“ვინ სად იქნება 2030 წელს გადაწყდება ახლა და არა 2028 წელს” – 5 ყოფილი ელჩის განცხადება

საქართველოს ყოფილი ელჩები ირაკლი კოპლატაძე, დავით დონდუა, ეკატერინე სირაძე-დელონე, გოჩა ჯავახიშვილიში, ოთა ღვინერია, ეკატერინე მაერინგ-მიქაძე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ: “ჩვენ, საქართველოს ყოფილი ელჩები, სოლიდარობას ვუცხადებთ კოლეგებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად ტოვებენ თანამდებობებს; სრულად ვიზიარებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების 28 ნოემბრის ერთობლივ განცხადებას; მივესალმებით საქართველოს ახალგაზრდა ელჩების მიმართვას; მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჩერება და უმნიშვნელოვანესი […]
რატი იონათამიშვილი – პარლამენტის შენობის მიმდებარედ ვნახეთ სცენა, როგორ აქეზებდა ზრდასრული მამაკაცი არასრულწლოვან ბავშვს, ესროლა ქვები სამართალდამცველების მისამართით – სახეზეა ბავშვის ექსპლუატაციის შემთხვევა

პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჩვენ ვნახეთ სცენა, როგორ აქეზებდა ზრდასრული მამაკაცი არასრულწლოვან ბავშვს, ესროლა ქვები სამართალდამცველების მისამართით. უმძიმესი სანახავია, როგორ შეიძლება ბავშვი მიზანმიმართულად იქნეს გამოყენებული ვანდალური აქტის ჩასადენად და ამგვარად, მისი იარაღად გამომყენებელი სრულწლოვანი პირი ცდილობდეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ასეთ შემთხვევებს საზოგადოების მხრიდან აუცილებლად უნდა მიეცეს შეფასება და კვალიფიკაცია, – წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა […]
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დასრულდა, პროტესტი 2 დეკემბერს გაგრძელდება

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც სპეციალურად მონიტორია განთავსებული და თბილისში მიმდინარე მოვლენებს მიადევნებენ თვალს. მათი თქმით, სოლიდარობას უცხადებენ თბილისში თანამოაზრეებს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ 2 დეკემბერს, 12:00 საათზე, ბათუმის უნივერსიტეტთან აქცია გაიმართება.
შეუპოვარი ქოჩორაშვილი – “ლევანტემ” გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე გადავიდა

სეგუნდა დივიზიონის მეჩვიდმეტე ტურში „ლევანტემ“ საკუთარ მოედანზე „ბურგოსი“ 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა მეორე ტაიმში საჰაერო ორთაბრძოლისას თავის არეში დაზიანება მიიღო, მაგრამ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ თამაში გააგრძელა, მატჩი სრულად ჩაატარა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებები მიიღო: Sofascore 7.5, flashscore 7.3. „ლევანტეს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 29 ქულით მეოთხე ადგილზეა და […]
შსს მოუწოდებს მშობლებს ბავშვები „ძალადობრივ გარემოს“ მოარიდონ

შინაგან საქმეთა სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს „იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები”. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მიმოხილულია პარლამენტთან მიმდინარე პროცესები, სადაც წერია, რომ „აქციის მონაწილეები ნაწილი ძალადობრივ ქმედებებს განაგრძობს”. „ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების მტკიცებით, შეკრების […]
სალომე სამადაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა სხვა გზა არ დაუტოვა საქართველოს მეგობრებს, რომ უმკაცრესი სანქციები შემოიღონ რეჟიმის წინააღმდეგ – მეგობრები კატასტროფისგან ქვეყნის გადარჩენას ცდილობენ

ბიძინა ივანიშვილმა სხვა გზა არ დაუტოვა საქართველოს მეგობრებს, რომ უმკაცრესი სანქციები შემოიღონ რეჟიმის წინააღმდეგ, – ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ბალტიის სამი სახელმწიფოს: ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის ერთობლივ შეთანხმებას, რომ ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციებს ახშობდა. სამადაშვილის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი ნიშნავს, რომ „ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას“. „საკმაოდ უპრეცედენტო […]
სამართალდამცველებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე 1 პირი დააკავეს

საპოლიციო ძალებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე ერთი პირი დააკავეს. კერძოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა მომიტინგე საპოლიციო კორდონში მაშინ შეათრიეს, როდესაც სპეცრაზმის კორდონს მიუახლოვდა. პარალელურად სამართალდამცველები მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ, დემონსტრანტებს კი აღნიშნულ ტერიტორიაზე ხელოვნური ბარიკადები აქვთ აღმართული და სპეცრაზმის წარმომადგენლებს პიროტექნიკის საშუალებით უპირისპირდებიან.
სახალხო დამცველი აქციაზე დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატმა, ამ დროისთვის, 2024 წლის 28-30 ნოემბერს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული/დაშავებული 125 პირი მოინახულა, – ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატმა “კომერსანტს” აცნობა. მათივე ინფორმაციით, 81 მათგანის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში უკვე მიეწოდა. “გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დამატებით მოინახულეს 30 ნოემბერს დაკავებული 44 […]
სეუ-ს სტუდენტები, თანამშრომლები: ვგმობთ ძალადობას აქციის მონაწილეებზე

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების ნაწილი განცხადებას ავრცელებს და ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნება. გავრცელებულ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ ევროპული ინტეგრაციის შეჩერება ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზნებს. სეუს სტუდენტები და თანამშრომლები გმობენ ძალადობას პოლიციის მხრიდან. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) თანამშრომლები და სტუდენტები ვაცხადებთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება საფრთხეს […]
,, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი ერთობლივად შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც ახშობს საქართველოში ლეგიტიმურ პროტესტს” – განცხადება

ბალტიის სამი სახელმწიფო საქართველოში “ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობების” წინააღმდეგ სანქციებზე შეთანხმდა. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე წერს. “ბალტიის სამი სახელმწიფო – ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი ერთობლივად შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც ახშობს საქართველოში ლეგიტიმურ პროტესტს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ მივესალმებით”- წერს ლადნსბერგისი.