თამაშის დასასრული ამ ომში იქნება რუსების გაყრა უკრაინიდან, დონბასის და ყირიმის ჩათვლით – ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინა-რუსეთში

“თამაშის დასასრული ამ ომში იქნება რუსების გაყრა უკრაინიდან, დონბასის და ყირიმის ჩათვლით. რომელიც საბოლოოდ დაანგრევს კიდეც პუტინის რეჟიმს. მე არ მგონია, რომ იყოს რაიმე სახის მოლაპარაკებები” – ამის შეასხებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინა-რუსეთის საკითხებში, გენერალმა კიტ კელოგმა Fox News-სთან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუში გენერალმა კელოგიმ ამ ომს უწოდა “გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ”. მისი პროგნოზით, […]
კობახიძე ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაჩერებაზე: “ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა”

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერებას “ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა”. მისი განმარტებით, ის ამ საკითხს ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან განიხილავს. ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ძალაუფლებას 2025 წლის 20 იანვარს გადაიბარებს. “თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას – ტრამპის […]
კაია კალასი და მარტა კოსი – ევროკავშირის კარი ღია რჩება და საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია

ევროკავშირი სწუხს ირაკლი კობახიძის განცხადების გამო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, რომ არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „ ეს განცხადება აღნიშნავს გადახვევას […]
„არა რუსულ ხელისუფლებას, ჩვენი არჩევანი ევროპაშია“ – ამ დევიზით ავტომფლობელებმა ქუთაისში მსვლელობა გამართეს

„არა რუსულ ხელისუფლებას, ჩვენი არჩევანი ევროპაშია“ – ამ დევიზით ავტომფლობელებმა ქუთაისში მსვლელობა გამართეს. უწყვეტი ხმოვანი სიგნალებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, მათ ქვეყნის ევროინტეგრაციის დაცვა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, ავტომსვლელობისას ადგილობრივებს მოუწოდებენ, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებს შეუერთდნენ და 18:00 საათზე მერიის წინ დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ. „პროტესტი გრძელდება, ამჯერად ავტომფლობელები ქალაქში მსვლელობას ვმართავთ. ამ ფორმით ვაპროტესტებთ „ქართული […]
რატი იონათამიშვილი – გვაქვს ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნა და ეუთოს ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებები, რითაც წერტილი დაესვა ყოველგვარ დეზინფორმაციას არჩევნების წინააღმდეგ, რომელიც უსაფუძვლოდ ჰქონდა გაჩაღებული რადიკალურ ოპოზიციას

ჩვენ გვაქვს ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნა და გვაქვს ეუთოს ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებები, რომელმაც უმაღლეს დონეზე შეაფასა საქართველოში ჩატარებული არჩევნები, რითაც წერტილი დაესვა ყოველგვარ დეზინფორმაციას საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგ, რომელიც ესე უსაფუძვლოდ ჰქონდა გაჩაღებული რადიკალურ ოპოზიციას, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ მოსწონდათ ის შედეგები და ის ადგილი, რომელიც განუწესა ჩვენმა საზოგადოებამ ამ ადამიანებს, – ამის შესახებ […]
მაია სანდუ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. მაია სანდუ X-ზე წერს, რომ საუბრისას ქართველი ხალხისადმი სოლიდარობა გამოხატა და, ასევე – აღფრთოვანება მათი გამბედაობით, რითაც დემოკრატიასა და ევროპულ გზას იცავენ. “ახლახან ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს. გამოვხატე მოლდოვის სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და ჩემი პირადი აღფრთოვანება მათ გამბედაობაზე, დემოკრატიისა და ევროპული გზის დასაცავად. მოლდოველებსა და […]
გახარია ევროკავშირს: აჩვენეთ ამ მამაც ხალხს, გესმით მათი ხმა და მტკიცედ უჭერთ მხარს

გახარია საქართველოსთვის ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეები ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და ევროკავშირის მკაფიო, მტკიცე პოზიცია არა მარტო ძალას მისცემს ახალგაზრდეს, არამედ დაამტკიცებს, რომ ევროპა მათ გვერდით დგას. გახარია მიმართავს ევროკავშირს, რომ მათ ამ ხალხის ხმა ესმის და მტკიცედ უჭერს მხარს ხალხის ბრძოლას. “როგორც ხედავთ, მამაცი ქართველი ახალგაზრდები საქართველოს ქუჩებში იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, […]
კობახიძე ევროკავშირს – დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს

„საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხისადმი“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირველ დეკემბერს გამართულ კონფერენციაზე და დაამატა, რომ ვრცელდება სიცრუე, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. თუმცა, მან რამდენიმე დღის წინ, 28 ნოემბერს თავად განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს: “დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების […]
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის განცხადებით, ბოლო 24 საათში აქციაზე დაშავებულ შვიდ პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის განცხადებით, ბოლო 24 საათში აქციაზე დაშავებულ შვიდ პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, დაშავებულებს კი ძირითადად თავის, სახის, ცხვირის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, ბოლო 24 საათში, აქციიდან 17 პაციენტი გადაიყვანეს. „შვიდი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, 10 გაეწერა. ძირითადად, თავის, სახის, ცხვირის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“,- აღნიშნა ანა დალაქიშვილმა.
ირაკლი კობახიძე – მინდა შევახსენო ევროკავშირის ელჩს – დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს – საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხისადმი

მინდა შევახსენო ევროკავშირის ელჩს – დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. „პირველივე განცხადებაში და მთელი ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ არათუ ევროინტეგრაციის პროცესს არ ვაჩერებთ, არამედ […]