სოზარ სუბარი – ოპოზიციამ ჯერ კიდევ არჩევნებამდე იცოდა, რომ ისინი ვერ მოიგებდნენ, ამიტომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ეუთო/ოდირის დასკვნის გაბაიბურების მცდელობა და ეს ტენდენცია კიდევ უფრო გააღრმავეს არჩევნებში წაგების შემდეგ

ოპოზიციამ ჯერ კიდევ არჩევნებამდე იცოდა, რომ ისინი არჩევნებს ვერ მოიგებდნენ და ისიც ზუსტად იცოდნენ, რომ არჩევნები ჩატარდებოდა სამართლიანად, ამიტომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ეუთო/ოდირის დასკვნის გაბაიბურების მცდელობა და ეს ტენდენცია კიდევ უფრო გააღრმავეს არჩევნებში წაგების შემდეგ, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, ეუთო/ოდირი არის მთელ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო […]
სპეცრაზმის მობილიზებაა პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც, გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც – შენობის ყველა შესასვლელთან საპოლიციო ძალები არიან განლაგებული

საპოლიციო ძალები ჭიჭინაძის ქუჩაზეც განლაგდნენ. ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან კი სპეცრაზმელების მობილიზებაა. ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც. პარალელურად, თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა. ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანა. ასევე, თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი მეოთხე დღეა გრძელდება. ამ დროისთვის პარლამენტის შენობის მიმდებარე […]
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – მოქალაქეები პირდაპირი ეთერის დათმობას და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ

საზოგადოებრივი მაუწყებელთან მოქალაქეები აქციას მართავენ. ისინი პირდაპირი ეთერის დათმობას და ტელევიზიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ. მოქალაქეები იმყოფებიან, როგორც უშუალოდ შენობასთან, ისე საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც გადაკეტილია გზა. „ეს არის ჩვენი ჩვენი მწვავე, მაგრამ ლეგიტიმური უფლება. ჩვენი რაოდენობა იმხელაა, რომ ამ გზის გადაკეტვა არის ლეგიტიმური. მოთხოვნები არ იცვლება, უნდა გადაგეს ყველა ის ადამიანი, ვინც, […]
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლამდე, ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების საკითხს აჩერებს. შეკრებილებს ადგილზე მიტანილი აქვთ პლაკატები შემდეგი წარწერით: “სამშობლო ფულზე მეტია”, “ფულს შეგიგროვებთ და წადი”, “დიდი ქოციანობის დასასრული”, “ხმის და მომავლის ქურდები”. ადგილზე, ასევე, მობილიზებულია პოლიცია. ცნობისთვის, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით […]
რუსთავში მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

რუსთავში მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. მოქალაქეები მეგობრობის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. აქცია-მსვლელობის მონაწილეები ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლის ბოლომდე შეჩერების შესახებ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მსვლელობისას მოქალაქეები სკანდირებენ: „გამოდით“, რითაც მოქალაქეებს საპროტესტო მსვლელობის შეერთებისაკენ მოუწოდებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ღამის საათებში თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან ანთებული სანთლებით ხელში დგას

პარლამენტთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან სანთლებით ხელში დგას. მათ სანთლები ცოტა ხნის წინ აანთეს, ამავე დროს კი სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო”. პარალელურად, აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობის მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრის, ჯებირებზე ხელებს და სხვადასხვა ნივთს აბრახუნებს და პიროტექნიკას იყენებს. აქციის მონაწილეები ერთმანეთს შეძახილებით ამხნევებენ. ისინი ამ წუთებში საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ასრულებენ. საპროტესტო […]
დემონსტრანტებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გზა გადაკეტეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში შეკრებილმა დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს, მას შემდეგ რაც მათ საზმაუს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე უარი უთხრეს. დემონსტრანტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის: დაეთმოს უწყვეტი ეთერი ხალხს, რომელიც მეოთხე დღეა ქუჩაში პროევროპულ აქციებს მართავს; ოპოზიციონერ ლიდერებსა და პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს. ამას გარდა, დემონსტრანტები საზმაუს გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს […]
ირაკლი ალასანიას განცხადებით, სახელმწიფო შენდება ერთგულ პარტნიორებთან ერთად და არა მათთან ურთიერთობის გაწყვეტით

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია საჯარო წერილს ავრცელებს და ამბობს, რომ მან ჯერ კიდევ ათი წლის წინ გააკეთა მკაფიო პოლიტიკური შეფასება ქვეყნის საგარეო კურსის საფრთხეში ყოფნის შესახებ, რაც მაშინ ასე საყოველთაოდ თვალსაჩინო არ იყო, როგორც დღეს. ალასანია წერს, რომ მან რვა წლის წინ დატოვა პოლიტიკა და ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა აღარ ჩარეულიყო პოლიტიკურ პროცესებში, […]
ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ნაწილი ემიჯნება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების გახსნა

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ნაწილი ემიჯნება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების გახსნა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ნაწილი ემიჯნება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების გახსნის პროცესი. თანამშრომელთა ნაწილი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენას, არჩევნებთან დაკავშირებით არსებული დარღვევების გამოძიებასა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვას ითხოვენ. „მე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი, […]
უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს – პრემიერი

უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს – პრემიერი უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას: განიხილავს თუ არა სამთავრობო გუნდი კომპრომისს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროტესტის საგანია ის, რომ თითქოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია, რაც „არ მომხდარა ბუნებაში“. „არის ხოლმე მომენტები, როდესაც შენ შეიძლება ფიქრობდე, რომ მართალი […]