პაატა დავითაია – მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა არის უმძიმესი დარტყმა ჩვენი ქვეყნისთვის

რამდენიმე საათის წინ განვაცხადეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გადადიოდა მკვეთრ მოქმედებებზე. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ, არის უკიდურესად მძიმე და კატასტროფული ამბავი ქართული სახელმწიფოსთვის – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა. პაატა დავითაიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში და პარტნიორებთან დაკავშირებით. […]

“ეს არის თითოეული დიპლომატის ბრალი” – ბოკუჩავა აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აშშ-ს მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე პასუხისმგებლობას დიპლომატიურ კორპუსს აკისრებს. ის “ქართულ ოცნებას” რუსულ რეჟიმად მოიხსენიებს, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრიობას ართმევს და ამ პასუხისმგებლობას იმ დიპლომატებზე ანაწილებს, რომლებიც მიმდინარე პროცესების საწინააღმდეგო პოზიციას არ აფიქსირებენ. “ოლიგარქის გარდა, ეს არის თითოეული დიპლომატის ბრალი, რომელიც დღეს არის ჩუმად და ემსახურება რუსულ რეჟიმს, რომელიც ართმევს […]

თსუ-ს აკადემიური პერსონალი: კატეგორიულად ვემიჯნებით ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის მცდელობას

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი კატეგორიულად ემიჯნება საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას. ამ შინაარსის საჯარო განცხადებას 1 დეკემბრის 10:00 საათისთვის ხელს აწერს პერსონალის 186 წარმომადგენელი. ისინი გმობენ სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი ჩახშობის ყველა გამოვლინებას. ხელმომწერები მოუწოდებენ თსუ-ს აკადემიურ საბჭოს, გააკეთოს შესაბამისი განცხადება. თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო […]

დიპლომატიური იზოლაცია, ეკონომიკური სანქციები, უსაფრთხოება – რა რისკებს ხედავს ბიზნესი

“დიპლომატიური იზოლაცია, ეკონომიკური სანქციები (სავაჭრო, საინვესტიციო, გლობალურ ფინანსურ სისტემებზე წვდომა და ა.შ), უსაფრთხოების რისკები (რუსეთს რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხრიდან, რაიმე სახის აგრესიის პირობებში, მათთან პირისპირ დარჩენა და ა.შ.),” – ამ რისკებს ხედავს ქვეყანაში დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე ბიზნესმენი რესან ქიქავა. ის სოციალიურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც წერს, რომ დღეს, ქართველ ხალხს, […]

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ ვართ ღრმა კრიზისში და ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, არის სტაბილურობა – ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რათა უზრუნველვყო სტაბილურობა გარდამავალ პერიოდში ახალ არჩევნებამდე

ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა. ყველაფერი იშლება. ამ ქვეყანაში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა. ყველა სხვა ინსტიტუტში გაბატონებულია ერთპარტიული მმართველობა, პარტიაში კი ერთკაციანი მმართველობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადის ქუჩაში […]

ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ

ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, მათ კოცონი აქვთ დანთებული. გარდა ამისა, ადგილზე მიიტანეს საბურავებიც. აქციის მონაწილეები ერთმანეთს საკვებით ამარაგებენ. აქციის გამო საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გაათენეს, მათ წინააღმდეგ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები.

“საქართველო უნდა გათავისუფლდეს “ქართული ოცნების” მავნებლობისგან” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური თამაზ ლომიძე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს “ქართული ოცნების” მავნებლობისგან. “საქართველო უნდა გათავისუფლდეს “ქართული ოცნების” მავნებლობისგან. დაიღალა ქვეყანა ამათი მდაბიო ტყუილებისგან, ამათი თაღლითური ტრიუკებისგან, კრემლის კაბინეტებში მოფიქრებული და ამათი შესრულებული სიბოროტისგან, ამათი პროვინციალიზმისგან და მდაბიო ვაჭრობისგან. რამდენი წელია […]

“მომავალი ევროკავშირშია!” – “პროკრედიტ ბანკი – საქართველოს” გენერალური დირექტორი

“წინ ევროპისკენ!” – სოციალურ ქსელში ამ პოსტით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა “პროკრედიტ ბანკი – საქართველოს” გენერალური დირექტორი ალექსი მატუა. “მომავალი ევროკავშირშია”, – წერს მატუა.

ევროპარლამენტარი საქართველოს კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს

ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე წერს, რომ საქართველოს კრიზისშია და ამ ვითარებიდან გამოსასვლელ გეგმად მას ირაკლი კობახიძისა და ვახტანგ გომელაურის გადადგომა და ტექიკური მთავრობის შექმნა მიაჩნია. სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი), ევროპარლამენტარი წერს, რომ მას, როგორც ადამიანს, ვისაც სწამს ევროპული ღირებულებებისა და როგორც დემოკრატიული საქართველოს მეგობარს, არ შეუძლია ჩუმად ადევნოს თვალი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მისი სიტყვებით, […]

ევროინტეგრაციის კურსის ღალატს ვემიჯნებით – თსუ-ს აკადემიური პერსონალის ნაწილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ნაწილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ევროინტეგრაციის კურსის “ღალატის ნებისმიერ მცდელობას” ემიჯნება და სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი ჩახშობას გმობს. “კატეგორიულად ვემიჯნებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას. ვგმობთ სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი ჩახშობის ყველა გამოვლინებას. მოვუწოდებთ თსუ-ს აკადემიურ საბჭოს, გააკეთოს შესაბამისი განცხადება”, – ვკითხულობთ […]