სალომე ზურაბიშვილს ოთხი პარასკევი დარჩენია – კალაძე პრეზიდენტის 14 დეკემბერს ჩანიშნულ არჩევნებზე

„ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, თავისი ქვეყნის და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და არა მოღალატე აგენტი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, პარლამენტი არალეგიტიმურია, ამიტომ ახალ პრეზიდენტს ვერ აირჩევს და ის რჩება პრეზიდენტად. „სალომე ზურაბიშვილს ზუსტად ოთხი პარასკევი დარჩენია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ავირჩევთ პრეზიდენტს. ძალიან […]
„პალიტრა მედიას“ განცხადება

ბოლო დროინდელმა განცხადებებმა და მოვლენებმა საქართველო დააყენა დესტაბილიზაციისა და ქაოსის საფრთხის წინაშე, რასაც შესაძლოა, უმძიმესი შედეგი მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის – მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა თუ სოციალური მდგომარეობისა. ეკონომიკური კოლაფსი, განვითარების ათწლეულებით შეჩერება, კრიმინალის აღზევება და მასობრივი ემიგრაციის ახალი ტალღა – აი, ეს ემუქრება ჩვენს ქვეყანას მოვლენების ყველაზე მძიმე სცენარით განვითარების შემთხვევაში. „პალიტრა […]
შალვა პაპუაშვილი – მინდა, მოვუწოდო აქციის ყველა მონაწილეს, დარჩნენ მშვიდობიანი დემონსტრაციის ფარგლებში – წუხანდელი თავდასხმის შედეგად, პარლამენტში დაზიანებულია 48 სამუშაო ოთახი

ბოლო სამი დღის განმავლობაში საზოგადოება აკვირდება, რომ რუსთაველის გამზირზე ადამიანთა გარკვეული ჯგუფი შეკრებისთანავე იწყებს ვანდალიზმს, ქონების დაზიანებას და პოლიციელებზე ფიზიკურ ძალადობას, ქვების და ასაფეთქებლების დამიზნებით სროლით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა. მისივე თქმით, წუხანდელი თავდასხმის შედეგად პარლამენტში დაზიანებულია 48 სამუშაო ოთახი. “სამი დღეა საზოგადოება აკვირდება თბილისში, რუსთაველის […]
მაია სანდუ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა

მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „ცოტა ხნის წინ ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. გამოვხატე მოლდოვას სოლიდარობა ქართველ ხალხის მიმართ და ჩემი პირადი აღფრთოვანება დემოკრატიისა და ევროპული გზის დასაცავად მათი გამბედაობის გამო“, – წერს მოლდოვას პრეზიდენტი. მისი თქმით, მოლდოველებს და ქართველებს აქვთ ერთი და […]
შალვა პაპუაშვილი აშშ-ის გადაწყვეტილებაზე – დასანანია, რომ ადმინისტრაცია, რომელიც მიდის და უნდა გადააბაროს ხელისუფლება, ასეთ განცხადებას აკეთებს და მომავალ ადმინისტრაციას უქმნის გარკვეულ პოზიციას, რომელიც შეიძლება არ იყოს სახარბიელო

დასანანია, რომ ადმინისტრაცია, რომელიც მიდის და უნდა გადააბაროს ხელისუფლება, ასეთ განცხადებას აკეთებს და მომავალ ადმინისტრაციას უქმნის გარკვეულ პოზიციას, რომელიც შეიძლება არ იყოს სახარბიელო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების სურვილისა, წლების განმავლობაში […]
მომიტინგეები ჭავჭავაძის გამზირიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავს

ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართება. აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ გაშლილი. ისინი სკანდირებენ: “გამოდით, გამოდით” და მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. 30 ნოემბრის ღამეს, საპროტესტო აქციის დაშლის მიუხედავად, პროტესტის მონაწილეთა ნაწილი ამ დრომდე ჭავჭავაძის გამზირზე რჩება, რის გამოც გზა გადაკეტილია.
შალვა პაპუაშვილი საპროტესტო აქციებზე – ყველა კანონიერ ფორმაში უნდა დაბრუნდეს და არ უნდა დაუშვას ძალადობა – სინამდვილეში ამ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს რეალური საფუძველი არ აქვს

სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ, რომ ღონისძიებებს აორგანიზებს ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, არჩევნებში მისი წაგება ახლა, ჩაანაცვლოს რაღაც სხვა თემით. გზა მარტივია – ყველა კანონიერ ფორმაში უნდა დაბრუნდეს და ძალადობა არ უნდა დაუშვას. თავად საზოგადოება დაინახავს შემდეგ, რომ სინამდვილეში ამ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს რეალური საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც […]
“სამართლიანი არჩევნები” მოითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მათი მკვლევარი შოთა ნარსია

ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” მოითხოვს, აქციაზე დაკავებული მათი უფროსი მკვლევარი შოთა ნარსია დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და ის სასწრაფოდ გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში. შოთა ნარსია 2024 წლის 1 დეკემბრის გამთენიისას, მედიაში გავრცელებული კადრებით 01:39 საათზე, ძმები ზუბალაშვილებისა და ლესია უკრაინკას ქუჩების მიმდებარედ დააკავეს. “სამართლიანი არჩევნები” წერს, რომ პოლიციის მიერ, სავარაუდოდ, გაზის გამოყენების შემდეგ, მას სპეციალური დანიშნულების […]
პუტინმა დაამტკიცა სამწლიანი ბიუჯეტი, რომელშიც სარეკორდოდ დიდია სამხედრო ხარჯები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს 2025-2027 წლების ფედერალური ბიუჯეტის შესახებ. 21 ნოემბერს იგი სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა. ბიუჯეტში შედის რეკორდული ხარჯები სამხედრო საჭიროებებზე. 2025 წელს ისინი შეადგენს 13,5 ტრილიონ რუბლს – ქვეყნის მთელი ხარჯების დაახლოებით 41%-ს. ეს მეტია, ვიდრე ჯანდაცვის, განათლების, სოციალური პოლიტიკისა და ეროვნული ეკონომიკის დაპირებული დაფინანსება ერთად. ამ ხარჯების დასაფარად 2025 წლიდან […]
თამაშის დასასრული ამ ომში იქნება რუსების გაყრა უკრაინიდან, დონბასის და ყირიმის ჩათვლით – ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინა-რუსეთში

“თამაშის დასასრული ამ ომში იქნება რუსების გაყრა უკრაინიდან, დონბასის და ყირიმის ჩათვლით. რომელიც საბოლოოდ დაანგრევს კიდეც პუტინის რეჟიმს. მე არ მგონია, რომ იყოს რაიმე სახის მოლაპარაკებები” – ამის შეასხებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინა-რუსეთის საკითხებში, გენერალმა კიტ კელოგმა Fox News-სთან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუში გენერალმა კელოგიმ ამ ომს უწოდა “გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ”. მისი პროგნოზით, […]