27 წლის ქეთევან ედიბერიძე ქმარმა ცივი იარაღით მაშინ მოკლა, როდესაც 3 თვის ჩვილთან ერთად ეძინა – ახალი დეტალები მკვლელობის საქმიდან

ქეთევან ედიბერიძეს ქმარმა, ცივი იარაღით, სასიკვდილო ჭრილობები მაშინ მიაყენა, როდესაც ქალს 3 თვის შვილთან ერთად ეძინა. რამდენიმე წუთში კი, იმავე დანით, გულ-მკერდის არეში, თვითდაზიანებები თავად მიიყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა მძიმედ დაჭრილები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ქეთევან ედიბერიძეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები მთელ სხეულზე ჰქონდა. ის ოპერაციისას გარდაიცვალა. დანაშაული ვარკეთილში, მოხდა. […]

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი – სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წელი შეაჯამა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წელი შეაჯამა. ბოლო 11 თვის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7%-ია, ინფლაციის მონაცემი კი, მიზნობრივზე დაბალი – 3%. ეკონომიკური ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ისეთმა სფეროებმა შეიტანეს, როგორებიცაა ვაჭრობა, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა. 2023 წელს ინფლაციის დაბალ მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედა ზეთისა და მედიკამენტების ფასების კლებამ. მსუბუქი ავტომობილების, სპილენძისა და მადნების, ასევე ღვინოების […]

7 იანვარი თუ 25 დეკემბერი? შობის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღი საქართველოში ისევ დავის საგანია

მმართველი პარტიის წევრების კრიტიკა ამჯერად ზაზა ბიბილაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს მოჰყვა. “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა და ამჟამად ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა, შობის თარიღზე ისაუბრა და თქვა, რომ მსგავს სიმბოლოებს პოლიტიკური დატვირთვა აქვს. 7 იანვარი, ბიბილაშვილის აზრით, რუსული ორიენტირის ნიშანია. “ქართულ ოცნებაში” ოპონენტების მხრიდან ქრისტეს შობის თარიღთან დაწყებულ დისკუსიებს საპატრიარქოს მიზანმიმართულად დისკრედიტირების მცდელობად აღიქვამენ. ბიბილაშვილის იდეას არაერთგვაროვანი გამოხმაურება […]

ცემით მოკლული ძაღლი და მოძალადე, რომელიც პედოფილიაშიცაა მხილებული – რა მოხდა მარნეულში

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო შინაური ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტს ასახავს. თითქმის ერთწუთიან უწყვეტ კადრში კარგად ჩანს მამაკაცი, რომელიც ძაღლს ხელკეტს გამეტებით, გაუჩერებლად ურტყამს. ძაღლის მკვლელობის ამსახველი კადრებს მოძალადის ოჯახის წევრი იღებს. ვიდეომასალაში თავდამსხმელის გარდა სხვა არავინ ჩანს, თუმცა ფაქტს არაერთი შემსწრე ჰყავს. მათგან არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც მამაკაცს შეაჩერებდა და ძაღლს სასტიკი ძალადობისგან იხსნიდა. […]

ტრამპი ხელშეუხებლობას მოითხოვს – ამერიკა სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში

ტრამპის სასამართლო – ვაშინგტონის სააპელაციო სასამართლოში, დონალდ ტრამპი ცდილობს, დაარწმუნოს 3 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია, რომ შეწყვიტონ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობასთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, სპეციალურმა პროკურორმა ჯექ სმიტმა აღძრა. ტრამპი ამბობს, რომ 2021 წლის იანვრის მოვლენების დროს, სისხლის სამართლის დევნისგან პრეზიდენტს იმუნიტეტი იცავდა. “ისტორიაში ამის პრეცედენტი […]

რუსეთის ქალაქებს – ორიოლსა და კურსკს დრონებმა შეუტიეს

რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 170 კილომეტრში მდებარე ქალაქ ორიოლში 9 იანვარს ორი დრონი ჩამოვარდა სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე, იტყობინება რეგიონის გუბერნატორი, ანდრეი კლიჩკოვი. მისი ცნობით, გაჩენილი ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. მოგვიანებით, იმავე დღეს, კლიჩკოვმა დაწერა, რომ „მტრის“ დრონებით ამ იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ორმა მათგანმა უარი თქვა საავადმყოფოში წაყვანაზე. მესამე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა ორიოლის ოლქის დაუსახლებელ არეალში. […]

,, ხატზე საღებავის შესხმით და 7 იანვარს შობის აღმნიშვნელი ხალხისთვის რუსების ძახილით ოცნებას ვერ დაამარცხებთ” – ნათია მეზვრიშვილი

პარტია ,,საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი: ,,ისე რომ იცოდეთ ხატზე საღებავის შესხმით, ამით აღშფოთებული და 7 იანვარს შობის აღმნიშვნელი ხალხისთვის რუსების ძახილით ოცნებას ვერ დაამარცხებთ. უფრო პირიქით. ამიტომ, მგონი სავსებით საკმარისია ოცნების წინააღმდეგ თქვენი „ბრძოლის“ 10 წელი, რომელმაც სრული კრახი განიცადა. ქვეყნისთვის იქნება კარგი აზრზე თუ მოხვალთ.”

,, ღმერთი თქვენ, არიფი ხომ არ გგონიათ, თქვენი დასაცავი გაიხადოს თავი?” – გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა: ,,90-იანი წლებიდან ამდენი ომი და უბედურება გამოვიარეთ – არსად ყოფილხართ საქართველოს გულშემატკივრად, მოხალისედ და ღმერთი თქვენ, არიფი ხომ არ გგონიათ, თქვენი დასაცავი გაიხადოს თავი? მართლა არ გრცხვენიათ? ასე მოყოლით და სხაპასხუპით რომ იცით, მამაო ჩვენო ბოლომდე რომ ვერ დაიმახსოვრეთ იმათ, მატრონას და სტალინის ისტორია, მატრონას წყაროებზე დაყრდნობით და დიოკლიტიანესაც ვერ წარმოთქვამთ სწორად, […]

“Boeing-მა და Airbus-მა ხარისხის კონტროლი უნდა გააუმჯობესონ” – WizzAir-ის CEO

Wizz Air Holdings Plc-ის აღამსრულებელი დირექტორი ჯოზეფ ვარადი საავიაციო ინდუსტრიის გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ავიახაზებისთვის საოპერაციო პროცესის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნონ. “Airbus-მა, Boeing-მა და ძრავების მწარმოებლებმა ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნონ. ვფიქრობ, მათ უნდა გააუმჯობესონ თავიანთი საპროცესო პოლიტიკა, ორგანიზებულობა და უფრო მეტი რესურსი გამოყონ ამისათვის”, – ამის შესახებ Wizz Air-ის CEO-მ აბუ-დაბიში ისაუბრა. […]

შოლცი მოკავშირეებს უკრაინის “არასაკმარისი” მხარდაჭერისთვის აკრიტიკებს

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა უკრაინას საკმარის იარაღს არ აწვდის, რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად. ოლაფ შოლცი ბლოკის მოკავშირეებს ძალისხმევის გაზრდისკენ მოუწოდებს. მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესში შეფერხდა უკრაინისთვის მასშტაბური ამერიკული სამხედრო დახმარების დამტკიცება, შოლცი დაჟინებით მოითხოვდა ევროპის მხრიდან დახმარების გაძლიერებას. გერმანიის კანცლერმა არაერთხელ გაიმეორა, რომ ბერლინი მხარს დაუჭერს კიევს მანამ, სანამ ეს საჭირო […]