გივი მიქანაძემ პარიზში, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კომიტეტის წევრმა გივი მიქანაძემ 8-9 იანვარს, პარიზში კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომის მიზანი სერბეთიდან, ლუქსემბურგიდან, ბულგარეთიდან და ლიეტუვიდან სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება და კენჭისყრა იყო. „8 […]

პაატა მანჯგალაძე – ივანიშვილმა რომც შეცვალოს პრემიერ-მინისტრი, ერთი მარიონეტის მეორე მარიონეტით ჩანაცვლებით ხალხისთვის რეალურად არაფერი იცვლება

ივანიშვილმა რომც შეცვალოს პრემიერ-მინისტრი, ერთი მარიონეტის მეორე მარიონეტით ჩანაცვლებით ხალხისთვის რეალურად არაფერი იცვლება, “ქართული ოცნება” და ივანიშვილი ბოლომდე ლუსტრირებულია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ივანიშვილს ხალხისთვის სასიკეთო ცვლილებები ვერ მოაქვს. მისივე თქმით, „გამარჯვების კოალიცია“ მაქსიმალურს გააკეთებს, რათა საქართველოს „ქართული ოცნება“ ჩამოშორდეს და ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. […]

მოსამართლეს ბათუმში სახლი აქვს, მაგრამ მისთვის ბინას მაინც ქირაობენ – ბიუჯეტიდან 43 240 დაიხარჯა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილისთვის ბათუმში ბინის დაქირავებაზე ბიუჯეტიდან 43 240 ლარი დაიხარჯა, თუმცა მას ზღვისპირა ქალაქში უკვე სამი წელია საკუთარი სახლი აქვს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. მთლიანობაში კი საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლის ბინით უზრუნველყოფაზე ბიუჯეტიდან 338 990 ლარი დაიხარჯა – ეს სამი წლის თანხაა. მათგან ყველაზე ბევრი – 50 ათას 750 ლარი, ანუ თვეში 1 […]

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში ისრაელის ხელმძღვანელობას შეხვდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 9 იანვარს ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები გამართა. ეს 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან ბლინკენის ისრაელში რიგით მე-5 ვიზიტია. თელ ავივში ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს, საგარეო საქმეთა მინისტრს ისრაელ კაცს და პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე თავდაცვის მინისტრ იოავ გალანთს, სამხედრო კაბინეტის მინისტრ ბენი განცს, […]

მოსკოვის სასამართლომ რეჟისორ ჟენია ბერკოვიჩსა და დრამატურგ სვეტლანა პეტრიიჩუკს პატიმრობის ვადა გაუგრძელა

მოსკოვის ზამოსკვარეცკის რაიონის სასამართლომ 10 მარტამდე გაუგრძელა პატიმრობა რეჟისორ ჟენია ბერკოვიჩსა და დრამატურგ სვეტლანა პეტრიიჩუკს. მათ ტერორიზმისკენ მოწოდება ედებათ ბრალად სპექტაკლისთვის, სადაც გამოყვანილი არიან რუსი ქალები, რომლებიც სირიაში წავიდნენ რათა ტერორისტების ცოლები გამხდარიყვნენ. საქმის მასალებს დაემატა რუსეთის უშიშროების სამსახურის ექსპერტიზის დასკვნა და დოკუმენტები ბერკოვიჩის ქალიშვილების მდგომარეობის შესახებ, იუწყება „მედიაზონის“ კორესპონდენტი. რეჟისორის ადვოკატის, ქსენია კარპინსკაიას თქმით, […]

სამებაში ხატზე საღებავის შესხმის საქმეზე შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო

სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის გამოსახულებიან მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმის ფაქტზე სამართალწარმოება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. უწყების ცნობითვე, საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება. დღეს, 9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, ლურჯი საღებავი შეასხეს […]

“წინასწარ გეტყვით, ოსიმენი სად წავა… ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, ამას არ იზამს” – რას აცხადებს მამუკა ჯუღელი

“პირველ არხზე” სპორტული გადაცემის სტუმარი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი გახლდათ, რომელმაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. ჯუღელის თქმით, ვიქტორ ოსიმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საუდის არაბეთში გადაბარგდება. “თქვენ გგონიათ, მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს ოსიმენი? მაშინ მე წინასწარ გეტყვი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე წავა საუდის არაბეთში. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, არაბეთში არ წავა, ხვიჩა წავა “რეალში”, “ბავარია”, “ბარსელონა”, “მანჩესტერ […]

წიტაიშვილმა უკრაინულ მედიას ბოიკოტი გამოუცხადა

გიორგი წიტაიშვილი, რომლის კონტრაქტი კიევის “დინამოს” ეკუთვნის და ბათუმის “დინამოში” იჯარის წესით თამაშობს, უკრაინულ მედიას შემოსწყრა. “უკრაინულ საინფორმაციო საშუალებებს ინტერვიუს აღარ მივცემ. თქვენს ზარს პატივისცემის გამო ვუპასუხე, რადგან მე ასე აღმზარდეს”, – ციტირებს წიტაიშვილს Український футбол-ი. Terrikon-ის ვარაუდით, გიორგის გაბრაზების მიზეზი ისაა, რომ მან ადრე NV-სთან განმარტა, თუ რატომ აირჩია საქართველოს ნაკრებში თამაში, რასაც უკრაინელების […]

სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება. სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა მატრონა მოსკოველის ხატის ფოტო, რომელსაც ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ასევე, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა ნატა ფერაძემ.

სამხრეთ კორეა ძაღლის ხორცის გაყიდვასა და წარმოებას კრძალავს

სამხრეთ კორეის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 2027 წლიდან, ძაღლის დაკვლა ან, ადამიანის მოხმარებისთვის, მისი მოშენება და ხორცის რეალიზაცია უკანონო ხდება. დანაშაული 2-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე ჯარიმას ძაღლის ხორცის ჭამაზე. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ სამხრეთ კორეელების ნახევარზე მეტი ძაღლის ხორცს არ ჭამს და სურს, ძაღლების დაკვლისა და ხორცის რეალიზაციის […]