თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმის მობილიზებაა – ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი მეოთხე დღეა გრძელდება. ამ დროისთვის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეები იკრიბებიან. ისმის შეძახილები. აქციის მონაწილეების ნაწილი პროტესტს რკინის ჯებირებზე ხელების და სხვადასხვა საგნის ბრახუნით გამოხატავს. პარალელურად, თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა. ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანა. ასევე, თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები. საპოლიციო ძალები განლაგებულები არიან ჩიტაძის ქუჩაზეც და პარლამენტის […]
პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის ბრიფინგი ათონელის რეზიდენციაში 21:00 საათზე ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კონსულტაციების მიზნით, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდება.
ზვიად შალამბერიძე – ზესტაფონში ღამით უცნობი პირები თავს დაესხნენ პარტიის ოფისს და დაამსხვრიეს ფანჯრები – ემოციებზე აყოლით და კანონის დარღვევით, თქვენ საფრთხეს უქმნით არა მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას, არამედ, ქვეყნის სტაბილურობას

ბოლო დღეებში გულისტკივილითა და შეშფოთებით ვაკვირდები ჩვენი ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში და დედაქალაქში აგრესიის და კანონის დარღვევის მიუღებელ გამოვლინებებს. უნდა ავღნოშნო ერთ-ერთი მაგალითი, რომ ზესტაფონში გვიან ღამით უცნობი პირები თავს დაესხნენ პარტიის ოფისს და დაამსხვრიეს ფანჯრები. მსგავსი ქმედებები ხშირად ხდება კონკრეტული პირების ემოციებზე მანიპულაციის შედეგად, ეს პირები კი ხელმძღვანელობენ საკუთარი ინტერესებით, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, […]
საგარეო უწყება: ვგმობთ საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დიპლომატიურ სამსახურზე “განხორციელებულ ზეწოლას” გმობს. როგორც ჩანს სამინისტრო “ზეწოლას” უწოდებს დიპლომატებისა და თანამშრომლების პოზიციას გაემიჯნოს ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროინტეგრაცია. “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ემსახურება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას და მოწოდებებს […]
საგარეო საქმეთა სამინისტრო „გმობს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე ზეწოლას”

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რომელთა მონაწილეები „ქართული ოცნების” ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „გმობს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას და მოწოდებებს საბოტაჟისაკენ”. სამინისტრო არ აკონკრეტებს, ვისი მხრიდანაა ზეწოლა და საბოტაჟისკენ მოწოდებები. სავარაუდოდ, იგულისხმება საქართველოს პრეზიდენტის და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების განცხადებები, რომ შექმნილ ვითარებაში […]
პროტესტის მეოთხე დღე – აქცია თბილისის გარდა, რეგიონებშიც მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან პროევროპული აქცია დაიწყო. დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან. ამას გარდა, აქტივისტების მცირე ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის სახლთან აპროტესტებს „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას. საპროტესტო დემონსტრაციები იმართება ბათუმსა და გორშიც. ბათუმში თბილისის მსგავსად პოლიციაა მობილიზებული. უცვლელია ვითარება საქართველოს პარლამენტთან. პოლიციამ უკვე დაიკავა საქართველოს პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები. საპროტესტო აქცია გრძელდება საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც. […]
ზელენსკიმ და ევროპული კავშირის ახალმა პრეზიდენტმა ისაუბრეს ომის დასრულების პერსპექტივებზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში მოლაპარაკებები გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან, რომელიც 29 ნოემბერს შეუდგა ამ თანამდებობაზე მუშაობას. კოშტა უკრაინაში იმყოფება ევროკომისიის დელეგაციასთან ერთად. უკრაინაში ვიზიტი შედგა ევროკომისიის ახალი შემადგენლობის პირველ სამუშაო დღესვე. კოშტასთან ერთად კიევში იმყოფებიან ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ახალი ლიდერი კაია კალასი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი. „ჩვენ ვისაუბრეთ ევროპისა […]
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვწერ ამ პოსტს!…რიგითი ჯარისკაცი ლ.მოროშკინა“ – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა: „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვწერ ამ პოსტს! გვახსოვდეს, რომ 90-იანების სამოქალაქო ომი ტელევიზიაში შევარდნით დაიწყო, მერე კი იყო დიდი და დამღუპველი ომი!! ვიცი, რომ ყოველი “აქ და ახლა” დაწერილი სიტყვა იშიფრება, ისქრინება და არნახულად მრავლდება. პირველ რიგში მადლობა მტრებსაც და მოყვარეებსაც ჩემი ტირაჟირებისთვის, რადგან როგორც კრიზის მენეჯერმა და პიარტექნოლოგმა ყველაზე კარგად ვიცი, […]
“ზონდერების მომზადების ცენტრი თავდაცვის პატრონაჟით და ცალთვალა ვეტერანის ხელმძღვანელობით” – რას წერს გიორგი თავდგირიძე?

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე: როგორც მონაწილეობის კანდიდატი მიყვება, თავდაცვის პატრონტაჟით და ვეტერანების ეგიდით, სადღაც მომზადების ცენტრი გახსნეს, რომელსაც ცალთვალა ვეტერანი ხელმძღვანელობს. პრობლემის არსი კი ის არის, რომ თავისი შინაარსით, ეს ცენტრი ზონდერების მომზადებით უნდა დაკავებულიყო და ეს ცალთვალა ვეტერანი პრორუსულ განწყობით გამოირჩეოდა. ისმის კითხვა, როგორ შეიძლება ვეტერანი იყოს პრორუსი? წესით, ასპინძის ომის მონაწილეებზე ვეტერანის სტატუსი […]
„ხალხის ხმის ძალადობრივი ჩახშობა მიუღებელია. ბრძოლა ევროპული მომავლისთვის არა მხოლოდ ერთადერთი პრაგმატული გზაა, არამედ მორალურიც…“ – ირაკლი ალასანია

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მეუღლის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას წერილს აქვეყნებს – „ირაკლი ალასანია არ არის სოციალურ ქსელში, არც საქართველოში, ამიტომ მისი თხოვით ვაქვეყნებ ამ წერილს“ – წერს ნათია ფანჯიკიძე: „ათი წლის წინ გავაკეთე მკაფიო პოლიტიკური შეფასება ქვეყნის საგარეო კურსის საფრთხეში ყოფნის შესახებ, რომელიც მაშინ ასე საყოველთაოდ თვალსაჩინო არ იყო, როგორი აქტუალურობაც შეიძინა დღეს. რვა […]