რას ნიშნავს აშშ-ის გადაწყვეტილება სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება – გიორგი მელაშვილი

რას ნიშნავს აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე?- მცირე განმარტებას საზოგადოებისთვის აკეთებს “ევ­რო­პულ-ქარ­თუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი მე­ლაშ­ვი­ლი. მისი შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ” ჰაერში დაკიდა ჩვენი სამშობლოს თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით. ქარტიას ხელი 2009 წლის დასაწყისში მოეწერა. “ძალიან მოკლედ: ქართულმა ოცნებამ ჰაერში დაკიდა ჩვენი სამშობლოს თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან […]

„ფულბრაიტის“ 50 მონაწილე გმობს „ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერებაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამის (Fulbright) 50 მონაწილე „ხაზგასმით გმობს“ „ქართული ოცნების“ მმართველობის გადაწყვეტილებებს, რაც, მათი შეფასებით, „სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ კურსს, ასევე, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს“. პირველ დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში „ფულბრაიტის“ სტიპენდიანტები წერენ, რომ „ქართული ოცნების“ მიღებული გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, „უხეშად არღვევს საქართველოს […]

როთი: თბილისში, როგორც არსად, მიმდინარეობს ბრძოლა ნამდვილი ევროპისთვის

თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. აქ, როგორც არსად, მიმდინარეობს ბრძოლა ნამდვილი ევროპისთვის – დემოკრატიული და თავისუფალი ევროპისთვის. ევროპისთვის, სადაც არ არის შიში და ჩაგვრა. დარჩით უსაფრთხოდ, ძვირფასო მეგობრებო საქართველოში! თქვენ გაიმარჯვებთ!

საქართველოს უნივერსიტეტი: სწავლა მომავალ კვირასაც შეწყვეტილია

საქართველოს უნივერსიტეტის განცხადებით, უნივერსიტეტში სწავლა მომავალ კვირაშიც შეწყდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ ქსელში ვრცელდება. “”სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა.” სწავლა მომავალ კვირასაც შეწყვეტილია”, – წერია განცხადებაში.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი განსხვავებული ფორმატით გაიხსნება – კინოფესტივალის ორგანიზატორები და რეჟისორები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდი მკაცრად გმობს თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან და კატეგორიულად ემიჯნება „ქართული ოცნების“ გაცხადებულ პოლიტიკას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ,- ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, როგორც ცნობილია, დღეს, თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი განსხვავებული ფორმატით გაიხსნება. 19:00 სთ-ზე კინოთეატრ “ამირანში”კინოფესტივალის ორგანიზატორები და რეჟისორები […]

“აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში” – კალაძე ქართველი ფეხბურთელების განცხადებებს გამოეხმურა

საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს საქართველოს ნაკრების არაერთი ფეხბურთელი გამოეხმაურა. მათ ძალადობა დაგმეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. ფეხბურთელების განცხადებების შესახებ ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანსა და ამჟამად თბილისის მერ კახა კალაძეს სთხოვეს. “აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ამ სულისკვეთებაში. რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპული მომავალი, საქართველოს ხელისუფლება არის ზუსტად ის, ვინც ყველაფერს […]

თსუ-ს აკადემიური პერსონალი განცხადებას ავრცელებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი განცხადებას ავრცელებს. “კატეგორიულად ვემიჯნებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას. ვგმობთ სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი ჩახშობის ყველა გამოვლინებას. მოვუწოდებთ თსუ აკადემიურ საბჭოს, გააკეთოს შესაბამისი განცხადება”,_ ნათქვამია განცხადებაში.

„ქართულმა ოცნებამ“ გააქრო ის მოლოდინიც, რომელიც ინვესტორების ნაწილს შეიძლება ჰქონოდა – ფინანსისტი (bm.ge)

ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან ძალიან ემსგავსება მტრული ბანაკების ურთიერთობას. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, მმართველი პარტია 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებს. აღსანიშნავია, რომ სინამდვილეში „:ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. გიგა […]

ევროკავშირის ლიდერები კიევში ჩავიდნენ

ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი ანტონიო კოსტა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი კიევში ჩავიდნენ, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ევროკავშირის დელეგაცია უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ახალი თანამდებობის დაკავებიდან პირველი ვიზიტის გზავნილს კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე აქვეყნებს: “ევროკავშირს სურს, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი. […]

„კატეგორიულად ვგმობთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას“, – ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები აცხადებენ, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება არის საქართველოს სამომავლო განვითარების იმპერატივი და ხალხის უზენაეს ნება, რომელიც „განსაზღვრულია ჩვენი წინაპრების ღვაწლით, ნათლადაა გამოხატული საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ და მკაფიოდაა გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში“. ერთობლივ განცხადებაში ისინი წერენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და გმობენ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით: […]