დიდი ომის თავიდან არიდება ახლო აღმოსავლეთში – სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კვლავ ისრაელში ჩავიდა

ინტენსიური იერიში ღაზას სექტორზე არ წყდება. ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაცია 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ჩართულია საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო კომპონენტი. “ცაჰალი” ერთი დღის განმავლობაში ათობით ტერორისტის განადგურების შესახებ იუწყება. ქვეითების წინსვლა ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც “ჰამასის” მიერ მოწყობილი ჩასაფრებებით არის განპირობებული. ამის მიუხედავად, ისრაელელმა სამხედროებმა გაანადგურეს საბრძოლო მასალის რამდენიმე საცავი. აღმოჩენილია საწყობები, სადაც ტერორისტები რაკეტებს ამზადებდნენ […]
მსოფლიო ფეხბურთის კიდევ ერთ ლეგენდას, ფრანც ბეკენბაუერს ემშვიდობება – მეტსახელად “კაიზერი” 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ორგზის “ოქროს ბურთის” მფლობელი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, რომელიც “კაიზერის” ზედმეტსახელით არის ცნობილი, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი გარდაცვალებას ფეხბურთის ვარსკვლავები გამოეხმაურნენ. მშობლიურმა კლუბმა, “მიუნხენის ბაიერნმა” მას ემოციური წერილი მიუძღვნა. ბეკენბაუერის კარიერა რამდენიმე ნაწილად იყოფა. მან მწვერვალები, როგორც ფეხბურთელმა, მწვრთნელმა და საფეხბურთო ფუნქციონერმა დაიპყრო. მიუნხენის “ბაიერნის”, “ნიუ იორკ კოსმოსის” და “ჰამბურგის” რიგებში ასპარეზობდა; […]
რუსეთის შემოჭრის შემდეგ, უკრაინის ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ერთხელ დაბეჭდა გრივნა – როჟკოვა

უკრაინის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ეკატერინა როჟკოვას თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, უკრაინის ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ერთხელ დაბეჭდა გრივნა. ამის შესახებ მან ტელეარხ „ჩვენ-უკრაინა“-ს („Ми – Україна“) ეთერში განაცხადა. „ჩვენ მხოლოდ ერთხელ დავბეჭდეთ გრივნა, რაც რუსების შემოჭრიდან მალევე მოხდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობდა, რადგან ჩვენს პარტნიორებსაც სჭირდებოდათ […]
უკრაინამ კურსკის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინელი სამხედროების, რუსეთის კურსკის რეგიონზე დრონებით თავდასხმას, რუსეთის მხარის ცნობით ერთი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინამ იერიში კურსკის მეზობელ ორიოლის რეგიონზეც მიიტანა, საწვავის შესანახ ობიექტზე. ინფორმაციას კურსკისა და ორიოლის გუბერნატორები ავრცელებენ. “ტელეგრამის” არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, კურსკის რეგიონის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ამბობს, რომ იერიშს სოფელ გორნალში ქალი ემსხვერპლა, უკრაინის საზღვრის მახლობლად. სტაროვოიტისვე ინფრომაციით, კურსკში, მინიმუმ, 5 უკრაინული დრონი […]
ინდური AI სტარტაპის ხელმძღვანელი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარგში შვილის ცხედარი უპოვეს

ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დამწყები ინდური კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი მას შემდეგ დააკავეს, რაც მას ბარგში 4 წლის შვილის ცხედარი უპოვეს. სუჩანა სეტი ინდოეთში სტარტაპ კომპანიის The Mindful AI Lab-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო. იგი მეზობელი გოადან ტაქსით ბრუნდებოდა, რა დროსაც კარნატაკას შტატში დააკავეს. პოლიციის თქმით, 4 წლის შვილის მკვლელობის საქმეში ის მთავარი ეჭვმიტანილია. გოას პოლიციის ინფორმაციით, […]
ექსპერტიზის ცნობით, შინეიდ ო’კონორი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა

საუსვარკის სასამართლო ექსპერტიზის ცნობით, მომღერალი შინეიდ ო’კონორი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და მის გარდაცვალებაში სხვა არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობს. 9 იანვარს ცნობა ინგლისის მეტროპოლიტანის პოლიციამ დაადასტურა. პოლიციაში შინეიდ ო’კონორის გარდაცვალების საქმე დაიხურა. ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო’კონორი 2023 წლის 26 ივლისს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თავის სახლში, სამხრეთ ლონდონში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მის გარდაცვალებამდე 18 […]
თბილისში აქცია “შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა” გაიმართა

თბილისში, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ ცხოველების უფლებების დამცველებმა ცხოველებზე ძალადობის შეჩერებისა და დამნაშავეების მიმართ მკაცრი ზომების გატარების მოთხოვნით აქცია გამართეს. ადგილზე შეკრებილები აპროტესტებდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქალაქის მიერ ძაღლზე ძალადობის შემთხვევას და მოითხოვენ პირის “კანონის სრული სიმკაცრით დასჯას”. მათ ადგილზე მოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: “დასაჯე მოძალადე”, “აღასრულე სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი”, “დაისაჯოს მოძალადე!” “ძაღლიც ადამიანია, […]
ფემიციდის მორიგი ფაქტი თბილისში | 27 წლის ქეთევან ედიბერიძე ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს – ახალი დეტალები

ფემიციდის უმძიმესი და სასტიკი ფაქტი. ჩვილი ბავშვის მძინარე დედა ქმარმა სასიკვდილოდ დაჭრა. ქეთევან ედიბერიძე კლინიკაში მიყვანის დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა მეუღლის მიერ მიყენებული ჭრილობები იმდენად მრავლობითი და მძიმე აღმოჩნდა, რომ მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. კლინიკაშია მოთავსებულია თავად ბრალდებული. სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ მან თვითმკვლელობა სცადა. რატომ გაუსწორდა ასე სასტიკად კავლელაშვილი მეუღლეს, არავინ […]
სასტიკი მოპყრობა ცხოველზე | ძაღლზე მოძალადე კაცს ბრალს ხვალ გააცნობენ – ბოლო ცნობები მარნეულიდან

დაკავებულია მამაკაცი, რომელიც საკუთარ ძაღლს სადისტურად გაუსწორდა და წამებით მოკლა. არ არის გამორიცხული, 51 წლის არიფ გოიუშოვს კიდევ ერთ მძიმე დანაშაულზე, არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობის მცდელობის ფაქტზე მოუწიოს პასუხისგება, თუმცა ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ჯერჯერობით დუმს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ძაღლის წამებით მკვლელობის გამო დააკავეს და ისიც მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში საზარელი კადრების გავრცელებას საზოგადოების უკიდურესი […]
წითელი ცირკულარით ძებნილი ამერიკის მოქალაქე საქართველომ შეერთებულ შტატებს გადასცა – ქემერონ სთენდჰართი უმძიმეს დანაშაულებშია ბრალდებული

საშიშ დამნაშავედ გამოცხადებული ქემერონ სთენდჰართი, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ექსტრადირებულია. 31 წლის მამაკაცი, რომელსაც ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებდა, სასჯელს ამერიკის ციხეში მოიხდის. ცნობილი გახდა, რომ თბილისი საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულის ამერიკაში ექსტრადიციის შესახებ, დააკმაყოფილა. სთენდჰართზე წითელი ცირკულარით ძებნა 2023 წლის ზაფხულში გამოცხადდა. ორით თვით ადრე, მან შეერთებული შტატები დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. ის […]