მომიტინგეებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც სპეცრაზმი პერიოდულად იყენებს მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, დემონსტრანტები კი პიროტექნიკას ისვრიან

პარლამენტის მიმდებარედ, ჩიტაძის ქუჩა დემონსტრანტებმა სრულიად გაათავისუფლეს და ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები ახლა ჭიჭინაძის ქუჩაზე დგანან, სადაც სპეცრაზმელები არიან განლაგებული. საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ. აქციის მონაწილეები კი ხელოვნურად აღმართულ ბარიკადებს მიღმა იმყოფებიან და პიროტექნიკის გამოყენებით უწევენ სპეცრაზმელებს წინააღმდეგობას. რაც შეეხება უშუალოდ, პარლამენტის წინა პერიმეტრს, ტერიტორიაზე მომიტინგეები ამ დროისთვის, აღარ იმყოფებიან.

სახალხო დამცველი – აქციაზე მყოფი არასრულწლოვანების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოვუწოდებ, სასწრაფოდ მოარიდონ ბავშვები საპოლიციო ოპერაციის განხორციელების არეალს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ლევან იოსელიანი საპროტესტო აქციაზე მყოფი არასრულწლოვანების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, “სასწრაფოდ მოარიდონ ბაშვები საპოლიციო ოპერაციის განხორციელების არეალს, რათა არ დაზიანდნენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

გიორგი კვირიკაშვილი – ახალგაზრდების ნებაზე ძალადობით მთავრობა იღებს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას მოვლენების შემდგომ განვითარებაზე

ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გარეშე ამ მუხტის თვითდინებით ჩაცხრობა აღარ მოხდება, რადგან პროტესტი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა, – ამის შესახებ განცხადებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, ახალგაზრდების ნებაზე ძალადობით მთავრობა იღებს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას მოვლენების შემდგომ განვითარებაზე. “მთავრობის გუშინდელი განცხადებებიდან ჩანს, რომ სიჯიუტემ აჯობა საღ აზრს – […]

ამერიკაში ჩვენი ელჩის გადადგომა არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი – ზაალ ანჯაფარიძე

მავანი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ასეთ საპასუხისმგებლო და ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც აშშ-ში ხელისუფლების გადაბარება მიმდინარეობს, იქ ჩვენი ელჩის გადადგომა, სრულიად გამაოგნებელი და გაუმართლებელი (ზეწოლას ვერ გაუძლოო) მოტივით, არის მისი მხრიდან არათუ უპასუხისმგებლო, არამედ ჩემი აზრით ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვებას. მისი განცხადებით, ელჩი […]

,, სიჯიუტემ აჯობა საღ აზრს” – გიორგი კვირიკაშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: ,,მთავრობის გუშინდელი განცხადებებიდან ჩანს, რომ სიჯიუტემ აჯობა საღ აზრს – ხელისუფლება ჩაჭიდებულია იდეაფიქსს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი ივსება ძირითადად სახელმწიფო გადატრიალების მომხრეებით, რომელთაც ან არასწორად ესმით, ან არ უნდათ, რომ გაიგონონ მათი ნათქვამი. სიმართლე კი იმდენად ცხადია, საჭიროა უბრალოდ თვალი გაუსწორო და დაინახო, რომ ქუჩაში გამოსულთა უმრავლესობა არიან ახალგაზრდები, […]

ყოფილი ელჩების სოლიდარობის წერილი ელჩებს

საქართველოს ყოფილი ელჩები სოლიდარობას უცხადებენ ელჩებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად თანამდებობებს ტოვებენ. გთავაზობთ წერილს უცვლელად: ჩვენ, საქართველოს ყოფილი ელჩები, სოლიდარობას ვუცხადებთ კოლეგებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად ტოვებენ თანამდებობებს; სრულად ვიზიარებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების 28 ნოემბრის ერთობლივ განცხადებას; მივესალმებით საქართველოს ახალგაზრდა ელჩების მიმართვას; მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჩერება და უმნიშვნელოვანესი პარტნიორის აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული […]

მამუკა ხაზარაძე – ბიძინა ივანიშვილო, რა გინდა, ამიხსენი, ყველა თავისუფალი მოქალაქე გამოვიდეს და შენს ჭკუაზე იაროს? არ გამოვა ეს ამბავი – გვაქვს ინფორმაცია, რომ რაღაცას აპირებთ, საშუალებას არ მოგცემთ!

პროვოკაციების დაგეგმვას შეეშვით, ეს ხალხი პროვოკაციას არ აჰყვება, გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებთ რაღაცას, ამის საშუალებას არ მოგცემთ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ ეთერში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მისამართით განაცხადა. ხაზარაძემ ივანიშვილს ეკრანიდან მიმართა და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციაზე მყოფი ახალგაზრდების თავისუფლებას ვერავინ გააკონტროლებს. “ბიძინა ივანიშვილო, რისი მიღწევა […]

“იბერია 1999” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონია! [VIDEO]

თბილისის “იბერია 1999” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი გახდა! ეს კლუბის ისტორიაში მეორედ, პირველად კი ეს 2018 წელს მოახერხეს. ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა 35-ე, ბოლოსწინა ტურში “გაგრას” 2:1 სძლია და მიუწვდომელი გახდა მეტოქეებისთვის. თავიდან “გაგრა” იგებდა ზურაბ ჭავჭანიძის გოლით, მაგრამ მეორე ტაიმში გიზო მამაგეიშვილმა გაათანაბრა ხოლო შემდეგ შეიკნე სილამ გაიტანა. “იბერია 1999”-ს სეზონის პირველ ნახევარში გიორგი […]

“დაურეკეთ, ჩაუვარდით ფეხებში” – რას ურჩევს ლომჯარია ოცნებას

ნინო ლომჯარია, ყოფილი სახალხო დამცველი ბალტიის სამი სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლებიც საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობებს სანქციებს უწესებს, აფასებს და ამბობს: მისი თქმით, ამის პარალელურად ქართველი ხალხის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და საერთაოშორისო საზოგადოების მუდმივი ინფორმირება პერმანენტულად უნდა მოხდეს. ფაქტია, ფაქტია, პროტესტმა და ქართველი ხალხის თავგანწირვამ ჩვენ მეგობრებამდე მიაღწია და მათ საქართველოსთან მიმართებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს. […]

,, ყველა ადგილი მახსოვს, რომელი დარბევის დროს სად წავიქეცი, სად ჩავიკეცე, სად მივეყუდე…” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია: ,,იცით, როგორ მიყვარს რუსთაველის პროსპექტი. დარბევებმა უფრო შემაყვარა. ერთი მტკაველი არ არის, რამე მოგონება არ მაკავშირებდეს; ერთი კუთხე-კუნჭული არ არის, რამე არ მახსენდებოდეს; ერთი შენობა არ არის, რამე არ მაგონდებოდეს. განსაკუთრებით ეს მონაკვეთი – პირველი სკოლიდან რუსთაველის თეატრამდე. ზედა და ქვედა პატარა ქუჩების ჩათვლით. ყველა ადგილი მახსოვს, რომელი დარბევის დროს სად წავიქეცი, […]