პენტაგონის ცნობით, აშშ-ს თავდაცვის მდივანს პროსტატის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარეს

აშშ-ს თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს პროსტატის სიმსივნის დიაგნოზზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რამაც საშარდე გზების ინფექცია გამოიწვია. ექიმების თქმით, სიმსივნე ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს და თავდაცვის მდივნის დაავადების პროგნოზი კარგად გამოიყურება. მანამდე ცნობილი იყო, რომ ლოიდ ოსტინი უოლტერ რიდის სამხედრო საავადმყოფოში 1-ელი იანვრიდანაა ჰოსპიტალიზებული. თავდაპირველი ინფორმაციით, მან 22 დეკემბერს ოპერაცია ჩაიტარა, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის არ ყოფილა, თუმცა […]
,,ეს ჩემი ძაღლია, თუ მის სიცოცხლეს ვინმე როდისმე შეეხება, ხელი არ ამიკანკალდება ,ყელს ისე გამოვჭრი“ – ნინო ადამაშვილი

ბლოგერი ნინო ადამაშვილი: ,,,ეს ჩემი ძაღლია, #ჩარლი! ჩემი მესამე შვილი ❤️ჩარლის ჯამში 17 ქათამი ,ასევე 2 კურდღელი ჰყავს მოკლული.ის ასევე ახრჩობდა ორჯერ კატასაც, მარა მოვასწარით და პირიდან წავგლიჯეთ! ზაფხულში ,ასევე ახრჩობდა სოფელში, მეზობლის ხბოს..ხოლო მაშინ, როდესაც მისმა პატრონმა თოფი გამოიტანა თურმე და დაუმიზნა! წინ ჩემი ტასო გადაეფარა და უთხრა; ბიძია ეს ძაღლი არ მოკლა, თორემ […]
მოდენის ხელისუფლებას აღარ სურს უმასპინძლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლის “აღორძინებისადმი” მიძღვნილ გამოფენას

იტალიის ქალაქ მოდენის ხელისუფლებამ 9 იანვარს განაცხადა, რომ აღარ უმასპინძლებს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ქალაქ მარიუპოლის “აღორძინებისადმი” მიძღვნილ გამოფენასა და კონფერენციას. გადაწყვეტილებას მიესალმა კიევის მთავრობა. რუსეთის კულტურის ასოციაციამ ემილია რომანიაში, იტალიის ჩრდილოეთის რეგიონში, დაიქირავა სამოქალაქო დარბაზი მოდენაში 20 იანვარს ღონისძიების ჩასატარებლად, სახელწოდებით “მარიუპოლი – აღორძინება ომის შემდეგ”. მაგრამ მუნიციპალურმა საბჭომ განაცხადა, რომ ღონისძიებამ “შეიძინა უკრაინაში […]
ერ-რიადში საიდუმლო შეხვედრა გაიმართა უკრაინასთან დაკავშირებით – Bloomberg

Bloomberg-მა 9 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია უკრაინისა და მისი მოკავშირე “დიდი შვიდეულის” (G7) ქვეყნების წარმომადგენლებსა და ე.წ. “გლობალური სამხრეთის” სახელმწიფოთა მცირე ჯგუფს შორის ფარული შეხვედრის შესახებ – კიევის მცდელობის ფარგლებში, მოიპოვოს თავისი პირობების მხარდაჭერა რუსეთთან მოლაპარაკებაში. Bloomberg-ის მონაცემებით, რომელიც ვითარების მცოდნე წყაროებს ეყრდნობა, ეს ფარული შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე, გასული წლის 16 დეკემბერს გაიმართა საუდის […]
ბოდიში იმისთვის, რაც ჩავიდინე – მასობრივი მკვლელი ბრეივიკი სასამართლოზე ატირდა

