუტანელი, შოკი იყო, რაც ვნახე. რაც ხდება, საშინელებაა. როცა ის, ვინც უნდა გიცავდეს, ესე ექცევა თანამემამულეს, ქალს, […]

პაატა მანჯგალაძე – 9 აპრილსაც ზუსტად ასე მოიქცა „ვასმოი პოლკი“, გასაქცევი ჩაუკეტა ხალხს და მერე დაიწყეს მათი დალეწვა – რამდენსაც დაარტყამს ხელს საკუთარ მოქალაქეს, მით უფრო არ იქნება ხელისუფლება ლეგიტიმური – ე.წ. ხელისუფლებაც კი არ შეიძლება ასე იქცეოდეს

აქციებზე რაც ვნახეთ, ფაქტობრივად, 9 აპრილსაც ზუსტად ასე მოიქცა „ვასმოი პოლკი“, გასაქცევი ჩაუკეტა ხალხს და მერე დაიწყეს მათი დალეწვა – ყოველ დღე რამდენსაც დაარტყამს ხელს საკუთარ მოქალაქეს, მით უფრო არ იქნება ხელისუფლება ლეგიტიმური, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. ხელისუფლებაც კი არ შეიძლება ასე იქცეოდეს. […]

პრეზიდენტი – ხალხი არ იღებს საქართველოს რუსეთში დაბრუნებას, რისი გაკეთებაც ერთ პიროვნებას და ერთ პარტიას სურს – ეს არ მოხდება!

მოსახლეობა არ იღებს იმას, რისი გაკეთებაც ერთ მმართველ პიროვნებას და ერთ მმართველ პარტიას სურს, რაც არის საქართველოს რუსეთში დაბრუნება – ეს არ მოხდება! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე შეფასებით, რაც დღეს საქართველოში ხდება ექსტრაორდინარულია. „პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ორი კვირა დამრჩა. ვინაიდან ვეწინააღმდეგებით მოპარულ არჩევნებსა და არალეგიტიმურ […]