გიგი გიგიაძე – არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დაანებოს ქართველ ხალხს თავი და დანიშნოს ხელახალი , ეს იქნება ყველაზე ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესისა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით

არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დაანებოს ქართველ ხალხს თავი და დანიშნოს ხელახალი , ეს იქნება ყველაზე ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესისა, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიგი გიგიაძემ განუცხადა.
გიგი გიგიაძის განცხადებით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ დაკარგოს ყველა მონაპოვარი, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია.
„ქვეყანაში მიმდინარე პროცესი შეიძლება მივიდეს მხოლოდ იქამდე, რომ ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დაანებოს ქართველ ხალხს თავი და დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ეს იქნება ყველაზე ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესისა, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. ადამიანთა ეს ჯგუფი გასულია კონსტიტუციის ჩარჩოდან და არიან სრულიად მოწყვეტილი იმ რეალობას, რაც ხდება საქართველოში. რეალურად, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი, მით უფრო გაიზრდება ის უფსკრული, რომელიც არის „ქართულ ოცნებასა“ და საზოგადოებას შორის“, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…