ბლინკენი ნეთანიაჰუს – თავიდან აიცილეთ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას, ბლინკენმა ხაზი გაუსვა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვის მნიშვნელობას. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისრაელს აქვს ტერორისტული თავდასხმების აღკვეთის სრული უფლება.
რუსეთში კიდევ ერთი ამერიკელი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში ამერიკის მოქალაქე ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს. მოსკოვის სასამართლოს განმარტებით, მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ოსტანკინოს ოლქის სასამართლომ განაცხადა, რომ რობერტ რომანოვ ვუდლენდი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოპოვება-შენახვის ბრალდებით 5 მარტამდე წინასწარ პატიმრობაში დარჩება. რუსული ონლაინ ვებ-გვერდები წერენ, რომ ვუდლენდი 32 წლისაა და მას აკრძალული ნარკოტიკების დიდი რაოდენობით წარმოება და გაყიდვა ედება ბრალად. ვებ-გვერდ “მაშის” თანახმად, […]
ნიუ-იორკში პალესტინელთა მხარდამჭერ აქციაზე დემონსტრანტები დააკავეს

„ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის პარალელურად ამერიკაში პროპალესტინური აქციები გრძელდება. საპროტესტო გამოსვლა გაიმართა ნიუ-იორკში. აქციაზე დემონსტრანტების ნაწილი დააკავეს. ომის შეწყვეტის მოწოდებით ქუჩაში გამოსულმა აქციის მონაწილეებმა ნიუ-იორკში ქუჩები და ხიდები გადაკეტეს, რასაც პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ ბრუკლინისა და უილიამსბურგის ხიდები, ბლოკირებული იყო ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის დამაკავშირებელი გვირაბი და რამდენიმე ქუჩა, რომელიც ქალაქის ფუნქციონირებისთვის […]
ბლინკენი ისრაელში არაბული სამყაროს მესიჯით ჩადის

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელშია. მან ქვეყნის ლიდერებს უთხრა, რომ ისრაელს აქვს შანსი მოიპოვოს არაბი მეზობლების კეთილგანწყობა, თუ პალესტინის სახელმწიფოს არსებობისთვის რეალურ გზას დასახავს. 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ეს ბლინკენის მეოთხე ვიზიტია რეგიონში. ისრაელში ყოფნის დროს ბლინკენი აპირებს, რომ ქვეყნის მთავრობასთან ერთად განიხილოს ის, რაც მან იორდანიაში, ყატარში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და საუდის არაბეთში […]
სამებაში, სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სამების ტაძარში, სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება. შეგახსენებთ, სამების საკათედრო ტაძარში, მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, ცოტა ხნის წინ, საღებავი შეასხეს.
CNN-მა ხარჩო მსოფლიოს საუკეთესო 20 წვნიანს შორის დაასახელა

CNN Travel-ის რეიტინგში, რომელიც ოცი სხვადასხვა ტიპის წვნიანს აერთიანებს, ქართული ტრადიციული კერძი – ხარჩოც მოხვდა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ამ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წვნიანს თავისებურ გემოს ტყემლის სოუსი სძენს. ავტორი წერს, რომ სწორედ უმწიფარი ტყემლის სიმჟავე ამრავალფეროვნებს ცხიმიანი საქონლის ხორცითა და გატარებული ნიგვზით მომზადებული კერძის გემოს, თუმცა ხარჩოს არომატის განსაკუთრებულობას მაინც უცხო სუნელი ქმნის. რეიტინგში […]
ენტონი ბლინკენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარში ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგებისთვის თავის არიდებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას გაუსვა ხაზი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარში ღაზის სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგებისთვის თავის არიდებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას გაუსვა ხაზი. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ისრაელის ომის კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ ავრცელებს. განცხადების თანახმად, ნეთანიაჰუსთან საუბარში ბლინკენმა “ხაზი გაუსვა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისადმი შემდგომი […]
სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინიც არის გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. როგორც “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება. ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს […]
ლავეცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადიყვანეს

ცნობილი გახდა, რა ვითარებაში მიიღო ჭრილობა და როგორ მოიტეხა ლავიწის ძვალი არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ესეკიელ ლავეციმ. ოჯახის წევრები ამჯერად ამტკიცებენ, რომ ესეკიელს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ნერვული შეტევისას მუცლის არეში მაკრატლით მიიყენა ჭრილობა, მის დაწყნარებას ძმა ცდილობდა და შეხლა-შემოხლისას ლავიწის ძვალი გაუტეხა. “მარკას” ცნობით, ესეკიელს მოჩვენებები და შიში აქვს, თითქოს ვინმე ემუქრება და ფსიქიატრიულ […]
არა ცხოველებზე ძალადობას! – აქცია პარლამენტთან

არა ცხოველებზე ძალადობას! – ამ სახელწოდებით მიმდინარეობს აქცია პარლამენტთან. აქცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც გუშინ სოციალურ ქსელში მარნეულში მომხდარი ძალადობის კადრები გავრცელდა “დასაჯე მოძალადე!” “ძაღლიც ადამიანია!” “ბოლო მოვუღოთ მოძალადეებს!” – მოქალაქეებს ამ შინაარსის პლაკატები აქვთ მიტანილი საკანონმდებლო ორგანოსთან. შეკრებილები ცხოველებზე ძალადობას აპროტესტებენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. ფოტო: „ჩემი ქალაქი მკლავს“