„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვწერ ამ პოსტს!…რიგითი ჯარისკაცი ლ.მოროშკინა“ – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა: „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვწერ ამ პოსტს! გვახსოვდეს, რომ 90-იანების სამოქალაქო ომი ტელევიზიაში შევარდნით დაიწყო, მერე კი იყო დიდი და დამღუპველი ომი!! ვიცი, რომ ყოველი “აქ და ახლა” დაწერილი სიტყვა იშიფრება, ისქრინება და არნახულად მრავლდება. პირველ რიგში მადლობა მტრებსაც და მოყვარეებსაც ჩემი ტირაჟირებისთვის, რადგან როგორც კრიზის მენეჯერმა და პიარტექნოლოგმა ყველაზე კარგად ვიცი, […]
„ხალხის ხმის ძალადობრივი ჩახშობა მიუღებელია. ბრძოლა ევროპული მომავლისთვის არა მხოლოდ ერთადერთი პრაგმატული გზაა, არამედ მორალურიც…“ – ირაკლი ალასანია

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მეუღლის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას წერილს აქვეყნებს – „ირაკლი ალასანია არ არის სოციალურ ქსელში, არც საქართველოში, ამიტომ მისი თხოვით ვაქვეყნებ ამ წერილს“ – წერს ნათია ფანჯიკიძე: „ათი წლის წინ გავაკეთე მკაფიო პოლიტიკური შეფასება ქვეყნის საგარეო კურსის საფრთხეში ყოფნის შესახებ, რომელიც მაშინ ასე საყოველთაოდ თვალსაჩინო არ იყო, როგორი აქტუალურობაც შეიძინა დღეს. რვა […]
ირაკლი ალასანია – ხალხის ხმის ძალადობრივი ჩახშობა მიუღებელია – სამოქალაქო დაპირისპირების არიდება შეიძლება მხოლოდ ხალხის ხმის გაგონებით და არა მასთან ძალადობრივი დაპირისპირებით

სახელმწიფოს მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ სანდო და ერთგულ პარტნიორებთან ერთად და არა მათთან ურთიერთობის გაწყვეტით. სამოქალაქო დაპირისპირების არიდება შეიძლება მხოლოდ ხალხის ხმის გაგონებით და არა ხალხთან ძალადობრივი დაპირისპირებით. დღეს მთელ მსოფლიოში იგრძნობა პოლიტიკური დაძაბულობა. ვისურვებ, გონიერებით, მტკიცე რწმენით და სიფრთხილით გაიაროს ჩვენმა ქვეყანამ გზა თავისუფლებისკენ, – ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირთან […]
ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლების ნაწილი გაცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ნაწილი ემიჯნება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების გახსნის პროცესი. თანამშრომელთა ნაწილი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენას, არჩევნებთან დაკავშირებით არსებული დარღვევების გამოძიებასა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვას ითხოვენ. „მე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი, რომელიც ვარ საჯარო მოხელე, გულისტკივილით ვუყურებ დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოვითხოვ ხელისუფლებისგან და ყველასგან, […]
აქციის მონაწილეები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

მოგმართავთ მოსამართლეებს, მიბაძეთ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ქართველი ხალხის გვერდით არიან, – ასე მიმართავენ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი მოქალაქეები ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებმაც დაკავებულთა გასამხნევებლად მივიდნენ. მოქალაქეები სასამართლოს მიმართავენ და საპროტესტო აქციაზე დაკავებულების დროულ გათავისუფლებას ითხოვენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მთავარ შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. “სამართალდამცავებს ვთხოვთ, რომ გაათავისუფლონ გზა, მსვლელობას ჭავჭავაძის ქუჩაზე ვგეგმავთ. დეფაქტო ხელისუფლება […]
საგარეო უწყება – ვგმობთ საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას და მოწოდებებს საბოტაჟისკენ – მიუღებელია, უცხო სახელმწიფოების მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ჩარევის მცდელობები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ემსახურება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას, – ამის შესახებ საგარეო უწყების გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. სამინისტრო აღნიშნავს, რომ “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას და მოწოდებებს საბოტაჟისაკენ”. უწყების განცხადებითვე, მიუღებელია, უცხო სახელმწიფოების მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ჩარევის მცდელობები. “საქართველოს ხელისუფლება […]
პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კონსულტაციების მიზნით, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდება

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებიან. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია. შეხვედრის დაწყებისას აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუცია არის პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომლის გარშემო გაერთიანება უნდა მოხდეს.
ნიკა გვარამია პრეზიდენტან შეხვედრამდე – სამშობლოს გათავისუფლების მოლოდინი მაქვს – ეს ადგილი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი და ინსპირაციული წერტილი

სამშობლოს გათავისუფლების მოლოდინი მაქვს. ამ მოლოდინს პირველ რიგში, მიღვივებს პროცესები, რომელიც თბილისისა და სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში მიმდინარეობს, – ამის შესახებ კოალიცია „ახალის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ორბელიანების სასახლე კონსტიტუციურ უწყებებს შორის ერთადერთი ლეგიტიმური და ხალხის მიერ არჩეული დაწესებულებაა. „სამშობლოს გათავისუფლების მოლოდინი მაქვს. ამ მოლოდინს პირველ რიგში, მიღვივებს პროცესები, […]
სოფო ჯაფარიძე – თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი დგას ქუჩაში და მას რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ვერ წაართმევს მომავალს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ჯაფარიძის განაცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მნიშვნელოვანი შეხვედრაა ჩანიშნული, თუმცა დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდგომ ისაუბრებს. მისი თქმით, „ქვეყანას ჰყავს თვითმარქვია, ე.წ. ხელისუფლება“, ამიტომ მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნაა. „ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ხედავთ, რა ხდება გარეთ, რა ხდება საქართველოს მასშტაბით, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი დგას ქუჩაში, რომლებსაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი […]
ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცველების მობილიზებაა

პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავების მობილიზებაა. კერძოდ, მათ პარლამენტის შესასვლელთან კორიდორი აქვთ გაკეთებული. პარალელურად, პარლამენტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან, ისინი რკინის ჯებირზე აბრახუნებენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს. ისვრიან პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს. რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია.