პარლამენტთან აქციის მონაწილეები რამდენიმე მოქალაქეს დაუპირდაპირდნენ, რომლებიც, მათივე ინფორმაციით, სუს-ის აგენტები არიან

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები რამდენიმე მოქალაქეს დაუპირდაპირდნენ, რომლებიც, მათივე შეფასებით, სუს-ის აგენტები არიან. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ხელისუფლებას აქციაზე სპეციალურად ჰყავთ შეგზავნილი სუს-თან მომუშავე პირები, რათა დემონსტრანტებს ფოტოები გადაუღოს და მასალა შსს-ს მიაწოდოს. აქციის მონაწილეებმა აღნიშნულ პირებს აქციის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

მომიტინგეებზე მოძალადეების დღიური ანაზღაურება 500 ლარია – ვინ ქირაობს მათ – მედია

“მთავარი არხის” ინფორმაციით მოძალადეების, რომლებიც მომიტინგეებს სცემენ, დღიური ანაზღაურება 500 ლარია, მათი დამქირავებელი კი – კობა ჭუმბურიძეა. ჭუმბურიძე ლილოს ბაზრობის დაცვის სამსახურის თანამშრომელია და საღამოობით თანამოქალაქეების საცემად თავისი თანამშრომლებიც დაჰყავს. კობა ჭუმბურიძეს 2 ძმა ჰყავს – მთავარი არხის ცნობით, ორივე მოძალადე. დიმა ჭუმბურიძე იყო ერთ-ერთი დაქირავებული, რომელმაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, გმირთა მოედანთან შეკრებილი მოქალაქეები […]

“არცერთი თანამდებობა არ ღირს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის ფასად!” – თედო ჯაფარიძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, დიპლომატი თედო ჯაფარიძე: “სრულად ვუჭერ მხარს მოქმედი დიპლომატებისა და საგარეო უწყების თანამშრომლების განცხადებას, რომლითაც ისინი ემიჯნებიან საქართველოს მთავრობის კონსტიტუციასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. ხელისმომწერთაგან ბევრი ჩემი უმცროსი კოლეგა თუ სტუდენტი იყო, ვისთან ერთადაც, სამი ათწლეულის მანძილზე, ნაბიჯ-ნაბიჯ, უამრავი […]

რა მოელის ბიზნესს და ქვეყანას – ბიზნესს პროგნოზირება უჭირს

“ახლა შეუძლებელია იმის თქმა, რა მოელის ამის შემდეგ ბიზნესს და ქვეყანას,” – ასე აფასებს საქართველოში ბოლო ორ დღეში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებსი ეკონომიკაზე გავლენის პერსპექტივას დეველოპერული კომპანია „არსის“ დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლების განაცხადი იმაზე, რომ 2028 წლიდან განაახლებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრებაზე, დროის ფუჭი ხარჯვაა, რაც ქვეყნის მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. „საერთოდ გაუგებარია ეს […]

შსს დემონსტრანტებს აფრთხილებს, რუსთაველზე საპროტესტო აქცია გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება. უწყება მოუწოდებს დემონსტრანტებს პროტესტი გამოხატონ „კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება“. შსს-ს განცხადების თანახმად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მობილიზებულები არიან საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები. ძალოვანი უწყების განცხადებით, აქციის წევრებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის ჯებირები, ასევე, […]

საპატრიარქო მოუწოდებს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს არ გასცდნენ კანონის ფარგლებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმაურება რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს და გამოთქვამს წუხილს, რომ 29-30 ნოემბრის ღამეს დემონსტრაცია „სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა“. საპატრიარქო განცხადებაში წერს, რომ მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს ქმედებები, რომელიც გაცდა კანონიერებისა და ზნეობის ფარგლებს: „შექმნილი ვითარება იწვევს დაპირისპირებას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მშვიდობიან თანაცხოვრებას. ჩვენთვის ძვირფასია ორივე მხარეს მდგომნი და ვლოცულობთ […]

რუსთავი 2-ის ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა თამარ ნუცუბიძემ არხი დატოვა

ტელეკომპანია რუსთავი 2 ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა, თამარ ნუცუბიძემ დატოვა. ჟურნალისტმა ინფორმაცია ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. თამარ ნუცუბიძეს მიაჩნია, რომ საქართველო ასე შორს ევროკავშირისგან არასდროს ყოფილა, რის გამოც მაყურებლის წინაშე პირად პასუხისმგებლობას გრძნობს. „თითქმის ერთი წლის წინ, 14 დეკემბერს, ჩვენს ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ოცდახუთი წელია ჟურნალისტი ვარ. რა აღარ გამიშუქებია, კონფლიქტები, არჩევნები, მიტინგები, აქციები, მინისტერიალები […]

“ესტონეთი ქართველი ხალხისადმი მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს” – ალან კარისი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა

ესტონეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა – ალან კარისმა სალომე ზურაბიშვილს გამძლეობა უსურვა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა. ესტონეთი ქართველი ხალხისადმი და მათი მისწრაფებებისადმი, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას. მე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სატელეფონო საუბრის დროს გამძლეობა ვუსურვე”, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი.

,, ბოროტი ხარ ასაფეთქებელი რომ გიჭირავს და სახეში ესვრი ადამიანს, მკვლელი ხარ, აბა რა ხარ?!“ – დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზი შალვა კეკელია სოცილურ ქსელში წერს: „ბოროტი ხარ ამხელა ქვას რომ იღებ და თავში ესვრი ადამიანს, ბოროტი ხარ ასაფეთქებელი რომ გიჭირავს და სახეში ესვრი ადამიანს, მკვლელი ხარ, აბა რა ხარ?!“

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, სადაც პარტიებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, სადაც პარტიებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან. როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროტესტს მიეცეს ორგანიზებული სახე. „[პრეზიდენტთან] იქნება საკოორდინაციო საბჭო, სადაც კოალიციური პარტიები და საზოგადოების წარმომადგენლებიც იქნებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროტესტსა და იმ მიზანს, რომელიც ყველამ ერთად დავისახეთ, ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება, მიეცეს […]