სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ არ ვითხოვთ რევოლუციას, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს

ჩვენ არ ვითხოვთ რევოლუციას, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, მაგრამ ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხალხის ნება კვლავ არასწორად არ იქნება წარმოდგენილი და მოპარული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობის მშვიდობიან მოთხოვნას – ახალ არჩევნებს. „რაც შეეხება იმას, რისი გაკეთება […]
გიგი გიგიაძე – არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დაანებოს ქართველ ხალხს თავი და დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ეს იქნება ყველაზე ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესისა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით

არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დაანებოს ქართველ ხალხს თავი და დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ეს იქნება ყველაზე ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესისა, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიგი გიგიაძემ განუცხადა. გიგი გიგიაძის განცხადებით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ დაკარგოს ყველა მონაპოვარი, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია. „ქვეყანაში მიმდინარე პროცესი შეიძლება მივიდეს მხოლოდ იქამდე, რომ ამ […]
მეღვინეები, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და საზოგადოებასა და პროფესიულ ჯგუფებს მიმართავენ

მეღვინეები, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და საზოგადოებასა და პროფესიულ ჯგუფებს მიმართავენ. მეღვინეები მოუწოდებენ პროფესიულ ჯგუფებს, მოახდინოს მობილიზება და დიდ ეროვნულ პროტესტს ორგანიზებულად შეუერთდნენ. როგორც განცხადებაში განმარტავენ, ამ მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების არნახული ერთიანობის დაფიქსირებით არის შესაძლებელი. „ამ განცხადებით საზოგადოებას მივმართავთ ქართველი მეღვინეები, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და როგორც პროფესიული ჯგუფი. […]
დღეს, 1 დეკემბერს, 18:00-ზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია იგეგმება

დღეს, 1 დეკემბერს, 18:00-ზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნებია: 1. გადადგეს ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი; 2. ყოველდღიურად, ეთერი დაეთმოს საზოგადოებას. 3. არ შეიზღუდოს მაუწყებლობა რეგიონებში. ** 30 ნოემბერს, საქართველოს პირველ არხთან აქცია გაიმართა. მათი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოში მიმდინარე პროცესების, მათ შორის აქციების, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, ობიექტურად გაშუქება იყო. […]
უკანასკნელ ორ დღეში ვხედავთ “ოპოზიციის” გაშმაგებულ მცდელობას – გადაფარონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული აღიარებისა და ლეგიტიმურობის თაობაზე

უკანასკნელ ორ დღეში ვხედავთ “ოპოზიციის” გაშმაგებულ მცდელობას – გადაფარონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული აღიარებისა და ლეგიტიმურობის თაობაზე ვხედავთ ჩვენ უკანასკნელ ორ დღეში “ოპოზიციის” გაშმაგებულ მცდელობას – გადაფარონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული აღიარებისა და ლეგიტიმურობის თაობაზე, – წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით […]
ადგილი აქვს ოპოზიციის, მათი მედია საშუალებების და პარტნიორების მხრიდან ეუთოს არა მარტო იგნორს, არამედ მასზე თავდასხმას
დღესდღეობით ეუთო არის ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია და მისი იგნორირება ყოვლად დაუშვებელია. დღეს კი სამწუხაროდ ადგილი აქვს როგორც ოპოზიციის, მათი მედია საშუალებების და პარტნიორების მხრიდან ეუთოს არა მარტო იგნორს, არამედ მასზე თავდასხმას. არ იმჩნევენ ეუთოს კოორდინატორის პასკალ ალიზარდის 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებას, არ იმჩნევენ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებას, სადაც აღიარებულია ჩვენი არჩევნები და მისი ლეგიტიმაცია, […]
რადიკალები საგულდაგულოდ არ ახსენებენ ეუთო/ოდირის დასკვნას, რადგან ნონსენსი ხდება მათი ბოროტი ზღაპრები არჩევნების ე.წ. გაყალბებაზე

რადიკალები საგულდაგულოდ არ ახსენებენ ეუთო/ოდირის დასკვნას, რადგან ნონსენსი ხდება მათი ბოროტი ზღაპრები არჩევნების ე.წ. გაყალბებაზე. დესტრუქციის მედროშე “ნაცები” ყოველთვის წინ ეღობებიან ობიექტურ რეალობას და იმ დასავლურ ინსტიტუტებს, რომლებიც არ არიან მათი მოკავშირეები,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. მისივე თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნა ზუსტადაც აღწერს დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს და რადიკალური ოპოზიციის ყოველგვარ ბინძურ სპეკულაციას აცამტვერებს. „ რადიკალები საგულდაგულოდ […]
მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას კონსტიტუცია და უზრუნველყოს საქართველოს დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე დაუყოვნებლივ – შშმ პირთა ქსელი

მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას კონსტიტუცია და უზრუნველყოს საქართველოს დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, არა შორეულ და გაურკვეველ მომავალში, არამედ უმოკლეს ვადებში! – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შშმ პირთა ქსელი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპული მომავალი და ქვეყნის განვითარება პირდაპირ უკავშირდება შშმ პირთა კეთილდღეობას. „3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეს აღნიშნავს. ჩვენ, ქსელის გამგეობა, საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის […]
თბილისის კინოფესტივალმა ქართული ფილმების ჩვენება გააუქმა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საპროტესტო აქციების მონაწილეებს და მკაცრად დაგმო სახელმწიფოს ძალადობრივი ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. საერთშორისო კინოფესტივალის გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ კატეგორიულად ემიჯნებიან „ქართული ოცნების“ გაცხადებულ პოლიტიკას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ და გმობენ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ანტიჰუმანურ და დისკრიმინაციულ კანონებს. „კინოფესტივალის გუნდმა ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად მიიღო […]
მთავრობის გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს, ვგმობთ ძალადობის რეალურ ფაქტებს – „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეცვალოს პოლიტიკური გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან ცალმხრივად მოხსნაზე, რაც კონტექსტის მიუხედავად, დამაზიანებელია ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებზე, არ პასუხობს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს და არ ქმნის მკაფიო ნდობას ხელისუფლების ნებაზე საქართველო გახდეს ევროინტეგრაციის პროცესში მოწინავე ქვეყანა. მეორეს მხრივ, ორგანიზაცია გმობს არაპროპორციულ ძალას მომიტინგეების მიმართ. მათი განმარტებით, […]