“დაურეკეთ, ჩაუვარდით ფეხებში” – რას ურჩევს ლომჯარია ოცნებას

ნინო ლომჯარია, ყოფილი სახალხო დამცველი ბალტიის სამი სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლებიც საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობებს სანქციებს უწესებს, აფასებს და ამბობს:
მისი თქმით, ამის პარალელურად ქართველი ხალხის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და საერთაოშორისო საზოგადოების მუდმივი ინფორმირება პერმანენტულად უნდა მოხდეს.
ფაქტია, ფაქტია, პროტესტმა და ქართველი ხალხის თავგანწირვამ ჩვენ მეგობრებამდე მიაღწია და მათ საქართველოსთან მიმართებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს. იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ. თვითმარქვია ხელისუფლების კრიმინალური დაჯგუფებები და მათი ხელმძღვანელები ისე იქცევიან, შეუძლებელია, საერთაშორისო დემოკრატიების ყურადღება არ მიიქციოს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ასეთ ადამიანებს ევროკავშირში არ მიესალმებიან და არ უნდათ ეს ადამიანები მათ ტერიტორიაზე ნახონ”- ამბობს ლომჯარია.
ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ პრცედენტი შედგა და კონკრეტული პირების სანქცირებას უნდა ველოდოთ. ამასთან, ნინო ლომჯარიამ “ქართულ ოცნებას” ურჩია, დაურეკონ ტურავას, ჩაუვარდნენ ფეხებში და სთხოვონ დროზე მიიღოს გადააწყვეტილება და გააუქმონ არაკონსტიტუციური არჩევნები
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი წერს, რომ ბალტიის სამი სახელმწიფო ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ლეგიტიმური პროტესტს თრგუნავს

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად