ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ქართველი ხალხი ჩვენთვის იმედია – რუსული იმპერიალიზმი უნდა დამარცხდეს

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირისთვის იმედია. „ქართველი ხალხი ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, იმედია. რუსული იმპერიალიზმი უნდა დამარცხდეს!“- წერს მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე.
პრემიერი – კეზერაშვილის დაფინანსებული მედიის წარმომადგენლები შეიჭრნენ სხვა მედიასაშუალებაში, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, გუშინდელმა დღემ გამოაჩინა, რომ საქართველოში სრულდება ლიბერალური ფაშიზმი და პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება

პროტესტის საგანია ის, თითქოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია, რაც ბუნებაში არ არსებობს, უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს, ისეთ რამეს აპროტესტებენ, რაც არ მომხდარა, ერთადერთი რაც უნდა მოხდეს, არის მარტივი რამ, ყველა უნდა დამშვიდდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინდელმა დღემ გამოაჩინა, რომ საქართველოში სრულდება ლიბერალური ფაშიზმი […]
ოზურგეთში მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

ოზურგეთში მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი თავდაპირველად თეატრის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით დემონსტრანტებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით „საქართველო, საქართველო“ და მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. როგორც ისინი აცხადებენ, ერთობით აუცილებლად დაამარცხებენ რუსულ რეჟიმს. „ცხადია, ჩვენ ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს, მიტაცებულ ხელისუფლებას, ვაპროტესტებთ ამ მავნებლების და კუნთიანი „ზონდერების“ […]
სილკ როუდ ჯგუფის განცხადებით, ფოსტის შენობის სახურავზე სპეცრაზმელები არ იმყოფებოდნენ

პირველი დეკემბრის გამთენიას, ფორმულას ღამის სპეციალურ ეთერში ითქვა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ყოფილი ფოსტის შენობის სახურავზე იმყოფებოდნენ სპეცრაზმელები. ეს ინფორმაცია ფორმულას ჟურნალისტებს მომიტინგეებმა მიაწოდეს. ყოფილი ფოსტის შენობა სილკ როუდ ჯგუფის საკუთრებაშია. კომპანიის განცხადებით, მის კუთვნილ შენობაში ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ის სრულად არის დაცული კომპანიის უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ. სილკ როუდ ჯგუფი აცხადებს, რომ ტერიტორიაზე უცხო […]
კობახიძე: ზალკალიანზე სხვადასხვა მხრიდან ძალიან მძიმე და სერიოზული ზეწოლა იყო

ბატონმა დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. მე მას ვესაუბრე. ყველას სხვადასხვაგვარი ნებისყოფა აქვს – მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც სხვადასხვა მხრიდან ძალიან მძიმე, სერიოზული ზეწოლა იყო. აქ ნაცების ზეწოლა არ იგულისხმება. სამწუხაროა, რომ მან პოსტი დატოვა, თუმცა, ეს მისი არჩევანი იყო და მე ამას პატივს ვცემ.
“ხაშური არის ევროპა” – საპროტესტო მსვლელობა ხაშურში

ხაშურში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ აპირებენ შეეგუონ იმ რეალობას რომელიც შექმნა ოლიგარქიულმა რეჟიმმა. ,,აჯანყდი”, “ხაშური ირჩევს ევროპას!”, “სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი”… ასეთი ტრანსპარანტებით აწყობენ მსვლელობას აქციის მონაწილეები
„პირდაპირი შედეგი ექნება ევროკავშირისგან“ – კაია კალასი მომიტინგეებზე ძალადობასა და ევროინტეგრაციის შეჩერებაზე

ევროკავშირის ახალი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებს მოჰყვება „პირდაპირი შედეგები ევროკავშირისგან“. „ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხისა და ევროპულ მომავალზე მისი არჩევანის გვერდით“, – წერს იგი პლატფორმა X-ზე. „ვგმობთ ძალადობას მომიტინგეთა წინააღმდეგ და ვწუხვართ მმართველი პარტიის სიგნალების გამო, რომ არ აგრძელებენ საქართველოს გზას ევროკავშირისაკენ და […]
რადიო თავისუფლების პროდიუსერი ბექა ბერაძე საგარეჯოს იზოლატორშია გადაყვანილი

რადიო თავისუფლების პროდიუსერი ბექა ბერიძე, რომელიც წუხელ პარლამენტთან მდებარე ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დააკავეს, საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ჩვენთვის ცნობილია, რომ ის უკვე მოინახულმა ექიმმა და ამ წუთებში ადვოკატი ელის მასთან შეხვედრას. დამატებით ცნობები, თუ როგორ გრძნობს ის თავს, ამ ეტაპზე არ გვაქვს. თბილისში მიმდინარე აქციების დროს დაკავებული ადამიანების ადვოკატები აღნიშნავენ, რომ თბილისის წინასწარი დაკავების […]
დე ბრუინიც MLS-ში – “სიტის” ნახევარმცველი შესაძლოა, რამოსის თანაგუნდელი გახდეს

GiveMeSport-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “სიტის” გუნდის ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი დატოვებს და MLS-ში გადაბარგდება. მიუხედავად საუდის არაბეთის კლუბების ინტერესისა, ბელგიელს კარიერის გაგრძელება აშშ-ში სურს. კევინის მიმართ ინტერესს “სან დიეგო” იჩენს, რომელიც MLS-ში აღზევდა და გუნდის ინვესტორი ახლახანს ხუან მატა გახდა. საინტერესოა, რომ “სან დიეგომ” პსვ-იდან ირვინგ ლოსანოს ტრანსფერზე შეთანხმებას უკვე მიაღწია და მედიაში […]
“უკრაინული სცენარის” თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლება მომიტინგეების მოთხოვნებს უნდა დათანხმდეს“ – დმიტრო კულება

“საქართველოს ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებში უცხოურ სუბიექტებს ადანაშაულებს, მაგრამ დამნაშავე თავად არიან. ისინი პრორუსული პოზიციიდან საქართველოს რუსეთად გადაქცევაზე გადავიდნენ და ხალხი წინააღმდეგობას უწევს“, – წერს სოციალურ ქსელ X-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დმიტრო კულება. ის დარწმუნებულია, რომ “უკრაინული სცენარის” თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლება მომიტინგეების მოთხოვნებს უნდა დათანხმდეს. “უკრაინული სცენარის” თავიდან ასაცილებლად, ისინი ახლა მომიტინგეების მოთხოვნებს […]