შსს რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ “მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე – მაშველები, სახანძრო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ჩაუკეტეს გზა და მეხანძრე-მაშველებს არ მისცეს ინციდენტის ადგილზე მისვლის შესაძლებლობა”. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, “მოქალაქეები მანქანას ურტყამდნენ ხელებს და სხვადასხვა ნივთებს. ასევე, აქციის მონაწილეებმა თავად დააპირეს წყლის რეზერვუარის ონკანის გახსნა, რის გამოც მეხანძრე-მაშველები […]

,,7-მა სპეცნაზელმა გამიტაცა მირტყეს უმოწყალოდ“ – ირაკლი წულაია

,,ჰოლონის” დამფუძნებელი, ირაკლი წულაია: ,,7-მა სპეცნაზელმა გამიტაცა მირტყეს უმოწყალოდ, ჩემი ძმა გადამეფარა და შემდეგ ჩემ ძმაზე გადაერთნენ, შეგვაგდეს მანქანაში და იქაც მაგრად გვირტყეს, 48 საათი გავატარეთ დროებით იზლოატორში, არ წამიყვანეს სავაადმყოფოში, დღეს მთელი დღე სასამართლოში ველოდები სასამართლო სხდომის ჩანიშვნას და ღამის სამ საათზე გადამიდეს იმ მოტივით რომ დამიმძიმონ მუხლი და სამშაბათს გაიმართება სხდომა! ერთადერთი იმას […]

,,თქვენი როდიონოვზე უარესი დედებს შევ@@@!“ – ბუკა პეტრიაშვილი

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ბუკა პეტრიაშვილი: ,,თქვენი როდიონოვზე უარესი დედებს შევ@@@! ეს ქვეყანა თუ დაგითმოთ, შოთიკოს სულს გეფიცებით! დამთავრდით იცოდეთ ქოცებო! ამ ლამაზ საქართველოს არ დაგანებებთ! შეგაკვდებით!”

მომიტინგეებმა “ოცნების” ოფისიდან 41 ნომრიანი ბანერი ჩამოხსნეს, აღმართეს საქართველოსა და EU-ს დროშები

აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე მდებარე “ქართული ოცნების” ოფისის აივანზე განთავსებული საარჩევნო ბანერი ჩამოხიეს. ადგილზე აღმართეს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. (tvpirveli)

შსს – აქციის მონაწილეებმა სახანძრო მანქანას გზა ჩაუკეტეს, თავად დააპირეს წყლის რეზერვუარის ონკანის გახსნა, რის გამოც მეხანძრე-მაშველები იძულებულნი გახდნენ სახანძრო ავტო-ცისტერნა წყლისგან დაეცალათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს სახანძრო მანქანიდან წყლის რეზერვუარის დაცლა აქციის მონაწილეებმა აიძულეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეებმა სახანძრო ავტომობილს, რომელიც ხანძრის შესახებ გამოძახებაზე მიდიოდა, გზა ჩაუკეტეს, მანქანას კი სხვადასხვა ნივთი ესროლეს. „გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული კიდევ ერთი დესტრუქციული და უკანონო ქმედების შესახებ. საზოგადოებრივი […]

აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ – ნაწილი კლინიკაშია გადაყვანილი

რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მათგან რამდენიმე კლინიკაშია გადაყვანილი. პირდაპირი ეთერში მუშაობისას დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი, გიორგი შეწირული. როგორც ტელეკომპანიაში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, აქციის დაშლისას მან ფეხის არეში მიიღო მძიმე დაზიანება და ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ. კლინიკაშია გადაყვანილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორიც. სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ გადაიყვანა კლინიკაში ერთ-ერთი დაშავებული […]

რუსთაველის გამზირზე, „ცისფერ გალერეასთან” კიდევ რამდენიმე მომიტინგე დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, „ცისფერ გალერეასთან“ აქციის კიდევ სამი მონაწილე დააკავეს. პარალელურად, სპეცრაზმის თანამშრომლებმა გზიდან ბარიკადები აიღეს, რომლებიც მომიტინგეებმა ცოტა ხნის წინ მოაწყვეს. ისინი რუსთაველის გამზირზე იმ ტერიტორიის გასუფთავებას ცდილობენ, სადაც ცოტა ხნის წინ პროტესტის მონაწილეები იმყოფებოდნენ. მათ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. ამ დროისთვის, უშუალოდ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან და „ცისფერი გალერეიდან“ „თბილისი მარიოტამდე“ […]

სახანძრო სამსახურის ბრიგადამ, პარლამენტის მიმდებარედ განთავსებული წყლის ჭავლის მანქანების შესავსებად, სახანძრო მანქანით მიტანილი წყალი დემონსტრაციულად, ქუჩაში დაცალა

სახანძრო სამსახურის ბრიგადის რამდენიმე თანამშრომელმა დავალების შესრულებაზე უარი თქვა და პარლამენტის მიმდებარედ განთავსებული სახანძრო მანქანიდან წყალი დემონსტრაციულად ქუჩაში დაცალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს სახანძრო მანქანით წყალი აქციის ტერიტორიაზე განთავსებული წყლის ჭავლის მანქანების მოსამარაგებლად მიჰქონდათ, რომლითაც მომიტინგეებს შლიან. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა სახანძრო მანქანა გააჩერეს და რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებთან მივიდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების […]

საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში – ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება – აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეპრესიები უნდა შეწყდეს

საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტაზე, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ “რეპრესიები უნდა შეწყდეს”. “ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას საქართველოს მოსახლეობასთან და მხარს უჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს. ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს დაცული. […]

ანა დოლიძე – ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაგვშალეს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, 30 დეკემბრის ღამეს, პოლიციამ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა. „გაზი გვესროლეს. გაფრთხილება არ იყო. ვირბინეთ და მერე ვიღაც ღვთისნიერმა შემასხა ფიზიოლოგიური. ჭყლეტის საშიშროება იყო სერიოზული. ბევრი სასწრაფო ბრიგადა იყო გარშემო. იმედია, არავინ დაზიანდა სერიოზულად. ეს ქვეყანა ჩვენია“, – წერს ანა დოლიძე.