ნეონაცისტი ტერორისტი და მასობრივი მკვლელი ანდერს ბერინგ ბრეივიკი, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა, 9 იანვარს სასამართლო დარბაზში ატირდა და განაცხადა, რომ ციხეში იზოლაციაში ყოფნა მისთვის “კოშმარია”. ბრეივიკის თქმით, მას თვითმკვლელობაზე ფიქრები ყოველდღე აწუხებს. “არამგონია, რომ ადამიანებთან არსებითი ურთიერთობის გარეშე კიდევ დიდხანს გადარჩენა შევძლო”. – განაცხადა ბრეივიკმა სასამართლო მოსმენაზე. “მე ჯერ კიდევ ადამიანი ვარ […]
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ღაზაში დაღუპული ჟურნალისტების საქმეებს გამოიძიებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 9 იანვარს დაადასტურა, რომ იძიებს ჟურნალისტების წინააღმდეგ შესაძლო დანაშაულებს ისრაელსა და აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფების, ჰამასის მებრძოლებს შორის ომის დაწყების შემდეგ ღაზაში, სადაც ათობით რეპორტიორი დაიღუპა. მედიის უფლებების დამცველმა ჯგუფმა, “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” (RSF), ნოემბერში განაცხადა, რომ საჩივარი შეიტანა ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ომის დანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტების დაღუპვის გამო, […]
ენტონი ბლინკენის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია, უფრო ფართო კონფლიქტი არავის ინტერესში არ შედის

ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია, უფრო ფართო კონფლიქტი არავის ინტერესში არ შედის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “არავის არ სურს ამ კონფლიქტში მეტი ფრონტის გახსნის დანახვა. რეგიონის ქვეყნები თავიანთ გავლენას იყენებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს არ მოხდება…ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს წინადადებას, რომ ისრაელელებმა უსაფრთხოება უნდა იგრძნონ, სანამ ჩრდილოეთ ისრაელში თავიანთ სახლებში […]
,, საჯაროდ მოულოდნელად ხელის თხოვნის ფაქტები არის ქალისათვის დამამცირებელი“ – რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე: ,,ქალი მოწყალებას ელის კაცისგან, გახადოს ღირსი და სთხოვოს ხელი. მისი ამ სურვილის ასრულება იმდენად მოულოდნელია, რომ წინადადების მიღებისას ლამის შოკში ვარდება. როგორც იქნა დაინახეს, როგორც იქნა დააფასეს, როგორც იქნა აღიარეს. საჯაროდ მოულოდნელად ხელის თხოვნის ფაქტები, ასე რომ მოედო მთელ მსოფლიოში სოციალურ ქსელებს, არის ქალისათვის დამამცირებელი. ერთი შეხედვით ლამაზი და ამაღელვებელი ამბავი […]
Meta მოზარდებს, Instagram-სა და Facebook-ზე, მგრძნობიარე შინაარსის პოსტებზე წვდომას შეუზღუდავს

Meta, მოზარდებს, Instagram-სა და Facebook-ზე, მარეგულირებლების გლობალური ზეწოლის ფონზე, მგრძნობიარე შინაარსის პოსტებზე წვდომას შეუზღუდავს. კომპანიის ცნობით, მათი ეს გადაწყვეტილება მოზარდებს ისეთ მგრძნობიარე ინფორმაციას აარიდებს, როგორიცაა თვითმკვლელობა, თვითდაზიანება და კვებითი დარღვევები. “გვინდა, რომ მოზარდებს ჩვენს ქსელებში უსაფრთხო, ასაკის შესაბამისი გამოცდილება ჰქონდეთ. დღეს ჩვენ ვაცხადებთ დამატებით დაცვას, რომელიც ორიენტირებულია კონტენტის იმ ტიპებზე, რომლებსაც მოზარდები Instagram-სა და Facebook-ზე […]
შესაძლებელია თოვლი, ნისლი, ქარბუქი, შტორმი | 10-11 იანვრის ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, 10-11 იანვარს შესაძლებელია თოვლი აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც აღინიშნოს, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია […]