“ნაპოლი” “შახტარის” შემტევის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს

“ნაპოლი” “შახტარის” ნახევარმცველის გიორგი სუდაკოვის შეძენას უკვე იანვარში აპირებს, – იტყობინება კატალონიური “სპორტი”. გამოცემის მტკიცებით, ნეპოლური გუნდი “ბარსელონასთნ” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩების წინ გაძლიერებას გეგმავს და კლუბის სკაუტებმა სამჯერ უყურეს სუდაკოვის თამაშს.
რომელ ქვეყნებში დაწესდება 2024 წელს ტურიზმის გადასახადი?

2024 წელს იმ ტურისტული ადგილების რაოდენობა, საიდანაც მოგზაურებს გადასახადების გადახდა დაეკისრებათ, გაიზრდება. ადგილობრივი ეკონომიკის მხარდაჭერა ტურისტების მოსაკრებლის ხარჯზე, უკვე წლებია ბევრ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა. განსაკუთრებით ეს პრაქტიკა გავრცელებულია ევროპაში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად მონახულებადი მაკრორეგიონია. 2024 წელს კი ასეთი მიმართულებები კიდევ უფრო გაიზრდება. ქვეყნები, სადაც ტურიზმის გადასახადი გაძვირდება: ჰოლანდია – ტურისტული გადასახადი ამსტერდამში ყველაზე მაღალია […]
ევროკავშირი მარიო დრაგის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილავს – Financial Times

ევროკავშირი იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი ავრცელებს. გაზეთ Financial Times-ის თანამოსაუბრეების თქმით, მარიო დრაგის ნამდვილად აქვს შანსი გახდეს ევროპული საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარის, შარლ მიშელის მემკვიდრე. გარდა ამისა, ევროკავშირში ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატებიც გამოჩნდებიან. როგორც გაზეთი აღნიშნავს, ძნელია იმის […]
გრეგოროვა ივანიშვილზე: საინტერესოა, რომ ეს გადაწყვეტილება სტატუსის შემდეგ მიიღო

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა პოლიტიკაში ივანიშვილის საჯაროდ კვლავ გამოჩენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ოქტომბრის არჩევნებთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ მან ფორმულასთან კომენტარში ისაუბრა. “რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება დაკავშირებულია ოქტომბრის არჩევნებთან – ეს აშკარად არის სტრატეგიული, პიარ ნაბიჯი, რადგან ივანიშვილმა იცის, რომ ქართული ოცნების მთავარი სახეა და ალბათ, არსებობს შიში, რომ არჩევნები ისე არ წავა, […]
Bloomberg – უკრაინამ, “დიდმა შვიდეულმა” და სამხრეთის ქვეყნებმა რუსეთთან “სამშვიდობო მოლაპარაკებების” საკითხზე საიდუმლო შეხვედრა გამართეს

უკრაინამ, “დიდმა შვიდეულმა” და სამხრეთის ქვეყნებმა რუსეთთან “სამშვიდობო მოლაპარაკებების” თემაზე საიდუმლო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მრჩევლების შეხვედრა 16 დეკემბერს საუდის არაბეთში შედგა. შეხვედრის საიდუმლოება ნაწილობრივ იმისკენ იყო მიმართული, რომ მონაწილე ქვეყნები თავისი დასწრების გამო უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს. მონაწილეთა თქმით, უფრო მცირე ფორმატმა საშუალება მისცა […]
ბლინკენი ისრაელში ნეთანიაჰუს შეხვდა

ისრაელში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქვეყნის პრემიერმინისტრს შეხვდა. ენტონი ბლინკენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარში ღაზის სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგებისთვის თავის არიდებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას გაუსვა ხაზი. “ნეთანიაჰუსთან საუბარში ბლინკენმა ხაზი გაუსვა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისადმი შემდგომი ზიანისთვის თავის არიდების მნიშვნელობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას” – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. როგორც ისრაელის სახელწმიფო მედია წერს, […]
“შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა” | რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს

“შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა”, – ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. ინფორმაციასა და ფოტომასალას სოციალურ ქსელში ორგანიზაცია “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. “ამ წუთებში პირველი სკოლის წინ მიმდინარეობს აქცია გუშინ მარნეულში სასტიკად მოკლულ ძაღლზე მოძალადის დასჯის მოთხოვნით. ასეთ ადამიანს არ უნდა შეეფარდოს გირაო და კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.ჩვენი გუნდის წევრები ვუერთდებით აქციას” – წერს ორგანიზიაცია. შეგახსენებთ, […]
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებას აპირებს

თამაზ გინტურის მკვლელობიდან ორი თვე გავიდა, ოჯახის წევრებს კი გამოძიებასთან კითხვები დაუგროვდა. ამ დრომდე არაა გარკვეული მკვლელის ვინაობა, რომლის იდენტიფიცირებას და დასჯას გინტურის ოჯახის წევრები ითხოვენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ, სოფელ კირბალის ეკლესიასთან მოკლული თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური 10 იანვარს გამომძიებელთან და პროკურორთან შეხვედრას აპირებს. ნიკოლოზ გინტური ამბობს, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არ […]
ნავთობის ფასი შემცირდა

2024 წლის 8 იანვრის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 76,12 (- 2,64) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 70,77 (- 3,04) დოლარი/ბარელზე.
წვრილმანი ხულიგნობა – სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმაზე გამოძიება დაიწყო

9 იანვარს სამების საკათერდო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საუბარია ტაძარში განთავსებულ ხატზე, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული. დღეს გავრცელდა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს რომ ხატს, რომელზეც რამდენიმე დღეა საზოგადოებრივი დისკუსიის თემაა მასზე სტალინის გამოსახულების გამო, საღებავი შეასხეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, უწყებამ “სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციული […]