აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს. “ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გამოხატავენ სინანულს ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო, ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეაჩეროს. ჩვენ ვგმობთ, ქართველების მიმართ გამოყენებულ გადამეტებულ ძალას, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს – ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ ბასტიონია. ამიტომ, ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან”, […]

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი გადადგა

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე გადადგა. ამის შესახებ მან ინფორმაცია X-ზე გამოაქვეყნა. “წარვადგინე ჩემი განცხადება ლიეტუვაში საქართველოს ელჩის პოზიციიდან გადადგომის შესახებ. პატივი და პრივილეგია იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისადმი 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში”, – განაცხადა შაფაქიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა – მედია

“მთავარი არხის” ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ თანამდებობა დატოვა. “ფორმულას” ინფორმაციით კი, თანამდებობა დატოვა აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმაც. ინფორმაციები ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

გია ვოლსკი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაზე – დღემდე საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასაც ახდენდნენ – ახლა პირდაპირ უტევენ ამ სიმართლისათვის

დღემდე საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასაც ახდენდნენ… ახლა პირდაპირ უტევენ ამ სიმართლისათვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი წერს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას განცხადებას აზიარებს, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნები საქართველოში არჩევანის ფართო საშუალებას იძლეოდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა. მისივე თქმით, როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების დახურულ […]

სალომე ზურაბიშვილი – არალეგიტიმური მმართველი პარტია და არალეგიტიმური ერთი კაცი ივანიშვილი ცდილობენ საქართველოს წაყვანას იქ, სადაც საქართველოს არ სურს წასვლა – უკან რუსეთში, უკან სსრკ-ის რამე ფორმაში

არალეგიტიმური მმართველი პარტია და არალეგიტიმური ერთი კაცი ივანიშვილი ცდილობენ საქართველოს წაყვანას იქ, სადაც საქართველოს არ სურს წასვლა – უკან რუსეთში, უკან სსრკ-ის რამე ფორმაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა. „ეს პარტია, რომელმაც მხარი დამიჭირა ჩემს არჩევაში, რაც ძალიან ნათელია, იყო პარტია, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა მუხლი, რომელსაც მე დღეს კბილებით […]

დემონსტრანტების მიმართ დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული აბსოლუტური უფლება – ომბუდსმენი

“მოქალაქეების მხრიდან ცალკეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ უნდა იქნას გამოყენებული კანონით განსაზღვრული კონკრეტული, ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები, თუმცა ეს არც ერთ შემთხვევაში არ წარმოშობს მთლიანი აქციისა და მშვიდობიანი მომიტინგეების სრულად დაშლის კანონიერ საფუძველს” – ბოლო ორი დღის საპროტესტო აქციების ძალადობრივად დარბევას საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება. ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ 30 ნოემბრის დილის საათებში, აქციის დაშლის დროს, […]

“ევროპისკენ მიმავალ გზაზე – არ გაჩერდე” – “საქართველოს ბანკი”

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით “საქართველოს ბანკი” განცხადებას ავრცელებს და ქართველ ხალხს მოუწოდებს, ევროპისკენ მიმავალ გზაზე არ გაჩერდნენ. საქართველოს ბანკისთვის, რომლის სახელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას ალტერნატივა არ აქვს. ევროპისკენ მიმავალ გზაზე – არ გაჩერდე!” ნათქვამია საქართველოს ბანკის განცხადებაში.

უარი ძალადობას, წინ ევროპისკენ! – ორბი ჯგუფი

ორბი ჯგუფი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მომავალს. ორბი ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს: უარი ძალადობას, წინ ევროპისკენ, საქართველო გაიმარჯვებს!

ომბუდსმენი: დემონსტრანტების მიმართ კონსტიტუციით, კონვენციით გარანტირებული უფლებები დაირღვა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბოლო დღეების საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ “მოქალაქეების მხრიდან ცალკეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ უნდა იქნას გამოყენებული კანონით განსაზღვრული კონკრეტული, ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები, თუმცა ეს არც ერთ შემთხვევაში არ წარმოშობს მთლიანი აქციისა და მშვიდობიანი მომიტინგეების სრულად დაშლის კანონიერ საფუძველს”. ომბუდსმენმა განაცხადა, რომ 30 ნოემბრის დილის საათებში, აქციის […]

ორბი ჯგუფი: უარი ძალადობას, წინ ევროპისკენ!

ორბი ჯგუფი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ორბი ჯგუფის ცნობით, მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მომავალს. ორბი ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს: უარი ძალადობას, წინ ევროპისკენ, საქართველო გაიმარჯვებს!