სახალხო დამცველი – სამართალდამცველები აკავებდნენ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც მისწვდებოდნენ, ჯგუფურად და მრავალჯერადად ძალადობდნენ დაკავებულებზე – ადგილი ჰქონდა წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის დარღვევას

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 29-30 ნოემბრის აქციების დაშლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი მოუწოდებს ყველას, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ სახალხო დამცველის აპარატს. „2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამეს თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მონაწილეების მიმართ რამდენიმე ეტაპად განხორციელდა საპოლიციო ღონისძიებები. სახალხო დამცველმა არაერთხელ განმარტა, რომ მოქალაქეების მხრიდან ცალკეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ უნდა იქნას გამოყენებული […]
სალომე ზურაბიშვილი – მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ – არა მათი დამსახურებით, არამედ ქუჩაში ქართული პროტესტის გამო, მმართველმა პარტიამ მხოლოდ დააჩქარა თავისი გადაწყვეტილებები და ზომები, რომლებიც რუსეთისკენ მიდის

მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ – არა მათი დამსახურებით, არამედ ქუჩაში ქართული პროტესტის გამო, მმართველმა პარტიამ მხოლოდ დააჩქარა თავისი გადაწყვეტილებები და ზომები, რომლებიც რუსეთისკენ მიდის. რუსული კანონი ხელახლა იქნა წარდგენილი და კიდევ რამდენიმე სხვა კანონი, რომლებიც ყველა ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა. „ასე რომ, მათი […]
საბა ბუაძე – ლევან იოსელიანი დღეს არის ამ ქვეყნის სახალხო დამცველის ინსტიტუტის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პერსონაჟი – სანამ ქართველი ხალხის გვერდით არ დადგება, მისი სიტყვების ფასი ნულის ტოლი იქნება

ლევან იოსელიანი დღეს არის ამ ქვეყნის სახალხო დამცველის ინსტიტუტის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პერსონაჟი – სანამ ქართველი ხალხის გვერდით არ დადგება და თავად არ ნახავს, შეაფასებს, რაც ხდება, მისი სიტყვების ფასი ნულის ტოლი იქნება,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა მიმდინარე მოვლენებზე სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის გამოხმაურება. ბუაძის თქმით, იოსელიანი ერიდება საკუთარი […]
სალომე ზურაბიშვილი – ეს რევოლუცია არაა, ეს სტაბილურობაა – ჩვენ შეიძლება ტექნიკური მთავრობა დაგვჭირდეს

პრეზიდენტი არაღიარებული იქნება, რომლის სამუშაო, სხვათა შორის, ფეხბურთელობა იყო, განათლების არმქონე, რეალური პრო-რუსული პარტიის წარმომადგენელი, რომელიც „ქართული ოცნების” მიერ იქნა შექმნილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში პრეზიდენტობის კანდიდატზე, მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რაც ახლა საქართველოში ხდება „ეს რევოლუცია არაა, ეს სტაბილურობაა“. ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, შესაძლოა საქართველოს ტექნიკური […]
ფორმულა: აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა

საგარეო საქმეთა სამინისტროდან ფორმულასწყაროს ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა.
“ვგმობთ სამართლიანი პროტესტის უმოწყალოდ დარბევას, განთავისუფლდეს ყველა უკანონო პატიმარი”– თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორთა ნაწილი

გაუმართლებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერება – ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები და მკვლევრები ერთობლივ განცხადებაში საუბრობენ. განცხადებას 60-მდე პირი აწერს ხელს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააგრძელოს ევროპული ინტეგრაციისაკენ მიმართული ძალისხმევა, „რომელიც მრავალი თაობის ბრძოლის და შრომის შედეგია, დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი.“ „ჩვენ […]
ადგილი ჰქონდა წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის დარღვევას – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 29-30 ნოემბერს, აქციის დაშლისას, ადგილი ჰქონდა წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის დარღვევას. ლევან იოსელიანის თქმით, მოქალაქეების მხრიდან ცალკეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ უნდა იქნას გამოყენებული კანონით განსაზღვრული კონკრეტული, ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები, თუმცა ეს არც ერთ შემთხვევაში არ წარმოშობს მთლიანი აქციისა და მშვიდობიანი მომიტინგეების სრულად დაშლის კანონიერ საფუძველს. „30 ნოემბრის დილის […]
,,ფორმულას” ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა

,,ფორმულას” ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ფორმულასწყაროს ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. ასევე, წყაროს ცნობით, თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ.
უყურეთ და კარგად დაიმახსოვრეთ ის სახეები, ვინც ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არიან, თითოეული მათგანი არის ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი, ზომიერად გამოწვრთნილი აგენტი და ქვეყნის მოღალატე
უყურეთ და კარგად დაიმახსოვრეთ ის სახეები, ვინც ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არიან, თითოეული მათგანი არის ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი, ზომიერად გამოწვრთნილი აგენტი და ქვეყნის მოღალატე უყურეთ და კარგად დაიმახსოვრეთ ის სახეები, ვინც ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არიან, თითოეული მათგანი არის ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი, ზომიერად გამოწვრთნილი აგენტი და ქვეყნის მოღალატე – მათი ერთადერთი მისიაა გარედან ორკესტრირებული სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება, […]
ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას ალტერნატივა არ აქვს – საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “საქართველოს ბანკისთვის, რომლის სახელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას ალტერნატივა არ აქვს. ევროპისკენ მიმავალ გზაზე – არ გაჩერდე”, – წერია საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.