პრეზიდენტმა ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ბრიფინგი სალომე ზურაბიშვილმა 21:00 საათზე ჩანიშნა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში ,,ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება.

“მომავალი თაობისთვის თავსაც გავწირავ” – ჩოხატაურში აქციას მამა მიქაელი შეუერთდა

ჩოხატაურში მიმდინარე აქციას სასულიერო პირი, მამა მიქაელი შეურთდა. აქ ვდგავარ და საქართველოს მომავალ თაობას ვუდგავარ გვერდში და დავუდგები გევრდში და თავსაც გავწივარ”, – ამბობს მამა მიქაელი. ჩოხატაურში, მოქალაქეებთან ერთად აქციაზე მასწავლებლებიც და საჯარო მოხელეებიც იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურში ბოლო 12 წლის მანძილზე პირველი აქცია გაიმართა.

„ერთხელ პირად საუბარში მითხარით გამაოგნებელი ფრაზა, რომელიც მხოლოდ გვიან გავიაზრე, რასაც ნიშნავდა“ – ნაირა გელაშვილი ბიძინა ივანიშვილს

მწერალი ნაირა გელაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. წერილს გამოცემა “ბათუმელები” აქვეყნებს: „საქართველოს ხელისუფლებას ბატონ ბიძინა ივანიშვილს აღარც კი მახსოვს უკვე მერამდენე მოწოდებით, თხოვნით თუ საპროტესტო განცხადებით მოგმართავთ და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ამაოდ. სულ პირველად ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელად ყოფილი ფეხბურთელის – კახი კალაძის დანიშვნა გავაპროტესტე. რადგან თქვენმა ამ ნაბიჯმა უკვე მაშინ ერთადერთი რამ გვამცნო, კერძოდ, რომ […]

მთავრობის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ხალხის ნებას და კონსტიტუციას – ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომელსაც ქართველი ხალხისადმი ლატვიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ედგარს რინკევიჩი პირდაპირ წერს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ევროინტეგრაციის შეჩერებას გულისხმობს, ქართველი ხალხის ნებასთან წინააღმდეგობაში მოდის. ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ლატვიის მხარდაჭერა ქართველი ხალხის, დემოკრატიული საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ. მთავრობის გადაწყვეტილება […]

რელიგიათა საბჭო: კატეგორიულად ვგმობთ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები განცხადებას ავრცელებენ და კატეგორიულად გმობენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას. დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, რელიგიის თავისუფლება, თანასწორუფლებიანობა, ტოლერანტობა, ხანგრძლივი მშვიდობა, – ესაა ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი ღირებულებები. ისინი ყველა რელიგიის საერთო პრინციპს ეფუძნება: სხვას ნუ მოექცევი ისე, როგორც არ გინდა, მოგექცნენ შენ. რელიგიათა საბჭოს წევრები უდიდეს საფრთხეს ვხედავთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ევროინტეგრაციის […]

კოსი: ქართველო ხალხო, თქვენ დაგპირდნენ ევროპას კონსტიტუციით და აშკარად გსურთ მისი შესრულება

ქართველო ხალხო, თქვენ დაგპირდნენ ევროპას კონსტიტუციით და აშკარად გსურთ მისი შესრულება. ჩვენ გისმენთ, ჩვენ გხედავთ. ვგმობ ნებისმიერ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და ვიზიარებ სერიოზულ შეშფოთებას დემოკრატიული სტანდარტების უკუსვლის გამო.

ამერიკის კონგრესი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თემას დაუბრუნდა

„არსებობს ფენომენი, რომელსაც ბევრი ადამიანი შეესწრო და რომელთა ახნსნა ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი სახის მეცნიერებით უბრალოდ შეუძლებელია“, – თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე ცნობილმა ამერიკელმა გენერალმა ეიჩ-არ მაკმასტერმა, თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. კონგრესის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამ საკითხის შესასწავლად პენტაგონში შექმნილი უწყება, რომელიც ამოუცნობ ანომალიურ ფენომენს იკვლევს, აცხადებს, რომ მათი უცხოპლანეტური წარმოშობის […]

ამოუცნობ ანომალიურ ფენომენზე ამერიკის კონგრესში კიდევ ორი მოსმენა გაიმართა

უქმნის თუ არა ამოუცნობი ანომალიური ფენომენი საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებას და რამდენად არის გარანტირებული საეჭვო ფაქტების სათანადოდ აღრიცხვა და გამოძიება? ნოემბერში აშშ-ის კონგრესში ამერიკელმა კანონმდებლებმა მოწმეთა კიდევ ერთ ჯგუფს მოუსმინეს.

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები პროტესტს უერთდებიან — განცხადება

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ: “ჩვენ, საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, ვემიჯნებით და კატეგორიულად ვგმობთ ქართული ოცნების მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს, დაფიქსირებულ პოზიციებსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში მიღებული ეს და სხვა გადაწყვეტილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოქალაქეების ნებასა […]

სახელმწიფოს მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ სანდო და ერთგულ პარტნიორებთან ერთად – ირაკლი ალასანია

სახელმწიფოს მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ სანდო და ერთგულ პარტნიორებთან ერთად – ირაკლი ალასანია “სახელმწიფოს მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ სანდო და ერთგულ პარტნიორებთან ერთად და არა მათთან ურთიერთობის გაწყვეტით,” – ამაის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. მის პოლიტიკურ შეფასებებს ბოლო დღეების მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე, ავრცელებს. “კომერსანტი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ათი […]